ლიდკორი არის თასმა რომელშიც გატარებულია ტყვიის მავთული, რის შედეგადაც ეს თასმა არის ხისტი, იძირება სწრაფად და რაც მნიშვნელოვანია გამოირცევა დიდი გამძლეობით, ქვიან ფსკერზე ხახუნისას ადვილად არ ზიანდება, ის გადახლართვის საწინაღმდეგო მილაკებსაც ცვლის, ლიდკორს ვიყენებთ სხვადასხვა სახის კარპის  უსაფრთხო მონტაჟებისთვის.

სათევზაო მაღაზიებში  ლიდკორები გვხვდება როგორც გამზადებული ასევე რგოლით სადაც სხვადასხვა სიგრძის, დიამეტრისა და ფერის ლიდკორია დახვეული. თუ ჩვენ სტანდარტული, ქარხნულად დამზადებული ლიდკორს გვირჩევნია ჩვენვე ავაწყოთ მონტაჟი, ამ შემთხვევაში რათქმაუნდა ჯობია რგოლის ლიდკორი შევიძინოთ, მისი უპირატესობაა ჩვენივე სურვილისამებრ დავარეგულიროთ მონტაჟის სიგრძე.

ლიდკორის ზომა მონტაჟისთვის დაახლოებით 60-70სმ უნდა იყოს, თუმცა თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეამციროთ ან გაზარდოთ მისი სიგრძე, ჩემი გამოცდილებით კი გეტყვით რომ 60 სმ-ზე დიდი ნამდვილად არ არის საჭირო.

მოკლედ დავიწყოთ ეტაპობრივად და ქვემოთ ნაჩვენები ფოტოების მიხედვით ვნახოთ თუ როგორ ხდება ლიდკორზე მონტაჟის აწყობა.

პირველ რიგში ვირჩევთ ლიდკორის, ფერს და დიამეტრს:

5f243b59ba08.png

567da1a75553.png

მონტაჟის ასაწყობად აუცილებლად გვჭირდება ლიდკორის მახათი

79a263207828.png

მონტაჟისთვის ლიდკორის სასურველ ზომის მოჭრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ დამატებით 10-12 სმ დაგვჭირდება კვანძების გასაკეთებლად

c8a01ed2b857.png

კვანძის გასაკეთებლად ვიწყებთ შემდეგ სამუშაოებს, ლიდკორის თასმას გავწევთ უკან და ტყვიის მავთულს გამოვაჩენთ დაახლოებით 5-6 სანტიმეტრით, შემდეგ ამ მავთულს მოვჭრით, რის შემდეგაც ჩვენ დაგვრცება ლიდკორი რომლის ბოლოში დარჩენილი თასმის 5-6 სანთიმეტრი ტყვიის მავთულის გარეშეა

e0cb73a23247.png

5b09332da361.png

c99266df2d05.png

4c8f60683c72.png

c7e0d9815efe.png

სადაც მავთული მთავრდება იმ ადგილას ვუყრით მახათს და დაახლოებით 2 სანტიმეტრის შემდეგ გამოვაყოფინებთ წვერს, შემდეგ ამ წვერზე მოვაბავთ ლიდკორის წვერს და მახათს გავქაჩავთ უკან, ისე რომ ბოლომდე გავიდეს ლიდკორის წვერი და ლიდკორის ბოლოში დარჩეს მონტაჟისთვის  საჭირო ყულფი

2f4b7959bdc9.png

8660bbaec67f.png

400a85b0d6c1.png

5beba15bdb1f.png

d0e150497ecc.png

89ce460d2988.png

a3fcea8eadb0.png

c7e373cc3d62.png

e4cdceb6721d.png

ამის შემდეგ როგორც ნახეთ ფოტოზე, ლიდკორზე ზედმეტ ნაწილს მოვაჭრით და თასმაც მზადაა მონტაჟისთვის.

იხილეთ ვიდეოც

სტატიის ავტორი: “საქართველოს კარპფიშერთა კლუბი”

ლინკი ფორუმზე: ლინკი

Share