მოსაქნევი ანკესის აღკაზმულობა

მოსაქნევი ანკესით თევზაობისას დაგვჭირდება სხვადასხვა ტვირთამწეობის აღკაზმულობის დამზადება განსხვავებულ პირობებში (სიღრმე, დინება, ქარი, თევზის აქტიურობა…) თევზაობისათვის. აღკაზმულობა წარმოადგენს ძუის ნაჭერს – ე.წ. ”საფუძველს” , რომელზეც მონტაჟდება ტივტივა, სიმძიმეები და ნემსკავი. აღკაზმულობის სიგრძე ანკესის სიგრძეზე 10-15 სმ-ით მოკლე უნდა იყოს.

განვიხილოთ აღკაზმულობის ძირითადი ელემენტები იმ თანმიმდევრობით, რომლითაც ისინი ჩვეულებრივ მონტაჟდება.

ტივტივა

ზოგადად ტივტივები განსხვავდება ტვირთამწეობითა და ფორმით. დიდი ტვირთამწეობის ტივტივა საჭიროა მძიმე აღკაზმულობის დასამონტაჟებლად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ვითევზავოთ ძლიერი დინებისას, შევასრულოთ ტყორცნა ძლიერი გვერდითი ან შემხვედრი ქარისას და ”გავარღვიოთ” წყლის შუა შრეებში არსებული ”წვრილფეხობა”, რათა სატყუარამ სწრაფად მიაღწიოს ფსკერამდე, სადაც დგას დიდი თევზი. ყველაზე მსუბუქი აღკაზმულობა საჭიროა პატარა თევზებზე თევზაობისას ან ძალიან ფრთხილი კენკვისას.

ტივტივას ტვირთამწეობა ჩვეულებრივ მითითებულია მის სხეულზე. სავარაუდოდ მოკლე და საშუალო სიგრძის მოსაქნევი ანკესით თევზაობისას უმეტესად გამოიყენებთ 1,5-დან 4 გრ-მდე ”წონის” აღკაზმულობას. თევზაობის განსხვავებული პირობებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ფორმის სხეულის მქონე ტივტივები. მოქნევით თევზაობის გამოუცდელ მოყვარულებს ვურჩევ გამოიყენონ მეტნაკლებად უნივერსალური ვარიანტი – წაგრძელებული წვეთის (მსხლისებური) ფორმის ტივტივა. საფირმო ტივტივები მზადდება ბალზისგან, ეს არის მსუბუქი, იაფი და დასამუშავებლად მარტივი მასალა. ბალზას ცნობილი ნაკლი აქვს – დამცავი საფარის დაზიანებისას იწოვს წყალს და ტივტივა იძირება. ამიტომ მე ვამჯობინებ თვითონვე დავამზადო ტივტივები პენოპლასტისგან. მაგრამ ამისათვის ვარგისია მხოლოდ გარკვეული მარკების პენოპლასტი, იმის მსგავსი, სპორტულ მაღაზიებში რომ იყიდებოდა თხილამურების გასაპრიალებლად. ტივტივაში წებდება (უმჯობესია, ეპოქსიდით) ანტენა, კილი და რგოლი ძუისთვის (მოქნევით თევზაობისთვის ჩვეულებრივ გამოიყენება ტივტივები დამაგრების ორი წერტილით). მზა ანტენები შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალიზებულ მაღაზიებში. მე მომწონს ღია წითელი ნახევრადგამჭვირვალე პლასტიკის ანტენები – ისინი „კაშკაშებს“ და კარგად ჩანს ნებისმიერ ამინდში. ანტენა შეიძლება გააკეთოთ დამხმარე მასალისგან, მაგალითად, ხის კბილის საწმენდისგან, რომელსაც წყალგამძლე მარკერით შეღებავთ. თევზაობისას შეიძლება გადაღებოთ ანტენა, რომლიდანაც წინასწარ წაშლით ძველ საფარს სპირტიანი ტამპონით. სულაც არ არის აუცილებელი, რომ ანტენა წყალზე მსუბუქი იყოს. კილი შეიძლება გააკეთოთ წვრილი უჟანგავი მავთულისგან ან იყიდოთ ნახშირპლასტიკისგან დამზადებული ქარხნული. კარგია, თუ იშოვით ძველ, დაზიანებულო ბალზის ტივტივებს, რომლებიდანაც შეიძლება ამოიღოთ როგორც კილი, ისე ანტენა. პენოპლასტის ტივტივას სხეული შეგუძლიათ დაფაროთ წყალგამძლე სპირტიანი წებოთი, მაგალითად, БФ-6 (სამედიცინო წებო), რომელშიც სილამაზისთვის შეიძლება დაამატოთ რამდენიმე წვეთი „ბრილიანტის მწვანე“. მე, მაგალითად, მომწონს, როცა ტივტივას სხეულის ზედა მხარე (რგოლის ზევით ძუალმდე) კიდევ შეღებილია შავი წყალგამძლე მარკერით – ასე უკეთ ჩანს ჩაკვრა „აწევაზე“.

მონტაჟის დატვირთვა

მსუბუქი სატყუარათი (ბუზის მატლი, მატლი, პური… ) თევზაობისთვის განკუთვნილ ტივტივებს ისე ტვირთავენ, რომ წყლიდან მხოლოდ ანტენა ჩანდეს. ეს არის ტივტივას ნორმალური ჩაძირვა. ტივტივას სხეულზე წყალგამძლე მარკერით უნდა დაიწეროს მისი ტვირთამწეობა. მძიმე სატყუარათი თევზაობისას ან ტივტივას ფსკერზე გატარებისას დინებაზე, მოგიწევთ ცოტა ნაკლებად ჩატვირთოთ ტივტივა ან გამოიყენოთ ღრუ მცურავი ანტენა. სათადარიგო უკვე დატვირთული ტივტივები უმჯობესია შეინახოთ ძუასთან და მასზე დამგრებულ სიმძიმეებთან ერთად, რათა საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გადაიტანოთ ეს ყველაფერი „საფუძველზე“ და დაამონტაჟოთ ახალი აჭღურვილობა.

1

ყველაზე ბოლო სიმძიმე – ე.წ. ”მარაგი” (подпасок) პატარა უნდა იყოს, რათა ის არ იგრძნოს თევზმა ჩაკვრისას, მაგრამ ამავდროულად მისი წონა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ შესამჩნევი იყოს ჩაკვრა ”აწევაზე”. დანარჩენი სიმძიმეების განლაგების ვარიანტი მრავალგვარია, იმის მიხედვით, თუ როგორი თევზაობისთვისაა განკუთვნილი მოცემული აღჭურვილობა. იმისთვის, რომ ზედმეტად არ შევჩერდეთ ამ თემაზე, ყურადღებას გავამახვილებ ორ ძირითადზე – ფსკერული თევზის ჭერაზე მდგარ წყალსატევებში, როცა სიმძიმეების ერთობლიობა მეტ-ნაკლებად თანაბრად ნაწილდება ძირითად ძუაზე, და თევზჭერისათვის დინებაზე, როცა როცა ის ძლიერაა გადანაცვლებული ქვევით „მარაგისკენ“.

3

დინებაზე თევზჭერისათვის ყველაზე პოპულარულია მონტაჟის ვარიანტი, როცა ”მარაგის” წინა სიმძიმეს გააჩნია ”ზეთის ხილის” ფორმა და მისი წონა შეადგენს სიმძიმეების ერთობლიობის წონის ერთ მესამედს ან ნახევარს. ძალიან მოსახერხებელია მოძრავი „ზეთის ხილები“ რომლებიც ორი კემბრიკით მაგრდება ძუაზე. მანძილი ”ზეთის ხილიდან” ”მარაგამდე” თევზაობის დროს შეადგენს ჩვეულებრივ 20-30 სმ-ს. რაც უფრო აქტიურია თევზი, მით უფრო ახლოს უნდა გადანაცვლდეს ”მარაგთან” სხვა სიმძიმეები – ამ დროს აღჭურვლობა უფრო სწრაფად იძირება, რაც გაძლევთ უფრო ინტენსიური თევზაობის შესაძლებლობას.

სადავე

აღჭურვილობის ბოლო ელემენტი იქნება სადავე მასზე მიმაგრებული ნემსკავით. სადავისთვის იღებენ საუკეთესო ძუას. მისი დიამეტრი ”ფუძის” დიამეტრზე 0,02-0,05 მმ-ით ნაკლები უნდა იყოს, რათა მოწყვეტისას ან ჩაბმისას არ დაკარგოთ მთელი აღჭურვილობა. კენკვის ინტენსივობისა და დინების სიჩქარის მიხედვით სადავის სიგრძე შეიძლება იყოს 5-დან 40 სმ-მდე, მაგრამ დამწყებ მეთევზეს ვურჩევდი, ნუ ისარგებლებთ 20 სმ-ზე მეტი სიგრძის სადავით.

4

ნემსკავის საპირისპირო სადავის ბოლო ჩვეულებრივ მთავრდება პატარა (არა უმეტეს 1 სმ) ყრუ მარყუჟით. სათადარიგო სადავეები შეიძლება შეინახოთ ფირფიტისგან დამზადებულ თვითნაკეთ მაქოზე, ერთი მხრიდან გამოიხერხება კბილანები, რომლებზეც ჩამოეცმევა სადავის მარყუჟი, ხოლო მეორე მხრიდან მიწებებულია ქაფის, ფოროვანი რეზინის ან უმჯობესია, საცობის ზოლი, რომელშიც ჩაერჭობა ნემსკავი. იყიდება ასევე სადავეების შესანახი საფირმო მოწყობილობები. თევზაობის წინ არ უნდ დაიზაროთ და უნდა მოამზადოთ 7-10 სადავე, რათა იმ ჩაწყვეტისას დიდი დრო არ დაკარგოთ მათ შეცვლაზე. „ფუძე” ძუა „მარაგის“ ქვევით ჩვეულებრივ მთავრდება პატარა მარყუჟით და სადავე მას ებმის ”მარყუჟი მარყუჟში” პრინციპით. კიდევ უფრო მოსახერხებელია, როცა მარყუჟის მაგივრად „ფუძის“ ბოლოში მიებმება ძალიან პატარა, თითქმის უწონო კარაბინი. სადავის დამაგრების საშუალება ამასთან შეიძლება ძველებურად დატოვოთ (”მარყუჟი მარყუჟში” ), მხოლოდ ზედა მარყუჟის როლს შეასრულებს ”სვიველის” რგოლი. რვიანა, ანუ სვიველი იმისთვისაა მოფიქრებული, რომ სადავე არ დაიხვეს დინებაზე თევზაობისას, რაც ხშირად ხდება, როცა, მაგალითად, კაუჭზე ჩამოცმულია 2 ბუზის მატლი (ჩნდება ”პროპელერის ეფექტი”). ზოგადად, ”სვიველი” კომფორტულია იმით, რომ მასზე უფრო ადვილია ცვლადი სადავის ჩამოცმა (და მოხსნაც), ვიდრე ძუის მარყუჟზე.

5

ნემსკავები

დამწყები მეთევზეები ხშირად იყენებენ გაუმართლებლად დიდ ნემსკავებს. ამჟამად უამრავი ხარისხიანი ნემსკავი იყიდება, რომლებიც პატარა ზომისაა, და ამასთანავე სრულიად საიმედოდ ”იჭერს” თევზს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საშუალო ზომის ნაფოტაზე თევზაობისას ჭიით ან ბუზის მატლით, კარგი აზრი იყოს №18-ზე დიდი ზომის ნემსკავების გამოყენება, ხოლო საშუალო ზიმის კაპარჭინაზე №№16-14 ნომერი. უნდა გაივალისწინოთ, რომ ნემსკავის ზომა და სისქე დამოკიდებულია არა მხოლოდ იმ თევზის ზომაზე, რომელზე თევზაობასაც აპირებთ, არამედ იმ სატყუარაზე, რომლითაც უნდა ისარგებლოთ.

ჯარა

მზა აღჭურვილობას, როგორც წესი, ინახავენ პლასტიკის ჯარებზე. აღჭურვილობის დახვევა უნდა დაიწყოთ ნემსკავიდან. თევზაობის შემდეგ ჯარაზე ძუა მჭიდროდ არ უნდა დაახვიოთ – გაშრობისას ის იკუმშება და შეიძლება ამის გამო დეფორმირდეს ან დააზიანოს ტივტივა. უმჯობესია, თუკი თევზაობის დაწყებამდე დაახვევთ 3-4 ერთნაირ აღჭურვილობას, რათა ერთის დახლართვისას დროის დაკარგვის გარეშე მოხსნათ ის და ითევზაოთ სათადარიგოთი.

6

კარგი იქნება, თუკი ჯარაზე წყალგამძლე მარკერით აღნიშნავთ ანკესის ჯოხის სიგრძეს (თუკი რამდენიმე გაქვთ), რომლისთვისაც განკუთვნილია ეს აღკაზმულობა, ასევე მიუთიტეთ აღკაზმულობის წონა, ”ფუძის” დიამეტრი და მონტაჟის დამზადების თარიღი (2-3 წელიწადში ძუა ძველდება და უნდა შეიცვალოს). სათადარიგო მონტაჟები თევზაობის დროს ისე უნდა შეინახოთ, რომ დაცული იყოს მზისა და წვიმისგან.

 სტატია მოამზადა თენგო ბინიაშვილმა

წყარო: http://fishline.ru/

Share