22 მაისი 2012წ

ფოთი.3 დღის მანძილზე წვრილად წვიმდა,ცრიდა.,,აპა მაისის წვიმას რა ჯობია შვილო ჰაა,,

გარიჟრაჟზე,5:30 ტბაზე ვიყავი.წვიმამ უმატა.გავეხვიე პლაშოვკაში და მანქანიდან გადავედი,ერთი სული მქონდა როდის გავტესტავდი ამ ახალ ადგილს.პირველად ვეწვიე ამ დღეს ნაბადას.ერთ დაბალახებულ ადგილს მივადექი,სადაც უამრავი ხის ტოტების ნატეხები ეყარა.მიუხედავად ამისა მაინც ვობლერით გადავწყვიტე მესინჯა,ვინაიდან დილის ამ დროს ვობლერი ყოველთვის საუკეთესო შედეგს მაძლევდა.პირველივე მოსროლაზე,სანაპიროს ზოლში ბალახებიდან ქარიყლაპიამ იერიში გააკეთა.თვით სანაპირო ზოლი ისეთი რთული იყო რომ გატარებას ვერ ვადენებდი თვალყურს,უბრალოდ კოჭას ვატრიალებდი.კარგად ჭიდაობდა,მივხვთი რომ სამკავზე ფანქარი არ იყო.ფაქტიურად 5 წუთის მისულმა 1.2კგ ქარიყლაპია დავსვი.

დილის 9 საათის შემდეგ წვიმამ გადაიღო,ცა მოიწმინდა.აქა იქ ჩანდა თუ როგორ დევნიდა ქარიყლაპია ლიფსიტების ჯგროს.მთელი სანაპირო ზოლი დაბალახებული იყო.გადავწყვიტე სატყუარა შემეცვალა და უზაცეპო სატყუარა დავაგე.ორი კარგი მოზრდილი ეკზემპლარი ნაპირიდან გამისხლდა.რამაც საბოლოოდ შემაძულა უზაცეპო სატყუარა.რაპალა მინოუ სპუნი ისვენებდა,ისევ ჩინურმა ვობლერმა იმუშავა.15-დე გატესტილ სატყუარებიდან მხოლოდ ამან ისევ.მოვნათლე ჯულბასად.ჯულბას ქსა,და ქარიყლაპია ზედაა.

მთელი ნადავლი ამ ვობლერმა მოინადირა.

28 მაისი 2012წ

მშვენიერი ზაფხულის დილა.წვიმებმა გადაიღო და უცებ გამოიდარა.გარიჟრაჟზე ისევ ვეწვიე ნაბადას.

ზუსტად იმ ადგილს მივადექი სადაც რამოდემიმე დღის წინ პირველი ბობოლა დავსვი.

ბალახი ჯერ კიდევ ცვარიანი იყო.არანაირი აქტიურობა ქარიყლაპიის არ შეინიშნებოდა.წყალი საერთოდ არ ირყეოდა,არც ცხვა თევზის მოძრაობა არ შეინიშნებოდა.ერთმა ფანქარმა თავის ზომა კუუსამოზე გააკეთა იერიში

ვიფიქრე საღამოს უფრო გააკტიურდებათქო,არ უყვარს ქარიყლაპიას უცებადი ამინდის ცვალებადობა.მაგრამ სამსახურიდან დარეკეს და თევზაობა შევწყვიტე.რამოდენიმე დღის შემდეგ ისევ ვეწვიე ტბას.ქარიყლაპია ისევ პასიურობდა.საღამომდე 3-4 თავს თუ დავიჭერდი,0.300-500 გრამამდე სიდიდის.

11 June 2012 

დილით 4:10-ზე ტბაზე ვიყავი.ჯერ კიდე ბნელოდა.

მთელი ტბა ნისლის ბურუსში იყო გახვეული.ვიდექი და უყურებდი თუ როგორ იშლება ჩემს წინ ულამაზესი ხედი,როგორ იღვიძებდა ტბა.

წინა გასვლაზე,წყლიდან დენ დარტყმული გუწუ ამოვიყვანე რომელიც წყალში ზოლებს ხაზავდა,და ამიტომ ამ დღეს მატჩიც გავიყოლე.მივადექი ბეტონის ჩამტვრეულ ხიდს,სადაც საკმარისი არეალი იყო სასპინინგოთ და ტივტივაც ჩავკიდე

თევზაობისას პარალელურად ტივტივას ვაქცევდი ყურადღებას.ხიდიდან,ბალახებს შუა მოსუფთავებულ ადგილას მქონდა ტივტივა ჩაკიდებული,წყალი ძალიან სუფთა,გამჭირვალე იყო.2 ფარფლწითელა,2 ქორჭილა,1 გუწუ და 10 ქარიყლაპია.იმუშავა,კუუსამომ.5-ზე რომ დაიწყო ,,კლიოვი,, საღამოს 4-მდე არ შემწყდარა,ერთია რომ პატარები მოდიოდნენ.

P.S ნავი ვითრიე.ადგილობრივი მებადეები მთხოვნიან,გამანდეს თუ სად ინახავენ ნიჩბებს.

15 July 2012

ქუთაისში გადავინაცვლე.დიდი პაუზის შემდეგ ისევ ვეწვიე ნაბადას.

დღეს მეგობარი მახლდა რომლის ტელეფონმა ძალიან კარგი ფოტოები იღო.5 საათზე ნაბადაში ვიყავით უკვე,წვიმდა კოკისპირულად!იმდენი ხნის მანძილზე რაც იქ ვთევზაობ ჯერაც არ მინახავს რომ ამხელა ვეებერთელა ქარიყლაპიებს ეხტუნოს იქ,მეტიც,არც კი მეგონა თუ ეგეთი მოზრდილი ეგზემპლარები იქ ბინადრობდნენ!ნაპირიდან შნუროკები იჭირებოდა,ბრაკების ნავს დავეუფლეთ და შემდეგ კი რამოდენიმე ღირსეულიც დავიჭირე.

11 საათიზა უცებ დათბა,მზემ გამოანათა ღრუბლებიდან.უცებ შეწყდა თევზის ჩარტყმა,მაგრამ ექსპერიმენტებმა შედეგი მოიტანეს!

ბლუ-ფოქსზე მოვიდა ქორჭილა.4 ნომერზე დააჯდა კაცოოოუ,ძირითადი სატყუარა კი კუუსამო გახლდათ,გადადო ჯულბასა გვერდზე.
ზაზა ლალიაშვილი
ლინკი ფორუმზე: ლინკი
Share