მოგესალმებით , მას შემდეგ რაც დავუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს და ცოტა დავისვენეთ კიდეც 🙂 , მინდა ცოტა რამ მოგიყვეთ ჩემი სესიის შესახებ :
პარასკევს , 2 აგვისტოს დილით ვესტუმრე ნადარბაზევს. 5 საათზე უკვე ტბაზე ვიყავი. დაველოდე იმ დონებდე გათენებას, რომ მარკირება გამეკეთებინა რამოდენიმე ადგილას დასაბანაკებელი ადგილის შესარჩევად. როდესაც დღის სინათლემ იმატა, ტბას შემოვუარე – ასე ვთქვათ “კრუგი” დავარტყი და 5 სხვადასხვა ადგილას დავამარკერე. მონაცემები მოვინიშნეთ და სათევზაოდ შევარჩიე ჩემი დამახსოვრებული მონაცემებიდან ყველაზე თხელი წყალი – ანუ ის ადგილი, სადაც სიღრმე ყველაზე ნაკლები იყო. სიღრმე კი შეადგენდა 130 მეტრზე 1.7 – 1.8 მ – ს , ეს არის დაახლოებით ტბის შუა ნაწილი…
დავბანაკდი… ჩემი ზონა დეტალურად დავამარკერე და მოვნიშნეთ 2 სხვადასხვა როგორც დასაკვები ასევე სათევზაო ადგილი:
- პირველი წერტილი დაკვება -125 მ სატყუარა – 130 135 მ
- მეორე წერტილი დაკვება – 120 მ სატყუარა – 125 128 მ
დილით ამინდი იყო არაჩვეულებრივი. ნიავი არ იძვრის , მოღრუბლულია… არის სიგრილე… დეტალური მარკირების შემდეგ ჩემი ყურადღება მიიქცია მთელ ტბაზე დიდი თევზის საოცარმა მოძრაობამ , მოძრაობდა ყველგან – სიღრმეში , ნაპირებზე , თუმცა სიფრთხილით გამოირჩეოდ: შევატყვე რომ ჩემს მოძრაობაზე თევზი ფრთხებოდა და სიღრმეში შედიოდა…
აქედან გამომდინარე 2 ვარიანტი განვიხილე – ან PVA – ს მეშვეობით დამეწყო თევზაობა და ან პატარა სპომბით მცირე რაოდენობით დამეკვება..
არჩევანი გავაკეთე მაინც მეორე ვარიანტზე და ვისროლე 5 – 5 პატარა სპომბი…
დავიწყე თევზაობა …
იდიაში, გეგმაში მქონდა გამეზიარებინა წინა სესიის გამოცდილება და 2 ჯოხით მეთევზავა “გამართლებული” მონტაჟებით და სატყუარებით ,
დანარჩენი 2 ჯოხით ვფიქრობდი ექსპერიმენტებს .
დაკვებიდან დაახლოებით 20 წუთში მივიღეთ საკმაოდ აქტიური პირველი ჩარტყმა და გამოვიყვანეთ ,
ამას მალევე მიყვა მეორე , მესამე , ნუ დაიწყო და რა დაიწყო ,
გვაქვს მუდმივი ორმაგი , ხშირ სემთხვევაში სამმაგი აქტიური ჩარტყმები , არადა მარტო ვიმყოფები, აღმოვჩნდი საკმაოდ “მძიმე” მდგომარეობაში 🙂 ,
ვკარგავ ბევრ თევზს და ხშირ შემთხვევაში მონტაჟებსაც , რადგან ჯოხებს საჭირო დროს ვერ ვაქცევ ყურადღებას და თევზი შედის ” ზაცეპში”, რომელიც აღმოჩნდა ჩემს ზონაში დაახლოებით 110 მ – ზე , ეს არის შავი , უცნაური ფორმის რაღაც მყარი მცენარე , რომელსაც მარკირებისას წნულით მოვერიე და მოვწყვიტე , თუმცა ძუა უძლური აღმოჩნდა…
აქტიურად ვიჭერ თევზს , შესანახ ბადეში ვინახავ მხოლოდ 1.5 კგ – ის ზემოთ მყოფ თევზს , პატარებს და ამურებს ვუშვებ…
წინა სესიასთან შედარებით კიდევ ერთი განსხვავებული დეტალი აღმოჩნდა: ღამე , როდესაც წინაზე ღამით მხოლოდ 2 ჩარტყმა მქონდა , ამჯერად ჩარტყმები გაგრძელდა ისეთივე ინტესივობით როგორიც იყო დღის მანძილზე , რის გამოც ორივე ღამის პერიოდში , 12 საათის შემდეგ ყველა ჯოხი ამოვიღე წყლიდან , ანუ ვწყვეტ თევზაობას და ვიძინებ ,
დილით 6 საათზე ვანახლებ თევზაობას და გრძელდება იგივე, პერიოდულად რაღათქმაუნდა დაკვებას ვაკეთებ ..
მოკლედ , გულწრფელად რომ ვთქვა ფიზიკურად ძალიან დავიღალე 🙂 , არც ექსპერიმენტები არ გამომივიდა ,
ელემენტარულად ჩაის მოდუღებას და სადილობას ვახერხებ მხოლოდ მაშინ როდესაც ჯოხებს ვიღენ წყლიდან 🙂 ,
ნუ , მთლიანობაში დაძაბული და სასიამოვნო 48 საათი გავატარე ნადარბაზევის წყალსაცავზე 🙂
რაც შეეხება თევზის უსაფრთხო ლეიბზე დალაგებას და სურათების ისე გადაღებას , რაღათქმაუნდა მაქვს 2 უსაფრთხო ლეიბი , თუმცა ფიზიკურად არ დაეტია , აქედან გამომდინარე მომიწია კარვის ძირზე თევზის ამოყვანა .
ვიდეოში არსებული თევზის წონები მერყეობს 1.5 კგ დან 4 კგ მდე .
ყველა თევზი უვნებელი დაუბრუნდა წყალსაცავს , ამდენი თევზის ერთიანად გაშვების შემდეგ საოცარი სანახავი იყო ნაპირი , ფუთფუთებდნენ და თითქოს მომეჩვივნენ , აღარც კი მერიდებოდნენ 🙂 , უკვე ნაპირზე წყალში ერთად გავატარეთ დაახლოებით 15 – 20 წუთი და ეტაპობრივად ყველა თევზმა სიღრმეში შეცურა 🧡
ყველას წარმატებებს გისურვებთ 💜
https://www.facebook.com/SportFishing.ge/videos/674025636398871/
https://www.facebook.com/SportFishing.ge/videos/523744888166285/