დიდი ხანია ვმუშაობთ და ვცდილობთ როგორმე მოვამრავლოთ წითელ წინწკლებიანი კალმახი ჩვენს მდინარეებში.
აი დადგა ეს სანატრელი დღეც როცა 150 მდე (დრო არ იყო დასათვლელად) კალმახის გაშვება წარმატებით განხორციელდა, ეს იყო საცდელი აქცია და თამამად
შეიძლება ითქვას რომ, პრინციპს მივაგენით, ამ პრინციპის მიგნებაში ბევრ რამეს ვგულისხმობ მაგრამ ეგ მომავლისთვის გადავდოთ.

კალმახი იყო შარშანდელი და მისი წონა 80 დან 100 გრამამდე მერყეობდა.
გაშვება მოხდა ერთ ერთ მდინარეში და ნუ გვიწყენთ თუ მდინარის სახელს არ გავახმაურებთ, იმადია გაგებით მოეკიდებით ამ საქმეს.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს და გულშემატკივარს.
პირველ რიგში ამ პროექტისთვის მადლობა ეკუთვნის თენგო ბინიაშვილს.
მადლობა თენგიზ ბატონს რომელმას საკუთარი ხელით აქვირითა და აქამდე მოიყვანა.
მადლობა გოჩა ბახტურიძეს რომელიც უდიდეს დახმარებას გვიწევს.
მადლობა გარემოს დაცვის სამინისტროს, მინისტრ გიგლა აგულაშვილს და მოადგილე ბესო აბაშიძეს.
მადლობა ჩვენს დიდ ფედერაციას.
მადლობა სპინინგის ფედერაციას.
მადლობა ჩვენი კლუბის ყველა წევრს,
მადლობა გადაცემა რატის ბლოგს
მადლობა ტელეკომპანია GDS
მადლობა ყველას ვისაც გაუხარდა ეს საქმე.
განსაკუთრებული მადლობა ლევან ტასოშვილს და ვასილ ჯალაბაძეს უნიკალური კადრებისთვის.
წინ დიდი გეგმები გვაქვს და უდიდესი სტიმული.
მე არ მეგონა თუ თევზის გაშვება ასეთ სიამოვნებას მომანიჭებდა, არამარტო მე, გაშვების შემდეგ ყველა ვიდექით და ვტკბებოდით სანახაობით, 2 წუთის გაშვებული კალმახები როგორ ხტუნაობდნენ და ზედაპირზე დაზდევდნენ მწერებს.


შოთ ჯოხაძე
ლინკი ფორუმზე: ლინკი