2021 წლის მაისში, სიონის წყალსაცავზე, კაპარჭინის ახალი თაობა გამოჩნდა.

2019 წელს, აღნიშნულ წყალსაცავში, გაშვებულ იქნა კაპარჭინის სადედე ეგზემპლარები, რომლებმაც აჩუქეს წყალსაცავს ახალი თაობა.

იმედი გაქვს, რომ ამ კეთილი და ბუნებისმოყვარული ხალხის მიერ გაშვებული ეგზემპლარები, კიდევ და კიდევ მოამრავლებენ თაობებს სიონის წყალსაცავში. რაც უფრო მეტად სასიამოვნოს გახდის თევზაობას.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციიდან, პირველად ასევე ახალმა თაობამ შეძლო ამ თევზის, ასევე ახალი თაობის მოტყუება და დაჭერა. ასე ვთქვათ თაობები შეხვდნენ ერთმანეთს 🙂

გავუფრთხილდეთ ბუნებას, შევეცადოთ რომ ამ ორი-სამი წლის ნამოღვაწარს გავუფრთხილდეთ და შევუნარჩუნოთ კაპარჭინის სახეობა, სიონის წყალსაცავს.

მომავალ წლებში მეტად დიდ პოპულაციას დაგვახვედრებს წყალსაცავი და ნამდვილად მეტად საინტერესო იქნება სიონში სტუმრობა…

გავუფრთხილდეთ ბუნებას და კეთილისმსურველი ხალხის შრომას

დაიჭირე და გაუშვი

 

ი. სულაძე

Share