მოგეხსენებათ როგორი მნიშვნელოვანია კვანძი თევზაობისას, მით უფრო კარპ ფიშინგში როდესაც გვიწევს ისეთ თევზთან ჭიდაობა როგორიცაა კარპი. კვანძების გაკეთების უამრავი ხერხი არსებობს, აქედან გამომდინარე შევეცადე კვანძების რამოდენიმე ვერსია მეჩვენებინა რომელიც კარპფიშინგში აქტიურად გამოიყენება და ამ კვანძების კონკრეტულ შემთხვევებში სწორად გამოყენების მაგალითები განვიხილოთ, რადგან კონკრეტულ რაიმე მონტაჟზე რეკომენდირებულია შესაბამის კვანძის გამოყენება, რაც საბოლოოდ თავიდან აგვაცილებს გაუგებრობებს და გულისწყვეტას
მაშ ასე
კვანძი “Spool Knot” – რომელიც ძირითადად გამოიყენება მაქოზე წნულის დასამაგრებლად:
კვანძი “Double Grinner knot” – რომელიც გამოიყენება როგორც მონო ძუის მონო ძუაზე, ასევე წნულის მონოზე გადასაბმელად:
კვანძი “Improved Albright knot” – რომელიც გამოიყენება ძირითადი ძუის და შოკლიდერის გადასაბმელად, მნიშვნელოვანი ეს კვანძი იმ თვალსაზრისით რომ სათევზაო ჯოხის რგოლებში შეუფერხებლად მოძრაობს გადაბმის ადგილი:
კვანძი “Mahin leader knot” – რომელიც ასევე გამოიყენება ძირიტადი ძუის და შოკლიდერის გადასაბმელად:
კვანძი “Grinner knot” – რომელიც არის საკმაოდ ძლიერი და საიმედო კვანძია, ძირითადად გამოიყენება ე.წ. სვიველზე(რვიანზე) და სადავის სწრაფი შეცვლის სვიველზეც:
კვანძი “Palomar knot” – რომელიც არის ძალზედ მარტივი და საიმედო, ძირითადად ე.წ სვიველებზე გამოიყენება:
კვანძი “Figure of eight loop” – რომელიც არის ძლიერი კვანძი და გამოიყენება კლიფსებზე და რვიანებზე:
კვანძი “Hair loop” – რომელიც არის ძალზედ მარტივი და გამოიყენება თმიან მონტაჟზე ბოილის ან პელეცის დასამაგრებლად:
კვანძი “Domhof knot” – ძლიერი კვანძი რომელიც გამოიყენება ისეთი სახის მონტაჟებზე როგორიცაა მაგალითად ჩოდი:
კვანძი “Knotless knot” – არის ძლიერი და საიმედო კვანძი თმიანი მონტაჟისთვის:
კვანძი “Distance marker/Stop knot” – რომელიც გამოიყენება მარკერის და სპოდის ძირითად ძუაზე დისტანციის მოსანიშნად: