33161a019aa9.jpg

          მონტაჟი 360 მიზნად ისახავს ნემსკავს მისცეს თავისფლად მოძრაობის საშუალება, ანუ იგულისხმება რომ ნემსკავს შეუძლია 360 გრადუსით მოძრაობა(სახელიც აქედან გამომდინარე დაერქვა), ეს გვაძლევს მეტ მოქნილობას და ზრდის კობრის ტუჩზე გამოდების შანსებს იმაზე მეტად ვიდრე სხვა დანარჩენი კარპის სპორტული მონტაჟები, მისი 360 გრადუსით თავისუფლად ბრუნვიდან გამომდინარე კარპს აქვს ძალიან მცირე შანსი მისი ადვილად მოძრობის. მონტაჟი 360 ბევრად უფრო ზრდის ჩვენს შანსებს, ამ მონტაჟით ჩვენ შევძლებთ დავიჭიროთ კობრი და  კობრებს შორის ყველაზე ფრთხილი კობრიც კი J

         ამ მონტაჟზე აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს მცურავი სატყუარა, რადგან ეს გამოიწვევს წყლის ფსკერიდან მონტაჟის აწევას და მისი სწორი მდგომარეობის დაფიქსირებას, მონტაჟი ისე უნდა იყოს განთავსებული წყლის ფსკერზე როგორც ეს მე-2 ფოტოზეა ნაჩვენები. ეს მონტაჟი რათქმაუნდა საუკეთესოა ლამიანი და მცენარიანი ფსკერისთვის.

467225422ce5.jpg

        გირჩევთ გამოიყენოთ ეს მონტაჟი ისეთ ადგილებში სადაც კარპის დაჭერა ძალიან რთულია ან სამიზნე ძალიან  ფრთხილობს J

როგორც ავღნიშნე 360 მონტაჟზე გამოიყენება მხოლოდ POP UP სატყუარა, მონტაჟი წყალში მოხვედრის შემდეგ უნდა ჩაიძიროს ბოლოს ვიდრე ძირითადი მონტაჟი და სიმძიმე, სასურველია ისე იყოს მონტაჟი და სატყუარა დაბალანსებული რომ ნემსკავის ძირი და ნემსკავზე მიმაგრებული რვიანი ეხებოდეს ფსკერს, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ თხევადი სიმძიმე.

მონტაჟი 360-ისათვის საჭირო აქსესუარები:

ნემსკავი Longshank-ის ტიპის

92b43acb64db.jpg

Hook Ring Swivel

3b2b4584631e.jpg

Carp Sliding Ring & Rig Stops

59d168138560.jpg

მონტაჟის სადავე – სპეციალური გარსით წნული

142cb8bc210f.jpg

ახლართვის საწინააღმდეგო მილაკი და სწრაფი ცვლის სვიველი

5b9e33221fa4.jpg

გამოიყენება  ინლაინ სიმძიმე, თუმცა თუ ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხო კლიფას ასევე შეგვიძლია ვისრგებლოთ სვიველიანი სიმძიმითაც

77adc439b96e.jpg

fdfd1f3fe4d2.jpg

ესეც ვიდეო რგოლები  :)

სტატიის ავტორი: “საქართველოს კარპფიშერთა კლუბი”

ლინკი ფორუმზე: ლინკი

Share