სალამი მეგობრებო,
ამ პატარა პოსტში განვიხილავთ კლასიკური სველ ისატყუარით თევზაობის ტექნიკას.
რა არის “სველი სატყუარა” – სატყუარა რომლის მიზანიც არის თევზის მონადირება ზედაპირთან ახლოს და არა უშუალოდ ზედაპირზე. დაახლოებით 10-30 სმ წყლის ზედაპირიდან.
ასეთი სტილით თევზაობისას გამოიყენება შემდეგი სახის სატყუარები: spider patterns, soft hackles, married wing wet flies.
ეს ჩემი დახვეული ეგრედ წოდებული SPIDER
ესეც სხვანაირი კლასიკა
სველი სატყუარის მთავარი ხიბლი არის ფრინველის რბილი ბუმბულისგან დამზადებული ფეხები, რომელიც დინებასთან შეხებისას თავისუფლად მოძრაობს და თევზის მიზიდვას უწყობს ხელს. ყველაზე ხშირად ამ ფეხებისთვის გამოიყენება კაკბის კისრის ბუმბული – როგრიც ჩემს მიერ დახვეულ “spider”-ს აქვს.
ახლა რაც შეეხება ტექნიკას:
საკაოდ მარტივი და შედეგიანი ვარიანტია კალმახის, შამაიას და ქაშაპის საჭერად ( სხვა მცირე თევზზე აღარ დავწერ ).
სატყუარის მიწოდება ხდება დინების პერპენდიკულარულად, შნური არ უნდა გვქონდეს მიშვებული – უნდა გვეკაოს მაქსიმალურად მოჭიმულ მდგომარეობაში და ისე გავატანოდ სატყუარა დინებას, მოჭიმული შნური უზრუნველყოფს სატყუარის ზედაპირთან ახლოს მოძრაობას და უმეტეს შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავთ სატყუარა როგორ მიცურავს ზედაპირის ქვეშ. სატყუარის ტრაექტორია არის რკალისებური და როგორც წესი ჩარტყმა სადღაც ტრაექტორიის შუაში ხდება )))) ამ დროს ყველა საჭირო მანიპულაციას სატყუარით ჩვენს მაგივრად აკეთებს დინება. ძალიან შედეგიანი მეთოდია – რადგან სხვა ტექნიკისგან განსხვავებით ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს სატყუარა ერთი და იგივე ადგილას დიდი ხნით გავაჩეროთ – მაგალითად როდესაც სატყუარას დინება ჩამოიტანს ჩვენს ნაპირთან ახლოს – ის ფაქტიურად უძრავად ჩერდება ნაპირის გასწვრივ და ლოდინის რეჟიმში გადადის )) მოკლედ ვიდეოზე გემრელად ნახავთ უფრო.
სქემა დაახლოებით ასე გამოიყურება.
თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ მოძებნოთ ვიდეოები იუთუბზე “wet fly fishing tactics”
კითხვები დასვით, გიპასუხებთ.
მადლობა ყურადღებისთვის
ავტორი: სანდრო
გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი
ლინკი ფორუმზე: ლინკი