შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას (13 ივნისი) წალკაში საქართველოს თასის დასკვნითი, მე3 ეტაპი გაიმართება…
რა არის საქართველოს თასი?
ოფიციალური დეტალები და მიმდინარე შედეგები შეგიძლიათ ნახოთ თასის ოფიციალურ გვერდზე: https://sportfishing.ge/feeder-cup-georgia-2021/
ხოლო აქ შევეცდები უფრო გასაგებად ავხსნა რა არის საქართველოს თასი.
საქართველოს თასი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში ახალი ფორმატია, რომელიც ფიდერის ფედერაციამ სპორტით დაინტერესებულ მეთევზეებს წელს პირველად შესთავაზა.
ეს უნდა ყოფილიყო ტურნირი, რომელიც სპორტში შემოსვლი საშუალებას მისცემდა ნებისმიერ დაინეტერსებულ პირს … და არ იქნებოდა ის შეზღუდვები და სირთულეები, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატს ახლავს. ძირითად ესენია გუნდის არსებობა (ანუ მარტო ვერ იასპარეზებ ეროვნულ ჩემპიონატზე, უნდა გყავდეს 3 კაციანი გუნდი) და ორ დღიანი ტურნირები (ბევრი ვერ ახერხებს სამწუხაროდ მთელი შაბათ-კვირის დათმობას ტურნირებისათვის).
შესაბამისად ფედერაციამ შემოგვთვაზა ასპარეზი, სადაც მხოლოდ პირადი ჩათვლაა, სადაც არის ერთ დღიანი ტურნირები და გარდა მაგისა არის სრულიად ახალი ფორმატი, რომელზეც ქვევით ვისაუბრებ.
თასის მთავარი ხიბლი მისი ფრომატია: ასპარეზობა მხოლოდ პირადი ჩათვლისთვის! რეგისტრირებული 40 მონაწილე ყოველი ტურის წინ ელოდება კენჭისყრას… ტურნირის წინა საღამოს 10 საათზე ფედერაციის პრეზიდენტი ონლაინ ფორმატში ატარებს კენჭისყრას. კენჭისყრაზე წყდება, თუ რომელ ზონაში ხვდები… ზონა 5 სექტორიანია.. და მეორე დილით შენი მთავარი ამოცანაა ამ 5 სექტორიან ზონაში პირველი ადგილის დაკავება… წინასწარ არ იცი ვისთან მოგიწევს მეორე დღეს ჭიდილი…
როგორც წეღან ვახსენე, საქართველოს თასი პირადი ჩათვლის ტურნირია… სამი ტურის მერე ფედერაცია დაასახელებს საქართველოს თასის მფლობელს.. გათამაშდება ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაოს მედლები… სამი გამარჯვებული ეყოლება 40 მონაწილეიან ტურნირს.
საქართველოს თასის ფლობა, ყოველი მონაწილესთვის დიდი პატივია! ეს არის გამარჯვებების კასკადი, სადაც მხოლოდ შენ თავზე ხარ დამოკიდებული და გუნდური ბონუსები, რომელსაც ასე ვართ შეჩვეული ეროვნულ ჩემპიონატში, აქ ვეღარ გშველის!
თასის მერე სუპერთასი!
თუმცა თასის ასპარეზობა ამით არ მთავრდება! საქართველოს თასის ბოლოს, 10 საუკეთესო შედეგის სპორტსმენი მიიღებს ბილეთს საქართველოს სუპერთასზე! სუპერთასი ოქტომბერშია ჩანიშნული კალენდარში და ორ დღიან სრულ ტურნირს წარმოადგენს, სადაც სპონსორთა დიდი ძალისხმევით საკმაოდ მსუყე პრიზებია განკუთვნილი! აქვე ვისარგებლებ და ყველა სპონსორს გადავუხდი დიდ მადლობას გვერდში დგომისთვის!
რა ხდებოდა 1ელ ტურზე, ნადარბაზევზე?
თასის პირველი ტური ნადარბაზევზე გაიმართა. ნადარბაზევზე აქცენტი ძირითადად წვრილ კარჩხანაზე გაკეთდა, ვინაიდან ადრეულ გაზაფხულზე მხოლოდ ეს თევზი აქტიურობდა და შესაბამისად სტრატეგიის დაგეგმვა შედარებით ადვილი იყო… 5 საათიან ტურნირში საშუალოდ 10 თევზი საათში ზონის მოგებას ნიშნავდა… ზოგმა შეასრულა ეს გეგმა, ზოგმა ვერა… ახალბედებს გეგმაც არ ქონდათ წინასწარ დასახული, მაგრამ ამ ტურის მერე ბევრი დამწყები მიხვდა რა არის სპორტი და მომდევნო ტურს უფრო მომზადებული შეხვდა…
რა ხდებოდა მე2 ტურზე, სიონში?
მეორე ტურს სიონის წყალსაცავმა უმასპინძლა. აქ უკვე დავინახეთ რომ ახალბედები უფრო სერიოზულად მიუდგნენ საკითხს და ტურნირის წინა დღეებში სიონის წყალსაცავზე სერიოზული ვარჯიშები მიდიოდა… სიონი უფრო საინტერესო და რთული გამოდგა, ვიდრე ნადარბაზევი… სიონში კარჩხანა და ხრამული ის-ის იყო აპირებდა გააქტიურებას, და თან შამაიაც არ აქტიურობდა მაინდამაინც… უმრავლესობამ გარანტირებულ შამაიაზე გააკეთა აქცენტი, თუმცა იყვნენ ისეთები, რომლებსაც ჯიუტად კარჩხანის ჯეროდათ და ფსონი კარჩხანაზე დადეს… საბოლოოდ სიონის გამარჯვებულები შამაიამ გამოავლინა.
რა ხდება რეიტინგების მხრივ დასკვნითი ტურის წინ?
სიონის მერე, შედეგების ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება. აქ ჩანს რომ წალკაში შეპირებული ცუდი ამინდის მიუხედავად კარგად ჩამოცხება:)
სიის სათავეში ძალიან გამოცდილი სპორსტმენები არიან თავმოყრილი, თუმცა თუ გავითვალისწინებთ კენჭისყრას და იმას, რომ წინასწარ არ იცი ვისთან მოგიწევს პაექრობა, ვფიქრობ რომ სიიდან პირველ 10-15 სპორტსმენს თანაბარი შანსი აქვს თასზე საპრიზოზე მოხვედრის. ხოლო სუპერთასის ბილეთის მოპოვება ვფიქრობ ნებისმიერს შეუძლია ჯერ კიდევ!
რას ველოდებით წალკაში 13 ივნისს?
დარჩენილია მხოლოდ ერთი დღე, მხოლოდ ერთ წალკის ტური.
მოდით ჯერ ამინდს შევხედოთ: პროგნოზის მიხედვით წალკაში მთელი კვირა წვიმს, და ასევე მთელი დღე წვიმს კვირას. წვიმიან ამინდში ასპარეზობას თავისი სირთულეები ახლავს, განსაკუთრებით თუ გვერდიდან წალკის ქარი გიბერავს სველ საწვიმარზე… შესაბამისად ამ კუთხით წალკა რთულ გამოცდას სთავაზობს მონაწილეებს. იქ აღჭურვილობის ერგონომიკა, წვიმაში დასაკვების და სატყუარის მშრალად შენახვა, ფიზიკური ამტანობა, შესაბამისი ტანსაცმელი და ა.შ.
მეორე განსაკუთრებული წალკისა ისაა, რომ წალკაში ან მოდის აქტიურად დიდი ზომის კარჩხანა (200-500გ), ან შეიძლება მოგიწიოს 50-70გ წვრილი კარჩხანის ჭერა. ამის გამოცდილება გვაქვს შარშანდელი წალკის ტურნირიდან, ჯერ კიდევ ეროვნულ ჩემპიონატზე… სადაც ზონებში 2000გ მოგებას ნიშნავდა…
იშვიათად, მაგრამ ვიღაცას უმართლებს და იჭერს ხოლმე კარგი ზომის ხრამულებს…
მესამე განსაკუთრებული ნიშანი წალკის მასზე თევზაობის მრავალფეროვნებაა… როგორც სატყუარით, ისე დასაკვებით… და რათქმაუნდა წალკისათვის მახასიათებელი უჩვეულოდ შორი დისტანციებით ) ბევრი ზუსტად ამ დისტანციის ხარჯზე აწვევს ხოლმე გამარჯვებას…
მოკლედ წალკა რთული ტურნირია…
რაც შეეხება დაჯილდოვებას!
დაჯილდოვებაზე ფედერაცია საინტერესო სიახლეებს სთავაზობს მონაწილეებს. შევეცდებით დაჯილდოვება წინა წლებისგან განსხვავებით გაცილებით ლამაზი და პომპეზური შემოგთავაზოთ. დეტალებს ადგილზე ვნახავთ ყველანი.
თასის გამარჯვებული სამი მონაწილე დაეუფლება თასებს, მედლებს და დიპლომებს.
და რაც მთავარია!
საქართველოს თასის მფლობელი (1ლი ადგილი) სახლში წაიღებს MATRIX HORIZON PRO DISTANCE 100g 4.0m ჯოხს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები £299.99 RRP ღირს მატრიქსის ოფიციალურ საიტზე. ფედერაცია დიდ მადლობას უხდის ამ პრიზისითვის ფედერაციის სპონსორს CARPOLOGY SHOP-ს და ავთო კალანდაძეს და წინასწარ ულოცავს მის მომავალ მფლობელს ამ საჩუქარს!
ხოლო ვერცხლის და ბრინჯაოს თასის მფლობელებს გადაეცემათ (მე2 და მე3 ადგილი) მაღაზია ფიშინგ-თაიმ -ისგან 400 ლარიანი და 300 ლარიანი ვაუჩერები, რომლის განაღდებასაც შეძლებენ ტურნირის დასრულების შემდეგ. ფედერაცია დიდ მადლობას უხდის ამ პრიზისითვის ფედერაციის სპონსორს ფიშინგ-თაიმ -ს და გიორგი ხატიაშვილს!
გარდა ამისა, საუკეთესო 10ეული მიიღებს ბილეთს საქართველოს სუპერთასზე, სადაც კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული კომერციული ტურნირი გველოდება, დიდი საპრიზო ფონდით და ნაირნაირი სიურპრიზებით სავსე.
ყველას გისურვებთ წარმატებას.
უგულშემატკივრეთ სათევზაო სპორტს… თუ თევზაობა გიყვარს და სპორტიც გაინტერესებს, ეს ტურნირები ზუსტად საშენოა 😉
პატივიცემით,
გიგა გაბრიაძე