➡️დამთავრდა რიგით მე3 მსოფლიო ჩემპიონატი ფიდერით თევზჭერაში კლუბებს შორის.

➡️საქართველოს ნაკრებმა მერვე ადგილი დაიკავა. საქართველო ოდნავ ჩამორჩა რუმინეთს, სამაგიეროდ აჯობა ბელგიას და საგრძნობლად გაუსწრო ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა ინგლისი, ესპანეთი, გერმანია.

➡️„ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი არსით, ვინაიდან აქ მსოფლიოს საუკეთესო კლუბები გამოდიან და შესაბამისად, ჩვენც ვცდილობთ კონკურენცია და ღირსეული მეტოქეობა გავუწიოთ მათ. ავიმაღლოთ გამოცდილება და შევიძინოთ ახალი მეგობრები.

მდინარეში, ველური და ძალიან ძნელად დასამორჩილებელი კობრი ბინადრობს. ასევე ბევრი წვერა და პატარა ზომის თეთრულა. ტურნირზეც ზუსტად ამ თევზებზე იყო სტრატეგია აგებული“, – აცხადებს „ფორტუნასთან“ საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაციის პრეზიდენტი გიგა გაბრიაძე.

წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/qartveli-sportsmeni-metevzeebi-msoflio-chempionatze-ateulshi-mokhvdnen

 

Share