
მე თევზაობა გენეტიკურად გამომყვა.ამას მხოლოდ მეთევზე გაიგებს). მახსოვს როდესაც მამაჩემი ჭიების მოგროვებას მთხოვდა სიხარულით გავრბოდი.იმ ღამით,მანქანაში ვიძინებდი რათა მამა მარტო არ გამპარვოდა სათევზაოდ.ყაზახეთში ვცხოვრობდით მაშინ ოჯახით.ეს იყო 88-91 წლებში. მდინარე ურალთან, უზარმაზარი წყალსაცავი იყო. ანკეს არ მანდობდა მამა და მისი თევზაობით ვტკბებოდი.უზარმაზარი ლამაზი წყლის ფართობი.წყალს ნისლი ისე აზდიოდა როგორც ნაწვიმარ მიწას ოხშივარი. ძუის დაქაჩვა, ამოკვრა, დღლაფუნი, ჭიდილი და მოგერიება… ასე მოხთა ჩემსადმი ბუნების შეყვარება. წლები გადიოდა…და ჩემში ჭარბობდა სურვილი ბუნებასთან განმარტოების. უბრალოდ განმარტოების, ანკესის წყალში ჩაგდების და სიწყნარით დატკბობა, ბუნების სონგების სმენა. არ მქონდა მისწრაფება რაიმე ახალი მესინჯა როდესაც ჩარტყმები არ იყო. არ იყო განცთა იმისა თუ რატომ არ მოდის თევზი.მარტივად აწყობილი ტივტივა ბატის ფრთიდან და ბუნების ხედი საკმარისი იყო რომ თავი ბედნიერად მეგრძნო.მამაჩემის ფლიაგიდან ორი ყლუპი კონიაკი და გულრღმა სიგარეტის ნაპასები ცვარიან დილით, გარიჟრაჟზე საკმარისი იყო რომ ჩემში აუღწერელი გრძნობას გამოეღვიძა.მიყვარდა წყლის ყურება.თუ როგორ გაირყევა სადღაც კამიში უცებ, ამოხტება თევზი,უცებ დაფრთხება ლიფსიტების ჯგრო,გოთვერანი ბაყაყი ჩემს ტივტივასთან თვალებს ამოკაკლავს… კობრთან ჭიდილი მიყვარდა.თუ როგორ მდორედ მოყვებოდა ის თავიდან ძუას, და გზაში 3-4 ისეთ გაქცევის მცთელობას აკეთებდა რომ თუ არ იყოჩაღებდი გაჯობებდა).საღამო, კარავი, კოცონი, თევზი ჩხირებზე და ისევ ნისლიანი გარიჟრაჟი.ეს უბრალოდ ბუნების სიყვარული იყო. მოწამვლა?ხმ…..ეს გაცილებით მერე მოხთა…როგორაც ვთქვი წლები გადიოდა და არ მიფიქრია ოსტატობის დახვეწაზე, რაიმე ახალზე, ექსპერიმენტებზე… მე მყოფნიდა ის რაც მქონდა,და მყოფნიდა საკმაოდ დიდი ხანი…
ერთ წვიმიან დილით ტბას მივადექი. ჩემთვის ახალი სტილით, სპინინგით ვთევზაობდი.კოკისპირული წვიმა იყო.ერთი გამართლებული მოსროლის შემდეგ, ოდნავი გამოტარებისას ბალახებიდან რაღაც მძიმე, რაღაც ძლიერი დაეტაკა ჩემს სატყუარას.ხელში ისე გამაბარძგალა ლამის ნაბიჯი გადამადგმევინა წინ.ეს არ გავდა მარტო დენის დარტყმას. ეს არაფერ სხვას არ გავდა!თევზი ისე თავგანწირვით მეჭიდავებოდა თითქოსდა მიძახოდა это моя добыча!ფრიქციონის მოუსვენარი რაწკანი.როდესაც რამოდენიმე მეტრი დარჩა, ჩემ თვალწინ რაღაც სასწაული მოხთა!თევზი წყლიდან ერთ ნახევარ მეტრზე ისე ამოფრინდა რომ ფართხალით ჰაერში днк-ს ფორმულა დახაზა!არაზდროს მენახა რომ თევზი ისე იკლაკნებოდეს. ინსტინკტურად ისე ძლიერად ჩავკიდე ხელი ანკეს ვითომც თევზი ხელში მკავებოდა და მისი გაქცევის მეშინოდა.სწორედ მაშინ მოხთა ჩემი ,,запечатление,,))… ეს ყველაფერი ჩაიდინა კილონახევრიანმა ქარიყლაპიამ).
ზაზა ლალიაშვილი
ლინკი ფორუმზე: ლინკი