7 ნოემბერი, 2015, ჯანდარის არხი.
სულ მაწუხებდა ის აზრი, რომ ჯანდარის ტბაზე ნაპირიდან თევზაობა შესაძლებელია. უკვე მეორე ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, მიჩნდებოდა სურვილი რომ ჯანდარის ტბის ნაპირის დასაზვერვად წავსულიყავი.
მოკლედ, წინა პარასკევს მოვინიშნე რუკაზე საინტერესო ადგილები, მივრეკ მოვრეკე მეგობარ სპორტსმენებში და სათევზაოდ თავისუფალი ჯარიაშვილი დავიყოლიე წამოსვლაზე.
ეს კი წინასწარ მონიშნული ადგილები:

გადაწყდა რომ მოგვენახულებინა ადგილები N4 და N5.
ბევრი ტალახში სიარულის და ჯიპიესზე თვალების დათხრის შემდეგ, მივადექით წერტილს N4, რომლის ნაპირები ძალიან თხელი აღმოჩნდა და ჩვენთვის გამოუსადეგარი.

N5 თან ვერ მივედით, იმ მიზეზის გამო, რომ N4 თან უკვე გამაფრთხილებელი ბანერები არს ჩარტყმული, რომ შესვლა აკრძალულია და ეს არის საქართველო-აზარბაიჯანის სასაზღვრო ზონა. ნუ, უკან მოვტრიალდით და გზაზე პატარა ჩეპე

ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ვსტუმრებოდით არხს და ეს დღე უბრალო თევზაობით მაინც დაგვემშვენებინა… არც ვინანეთ, არხზე ბევრი ხალხი არ იყო, გავიშალეთ, ვისაუზმეთ და სასიამოვნოდ გავატარეთ დრო. იჭირებოდა ნაფოტა ძალიან მაღალ ტემპში, საბოლოოდ დავაგროვეთ 5კგმდე სუფთა ნაფოტა. დიმიტრიმ დაიჭირა რამოდენიმე კაპარჭინა ან ბლიკა, აგერ ფოტოები და ერთად განვსაზღვროთ, რომელი თევზია ეს ბოლო ბოლო…
ეს კი ექშენ კამერის SJCAM400 wifi -ს ტესტირება… თენგო, ტყუილად აცდენ ამ კამერას
ყველა თევზი უკკლებლივ და უვნებელი დაუბრუნდა მშობლიურ არხს..
ავტორი: GigaG
ლინკი ფორუმზე: ლინკი