ბოილების შექმნის დღიდან მოყოლებული სხვადასხვა სატყუარამ კარპ-ფიშერებს შორის პოპულარობა დაკარგა. ალბათ როდესაც ფრედ ვილტონმა პირველად შექმნა ბოილი 1970-იან წლებში, ის ვერც კი წარმოიდგენდა რომ ეს უკანასკნელი ამხელა წარმატებას მიაღწევდა. ეს ყველაფერი კი ძირითადად გამოწვეულია ბოილის გამოყენების სიმარტივით.
როგორც იცით ბოილი ძალიან მარტივი სატყუარაა, ის ძალიან ადვილად მაგრდება მონტაჟზე, ამასთან ბოილი ძალიან გამძლეა წყალში და ფაქტიურად მიუწვდომელი არასასურველი თევზისთვის.
ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ღირს ძველი და ყველასთვის ნაცნობი სატყუარების დავიწყება? ნება მომეცით წარმოგიდგინოთ სატყუარა, რომელსაც დაჭერილი ყავს გაცილებით მეტი თევზი ვიდრე ყველა სახის ბოილს ერთად აღებულს!
სატყუარას რეცეპტი:
- 1 ცალი კვერცხი
- 675გ თეთრი პურის ფქვილი
- 1.5 ჩაის კოვზი შაქარი
- 3 ჩაისკოვზი საფუარი
- 1.25 ჩაისკოვძი ზეითუნის ზეთი
- 450მლ წყალი
ეს მარტივი ინგრედიენტები ქმნიან რაღაცას, რაც ასე ძალიან უყვარს კობრს… და მას რათქმაუნდა ქვია პური!
დაკვირვევებიდან, იმის შესახებ თუ რა ინგრედიენტები იზიდავს კობრს, საფუარი ნამდვილად ერთერთ მოწინავე ადგილს იკავებს. გარდა ამისა პური ძალიან მდიდარია კარბოჰიდრატებით, რომელიც კობრს გაცილებით ურჩევნია პროტეინებით გამდიდრებულ სატყუარებს (განსაკუთრებით ცივი სეზონის პერიოდში). როგორც იცით, პურის ქერქიც ძალიან დიდი წარმატებით გამოიყენებოდა ზედაპირული თევზაობის დროს.
როგორ მივიღოთ პურისგან საუკეთესო
პურის ქერქი: უმარტივესი მეთოდია პურის ქერქი ზედაპირზე სათევზაოდ. ეს უკანასკნელი ძალიან განსხვავდება დღესდღეისობით არსებული პოპულარული სატყუარებისგან, თუმცა აქვს თავისი უპირატოსებობეი. მაგალითად ადვილია პურის ქერქის სხვადასხვა მასაში ჩადიპვა, შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოიყენოთ დიდი ან პატარა ნაჭრები და ა.შ.
ქერქის ძირითადი უარყოფითი მხარე არის ის, რომ ის გაჭირვებით თუ გაუძლებს 1 გასროლასაც კი, ასევე წყალში დასველების შემდეგ ადვილი მოსაძრობია წვრილი თევზისთვის.
პურის გული (ცომი): პურის გულიც საკმაოდ ცნობილი და ადვილად გამოსაყენებელი სატყუარაა თევზაობის დროს. ცომი შეგვიძლია მაგალთად შემოვაკრათ ხელოვნურ სიმინდს გარშემო, ან გამოვიყენოთ მაგალითად მეთოდისთვის ან თუნდაც პირდაპირ ნემსკავზე და გამოვიყენოთ ზიგზე თევზაობისას. თუმცა ამ შემთხვევაშიც პატარა თევზს არ გაუჭირდება მისი შემოცლა.
დაბლენდერებული პური: ეს მოთოდი კი წინებისგან განსხვავებით უდაოდ საუკეთესოა და ხშირ შემთხვევებში ძალიან დიდი წარმატების მომტანიც. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ “ლი ჯექსონი”, რომელმაც არაერთი ტურნირი მოიგო ამ მეთოდით.
ზემოთქმულის მისაღებად დაგვჭირდება ახალი პური და სამზარეულოს ბლენდერი. გაითვალისწინეთ, პური უნდა იყოს მაქსიმალურად ახალი რომ შევძლოთ მსუბუქი, რბილი და ფუმფულა მასის მიღება. ეს ფუმფულა მასა ჩაძირვისას ქმნის გასაოცარ ღრუბელს წყალში, რომელიც ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია კობრისთვის.
ამ მეთოდით თევზაობისთვის არსებობს 2 ვარიანტი: კარპ-ფიშერებისთვის PVA ბადე ან ტომარა, ხოლო ფიდერით მოთევზავეებისთვის რაღა თქმა უნდა საკვებურა.
დაბლენდერებულ პურს, თქვენ შეგიძლიათ გაურიოთ ნებისმიერი სახის დანამატი თუ არომატიზატორი.
მოკლედ, როგორ დავამზადოთ დაბლენდერებული პური:
1. საჭიროა ჩვეულებრივი ბლენდერი და ახალი პური
2. აიღეთ პურის ნაჭრები და შემოაცალეთ ქერქი.
3. ფრთხილად (დაბრტყელების და ცომად ქცევის გარეშე) დაჭერით პატარა ნაჭრებათ, ჩაყარეთ ბლენდერში და ატრიალეთ სანამ არ მიიღებთ ფუმფულა მასას.
გაითვალისწინეთ: თქვენ ასევე შეგიძლიათ პური დააბლენდეროთ ქერქიანად, რის შედეგადაც მიიღებთ მიქსში მოტივტივე ნაწილებს (გამოიყენება ზიგით თევზაობისას).
როგორ გავამდიდროთ მიღებული მასა:
არსებობს უამრავი რამ, რასაც თავისუფლად შეუძლია უფრო და უფრო მიმზიდველი გახადოს თქვენი მიქსი. ერთადერთი რის გაკეთებასაც არ გირჩევთ ესაა თხევადი არომატიზატორები, ისინი უბრალოდ გადააქცევენ პურს ცომისებურ მასად რაც თავის მხრივ ფკერზე ამ სატყუარის უნიკალურ პრეზენტაციას აღარ უზრუნველყოფს.
გამოცდილ მშრალ დანამატებს შორისაა: დაფხვნილი კრივეტები, დაფხვნილი თევზი, გამომშრალი და დაფხვნილი ტკბილი სიმინდი, თეთრი ჭია, ჩილის წიწაკა და სხვა.
და ბოლოს როგორ მივიღოთ ფეთქებადი PVA მიქსი:
საუკეთესო ეფექტისთვის და იდეალური პრეზენტაციისთვის აუცილებელი პირობაა წყალში დაშვებული PVA აფეთქდეს და შექმნას კობრისთვის მიმზიდველი ღრუბელი ფსკერზე. ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელია არ მოხდეს PVA-ში მიქსის ძალით ჩატენვა, მის აფეთქებას სწორედ მასში არსებული ჰაერი გამოიწვევს.
საუკეთესო შემთხვევაში წყალში მოხვედრისას PVA ბადემ/ტომარამ უნდა იტივტივოს რამოდენიმე წამი და მხოლოდ ამის შემდეგ დაეშვას ფსკერზე (ეს თავის მხრივ ყველანაირ გადახლართვას გამორიცხავს). რათქმაუნდა პირველივე ცდაზე მსგავსი მასის მიღება რთული იქნება, თუმცა მალევე გამოასწორებთ.
როგორც უკვე ავღნიშნე ეს მეთოდი განსაკუთრებით წარმატებულია ზამთარში და სხვა ცივ თვეებში. ხშირ შემთხვევაში ერთადერთი მეთოდია რომლსაც თევზის მოხიბვლა შეუძლია. რათქმაუნდა არაა აუცილებელი თვითონ სატყუარა ან ბოილი პურის იყოს.