დასაკვები ჯოხი
დასაკვები ჯოხი, იგივე სპოდის ჯოხი, იგივე ჯოხი რაკეტისთვის… აუცილებელი ინვენტარი კარპ ფიშერის აღჭურვილობაში. სპოდის ჯოხს მნიშვნელოვანი მისია აკისრია კარპზე თევზაობისას, კერძოთ კი დამატებითი საკვების მიტანა დანიშნულების ადგილამდე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისტანციაზე თევზაობისას სადაც კატაპულტები, შურდულები და ა.შ. უძლურია.
სპოდის ჯოხები კეთდება ძირითადათ 2 მუხლიანი, 360-390სმ სიგრძით, 4.5LB-6.50LB ტესტით (128-185 გრამი)
სათევზაო ჯოხებისგან განსხვავებით აქვს უფრო უხეში და სწრაფი წყობა. მოზრდილი რგოლები. თავისთავად დიდი ტესტი და მეტნაკლებათ ფასებიც შედარებით მეტია ჩვეულებრივ სათევზაო ჯოხებზე.

სწორედ მაღალი ფასების გამო ყველა ჩვენთაგანს გვიცდია ეკონომიის გაკეთება და რაიმე სხვა მაღალტესტიანი ჯოხით ჩანაცვლება. თუმცა სამწუხაროდ არ გამოდის ეგ ამბავი და საბოლოოთ იმ დასკვნამდე მივდივართ რომ სპეციალური დასაკვები ჯოხის ყიდვა არ აგვცდება ადრე თუ გვიან.


