იმისათვის რომ თევზაობამ მოგანიჭოთ მაქსიმალური სიამოვნება, საჭიროა უპირველეს ყოვლისა მოხერხებულად მოეწყოთ წყალსატევის თუ მდინარის პირას. სურათზე №1 წარმოდგენილია ნაპირიდან თევზაობის დროს ყველა საჭირო ინვენტარის განლაგების სქემა.განვიხილოთ ყველაფერი დაწვრილებით.

post-15-0-76019900-1390752703

  1. სათავსურა, ოჩხი (რუსულად садок). განთავსება ხდება ისე, რომ მისი ზედა რგოლი იყოს თქვენს მუხლთან მაქსიმალურად ახლოს. ასეთი განლაგება საშუალებას მოქცემთ თევზი მოხსნათ ნემსკავიდან პირდაპირ ოჩხის თავზე და თუ შემთხვევით თევზი გაგისხლტებათ ხელიდან (რაც მერწმუნეთ ხშირად მომხდარა), ის ჩავარდება პირდაპირ სათავსურაში და თქვენ არ დაკარგავთ ძვირფას ნადავლს. თევზაობის წინ მიზანშეწონილია სათავსურაში მოვათავსოთ ქვა ან რაიმე სიმძიმე, რათა ოჩხი გამრთულ მდგომრეობაში მოვიდეს. მოერიდეთ უსწორმასწორო და წვეტიან ქვებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბადის დაზიანება. მე გირჩევთ მაგალითად, ქვიშით სავსე პლასტმასის ბოთლს.
  2. სკამი.რომელიც უნდა იყოს მოსახერხებელი.გაითვალისწინეთ რომ ფაქტიურად მოგიწევთ მთელი დღე ჯდომა.
  3. თევზის ამოსაყვანი ჩოგან ბადე (რუსულად родсачек). უნდა განთავსდეს ისე რომ საჭიროების დროს, მიწვდეთ სკამიდან აუდგომლად. იგი იდება სადგამზე 11.
  4. საკვები ვარცლი ( რუსულად ведро). განლაგდება სკამიდან ხელმარჯვნივ, როდესაც თევზაობთ გრძელი ანკესის ჯოხებით, ხოლო მარცხნივ როდესც თევზაობთ მოკლე (5 მეტრამდე) ანკესის ჯოხებით.
  5. მეთევზის სათევზაო ყუთი. სადევეებით, ტივტივებით და სხვა სათევზაოდ საჭირო ნივთებით.
  6. სადგამი ყველა საჭირო სატყუარათი განლაგდება თქვენგან მარცხნივ.
  7. სადგამი მოკლე (5 მეტრამდე) ანკესებითვის.
  8. მოკლე ანკესის ჯოხები.
  9. სადგამი გრძელი ანკესის ჯოხებისათვის.
  10. გრძელი ანკესის ჯოხები ( 5 მეტრაზე მეტი).
  11. ჩოგანბადის სადგამი.

სათევზაოდ აუცილებელი ატრიბუტიკის ასეთი განლაგება საშუალებას მოგცემთ კომფორტულად იგრძნოთ თავი წყლის პირას და ზედმეტად არ წამოდგეთ სკამიდან თევზაობის დროს, რითაც თქენ დაზოგავთ შეჯიბრებისთვის გამოყოფილ დროსაც. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სარგებლობთ ე.წ. შტეკერული ანკესის ჯოხით, საყრდენი სადგამი განთავსდება ხელ მარჯვნივ, უკან, ოდნავ გვერძე მარცხნივ, სადაც განთავსებულია გრძელი ჯოხები.

წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.

 პატივისცემით: გიგა ამაშუკელი

Share