ერთ-ერთი უძველესი სატყუარა მტაცებელზე სათევზაოდ.

SAMSUNG DIGITAL CAMERAუამრავი ცნობილი ბრენდები აწარმოებენ მათ მთელ მსოფლიოში.ჩვენ არ დავიწყებთ აქ ყოველივე მათგანის ჩამოთვლას,მინდა უშუალოდ სატყუარა გაგაცნოთ.ის თევზს იზიდავს თავისი დინამიური ნარნარით და ბზინვარებით,მოგეხსენებათ თევზი გვერდითა ზოლით გრძნობს წყალქვეშა ვიბრაციებს,რომელსაც ყანყალა ნარნარით გამოსცემს.მისი ნარნარი და ელვარობა არცერთ მტაცებელს არ ტოვებს გულგრილს.მინდა მათ შორის ყველაზე შედეგიანი გაგაცნოთ (უშუალოდ ჩემი გამოცდილებიდან და უშუალოდ ჩემი აზრით).

kuusamo-rasanen.

2

3

მისი ბალახსაწინააღმდეგო კავდამცავები საშუალებას გვაძლევს ის ურთულეს ადგილებში გავატაროთ.გატარების მეთოდი კი მრავალფეროვანია.სწორი,პირდაპირი გატარება,ოდნავი ამოკვრებით,პაუზებით რომ მისი თამაში და ნარნარი უფრო მომხიბლავი იყოს მტაცებლისათვის.ის შეგვიძლია თამამად გადავატაროდ ბალახზე,ჩავატაროდ ჩქერებში და სხვა ძალიან რთულ ადგილებში სადაც სხვა სატყუარას ფიზიკურად ვერ გავატარებთ.კავდამცავიანი სატყუარების დიდი ასორტიმენტი არსებობს,კუუსამო კი ერთგვაროვანი ლიდერია მათ შორის!

ყანყალების ზომა და წონა იძლევა საშუალებას ჩვენთვის სასურველ სირღმის ფენაში გავატაროთ ისინი,გვსურს ჩვენ წყლის ზედაპირზე გავატაროთ,თუ უშუალოდ ფსკერზე.მაგალითად თუ კი ჩვენ გვსურს არც თუ ისე დიდ სირღმეზე,ახლოს ზედაპირთან გავატაროთ ის,ჩვენ ვირჩევთ თხელ,მსუბუქ ყანყალას,რომელიც ძალიან ნელა იძირება,ხოლო როდესაც მიაღწევს ჩვენთვის სასურველ სირღმეს ვიწყებთ მის გატარებას.

ეხლა კი რამოდენიმე ყანყალას შემოგთავაზებთ

rapala minnow spoon.

კავდამცავიანი ყანყალა ცნობილი ბრენდის მშვენიერი თამაშით.

4

 mepps timber doodle

ასევე კავდამცავიანი სატყუარა,რომელიც დამატებით სილიკონით აღიჭურვება.ძალიან შედეგიანი ყანყალა ჩვენთან და არა მარტო.

5

 mepps syclops.

თუ კი წყალი იძლევა საშუალებას გამოვიყენოთ უდამცავო ყანყალა,მეპს ციკლოპი მშვენიერი არჩევანია.

6

ატომ-ის მძიმე ყანყალა.

საშუალებას გვაძლევს საკმაოდ შორს მიაწოდოდ ის მტაცებელს და ასევე დიდ სირღმეზე გავატაროთ ის.

7

 williams-ის ყანყალა

მსუბუქი,წყლის ზედაფენაზე მშვენივრად ნარნარობს.

8

ყველა ყანყალას ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლით,ამიტომ ამ მცირედს დავჯერდეთ,დანარჩენებს შეკითხვებისას განვიხილავთ.ქარიყლაპია,როგორაც ვიბრაციებზე ესევე ვიზუალსეც რეაგირებს,ის არ დატოვებს შეუმჩნეველს თუ კი რაიმე წყალში გაიბრწყინებს.მუქ,მღვრიე წყალში,სადაც მხედველობა ცუდია,კარგ შედეგს იძლევიან ვერცხლის ფერი და ოქროს ფერი ყანყალები,ვინაიდან ვერცხლი და ოქრო სინათლის საუკეთესო ამრეკლია.

მიუხედავად იმისა,რომ ყველა ყანყალა გათვლილია ძირითადად კონკრეტულ მტაცებელზე,ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვა მტაცებელს ის ვერ დაიჭერს.მაგალითად williams-ი,კანადური მწარმოებელი,გათვლილი უშუალოდ ორაგულისებრზე,არაერთი ქარიყლაპია დამიჭერია ჩვენთან მაგით.მაგრამ რა თქმა უნდა,უკეთესი იქნება თუ კი კონკრეტულ მტაცებელს კონკრეტულ სატყუარას შეურჩევთ.

by ზაზა ლალიაშვილი.

Share