როგორც მოგეხსენებათ მტაცებელზე თევზაობა ძალიან აზარტული, ასეთი თევზაობა როგორც წესი ნადირობასთან ასოცირდება, რაც დამეთანხმებით ლოგიკურია. როდესაც ვთევზაობთ სწორედ მაშინ მივხვდებით რატომაც ბევრი ჩვენთაგანი ნადირობასთან აიგივებს თევზაობას.
როგორც წესი მეთევზე უშვებს შემდეგ შეცდომებს:
- ადგილზე სადაც თევზი ეგულება მიდის და ცდილობს თევზი დაინახოს. ეს შეცდომაა რადგანაც სანამ ჩვენ დავინახავთ თევზს მანამდე როგორც წესი თევზი დაგვინახავს ჩვენ და შემდეგ შეშინებული თევზის დაჭერა თითქმის შეუძლებელია.
- ნუ დაგვავიწყდება რომ, ჩვენი და თევზის მხედველობა განსხვავდება, ეს იგივეა ჩვენ რომ ბნელ ადგილას დავდგეთ და სხვა განათებულ ადგილას, რა თქმა უნდა ბნელი ადგილიდან ბევრად უკეთესად ჩანს განათებული ადგილი.
- ასევე ნურს ის დაგვავიწყდება რომ, თევზს თვალები აქვს გვერდზე განთავსებული და მისი ხედვის არეალი ბევრად მეტია ვიდრე ადამიანის რომელიც მხოლოდ წინ იყურება, მაგრამ თევზს უჭირს მის წინ მდებარე რაიმე საგნის გარჩევა და სწორედ ამიტომაც თევზი მოძრაობს ზიგზაგებით. ეს სატყუარის მიწოდების დროს გამოგვადგება როცა ვიცით რომ თევზს ცოტათი გვერძე უნდა მივაწოდოთ სატყუარა.
- ასევე გასათვალისწინებელია ხმაურის და ნაბიჯებისაგან გამოწვეული ვიბრაცია.
ჩემი რჩევაა თუ თევზის დანახვა გვინდა წყალში ეს გავაკეთოთ მაქსიმალურად ფრთხილად, ვიმოძრაოთ ძალიან ნელა და მაქსიმალურად დაკუზული. ნუ გავაკეთებთ მყისიერ მოძრაობებს წყალთან ახლოს. პირადი დაკვირვებიდან, როდესაც წყალთან ახლოს გაუნძრევლად ვდგავართ, მაგ დროს უფრო მეტი შანსია თევზი დავინახოთ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მეთევზის ჩაცმულობას, თავი შევიკავოთ მყვირალა ფერების ტანსაცმელის გამოყენებისაგან, რადგანაც სავარაუდოთ თევზი ასეთ ფერებს ადვილად არჩევს. ჩაცმულობა უნდა იყოს მაქსიმალურად მიახლოვებული მიმდებარე გარემოსთან.
ცნობილია რომ, როდესაც მეთევზე წყალში დგას მაგ დროს ნაკლებად ეშინია თევზს ვიდრე როდესაც ნაპირზეა. წყალში გადაადგილების დროს როდესაც ქვიანი გრუნტია, ვეცადოთ ნელა ნელა გადავაადგილდეთ რომ ქვების ერთმანეთთან კონტაქტი მცირე იყოს, რომელიც საკმაო ხმას გამოსცემს წყალში რაც მეთევზეს ნაკლებად ესმის.
თუ მეთევზე კომუფლირებულია, მოძრაობს მაქსიმალურად ჩუმად, დაკუზული ან ჩამალულია, ამ შემთხვევაში მონადირისაგან მხოლოდ ანკესით განსხვავდება და სწორედ ამიტომაც შეერქვა თევზზე ნადირობა.
მართალია ტელევიზორში სხვანაირად არის ყველაფერი, მეთევზეები ადვილად ხედავენ თევზს, ეს რა თქმა უნდა თევზით სავსე ადგილებში ხდება და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, თევზი დილით პირჯვარს იწერს და ქვის უკან რო დგას ფიქრობს გამოვიდე თუ არ გამოვიდეო ))
ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით გაშოლტვით თევზაობაში ძირითადათ მეთევზე დინების საწინააღმდეგოთ მოძრაობს რომ თევზს ზურგიდან მოექცეს რაც მის გამჟღავნებას მინიმუმამდე ამცირებს.
პატივისცემით შოთა ჯოხაძე, გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი.
ლინკი ფორუმზე: ლინკი