📣მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ აცივდა, ჩვენი კარპფიშერი მეგობრები, დათო ალექსიძე და დაჩი კოპაძე მაინც აქტიურად აგრძელებენ კობრის და ამურის ჭერას დებედას ტბაზე
„9 ნოემბერი , დებედას ტბა.
მოგესალმებით. მე და ჩემა მეწყვილემ გადავწყვიტეთ მოგვეწყო 2 ღამიანი სესია დებედას ტბაზე. ტბაზე ჩამოვედით დილის 8 საათზე, ჰაერის ტეპერეტურა იყო 0 გრადუსი… სტანდარტულად დავკვებეთ არა ღრმა ადგილები, სადაც ვაპირებდით თევზაობას – მოგეხსენებათ ზამთარში თხელ ადგილას დგას კობრი, რადგან თხელში უფრო მალე თბება წყალი მზისგან. ვიზუალურად ჩანდა რომ თევზი მოძრაობს, მაგრამ არ ეკარებოდა სატყუარას. როგორც ჩანს კობრი და ამური იმყოფეფოდა მაღლა, წლის ზედაპირთან ახლოს და მზეზე თბებოდა. მაშინვე გადავწყვიტეთ დაგვეყენებინა ზიგრიგი და რეზულტატიც მივიღეთ. რათქმაუნდა მზის ჩასვლის შემდეგ თევზი დაუბრუნდა ფსკერს და შედეგად 2 ამური დავიჭირეთ უკვე ფსკერული მონტაჟით: კერძოდ კობირიგით.
არომატებად ვიხმარეთ ბანანი და მანგო..“
დათო ალექსიძე