გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო:
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა. საქართველოს „გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი“ არაკომერციულ პროექტს „კალმახის მოშენება – კეთილი საქმე“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მოხდა გადაშენების პირას მყოფი, ტბის/მდინარის 120 -მდე კალმახის გაშვება მდინარეში.
პროექტი მიზნად ისახავს გადაშენების პირას მყოფი ტბის/მდინარის კალმახის პოპულაციის აღდგენას საქართველოს მდინარეებში.
ღონისძიებას სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ფედერაციის წარმომადგენლები და სპინინგით თევზჭერის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანია ტბის/მდინარის კალმახის პოპულაციის აღდგენისთვის სამუშაოების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა მდინარეებში, რაც ხელს შეუწყობს მომავალში სახეობის „წითელი ნუსხიდან“ ამოღებას.








წყარო: გარემოს დაცვის სამინისტრო