დასრულდა 2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური კობრის ჭერაში.
საკმაოდ დაძაბული და საინტერესო ტურნირი გამოდგა, ამინდმანც თავის კვალი დაასვა ტურნირის მიმდინარეობას, გუნდებიც ბოლომდე იბრძოდენ რაც ძალიან საინტერესო სანახვი იყო, პრაქტიკულად ბოლო 2 საათში გადაწყდა ტურნირის ბედი.
მადლობა ყველა მონაწილე სპორტსმენს, მსაჯს და დებედას ტბის ადმინისტრაციას.
ტურნირზე დაჭერილ იქნა 74 თევზი საერთო წონით 283,08კგ
საქართველოს 2019 და 2020 წლის ჩემპიონატების რეიტინგების მიხედვით შეირჩევა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითად შემადგენლობაში მონაწილე გუნდები, წინ დიდი და საინტერესო მარათონი გველის წარმატებებს ვუსურვეთ ყველა გუნდს.
შემდეგი ტურნირი გაიმართება 24-26 მაისს დებედას ტბაზე.
აქვე მინდა წარმატებები ვუსურვო დავით ალექსიძეს და დავით ხაბალაშვილს რომლებიც მაისის დასაწყისში საერთაშორისო ტურნირზე (ICL) მიიღებენ მონაწილეობას ხორვატიაში შუმბარის ტბაზე
carpfishing.ge