კარჩხანა წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ თევზის სახეობას ჩვენს ტბებსა თუ მდინარეებში.პატარა ტბორებიც კი რომელშიც არ შეუძლია სიცოცხლე სხვა ჯიშის თევზებს, ჟანგბადის სიმცირის გამო, კარჩხანა მშვენივრად გრძნობს თავს. მასზე თევზაობენ სხვადასხვა მეთოდით, მაგრამ ყველაზე გავრცელებული და ნაცნობი მეთოდი ,კარჩხანაზე ტივტივით თევზაობაა.

სად შეიძლება კარჩხანის დაჭერა ყველა წყალსაცავი (ტბა,დამდგარი წყალი) სადაც კარჩხანა ბინადრობს, პირობითად შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად

1) პატარა ტბები და ტბორები,რომლის “ბატონ-პატრონად” გვევლინება კარჩხანა და სხვა სახეობის თევზი იქ არ ბინადრობს. ასეთი წყალსაცავები გამოირჩევა დაბალი სიღრმით, ლამიანი ბსკერით და დაჭაობებული ნაპირებით. აქ კარჩხანა კარგად რეაგირებს სხვადასხვა სატყუარაზე,ასევე  იშვიათად გვხვდება მოზრდილი ეგზემპლიარებიც.

img_0819_ca9b66b8.jpg

      2)  წყალსაცავები რომლებიც კარჩხანის გარდა მდიდარია სხვა სახეობის თევზებით ,მათ შორის მტაცებლებით, ამ წყალსაცავების სიღრმე საშუალოდ 3მეტრს აღწევს და წყალი მდიდარია ჟანგბადით.ასეთ წყალსაცავებში კარჩხანა ვერ გრძნობს თავს “ბატონ-პატრონად” და გამოირჩევა კაპრიზებით სატყუარასთან მიმართებაში, მაგრამ თუ შევძლებთ და მოვარგებთ ჩვენს დასაკვებსა და სატყუარას მის გემოვნებას შევძლებთ მოზრდილი ეგზემპლიარების დაჭერას.

260px-Kumisi_Lake_(Otogi_2011).jpg

  სატყუარები. კარჩხანის დასაჭერად გამოიყენება სხვადასხვა ცხოველური და მცენარეული სატყუარები. ცხოველური სატყუარებიდან ყველაზე უკეთ რეაგირებს აპარიშზე, მიწისა და ნაკელის ჭიაყელაზე. მიზანმიმარტულად მსხვილ კარჩხანაზე სათევზაოდ გამართლებულია მიწის ან ნაკელის ჭიის დაჭრა პატარა ნაჭრებად და ნემსკავზე წამოცმა”მწვადის ნაჭრების” მსგავსად.ასეთ სატყუარას წვრილი თევზი ადვილად ვერ აცლის ნემსკავიდან.

7da89601ae6e.jpg9289a25ce17e.jpg

მცენარეული სატყუარებიდან კარჩხანა უპირატესობას ანიჭებს ცომისებურ სატყუარებს რომლებიც მზადდება ხორბლის,ბარდის, სიმინდის ან მანის ფქვილისაგან.არსებობს სხვადასხვა რეცეპტი ცომის მომზადების არომატების დამატებიტ,მაგრამ ეს უშუალოდ მეთევზის ფანტაზიასა და კულინარიულ ნიჭზეა დამოკიდებული :) ასევე ეფექტურ სატყუარად ითვლება ორთქლში მოხარშული პერლოვკა. ის არა მარტო როგორც სატყუარა ასევე შეგვიძლია გამოვიყენოდ როგორც დასაკვები,

%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%90%E1%

 დასაკვების მომზადება. მაღაზიაში ნაყიდი დასაკვები რათქმაუნდა კარგია და ეფექტურია თევზაობისათვის,მაგრამ სახლის პირობებშიც შეიძლება დამზადდეს სრულფასოვანი დასაკვები, რაც ცოტაარიყოს შრომატევადია, ბევრ იგრედიენტებსა და დროს მიოთხოვს მომზადებისათვის. მაგრამ რაღაც იგრედიენტები მაინც დაგვჭირდება გარდა მაღაზიაში ნაყიდი დასაკვებისა რათა მივიღოთ იდეალური ნაზავი.

   sml_gallery_4_88_534520.jpg0179598.jpg

 იმისათვის რომ წარმატებით დავიჭიროთ კარჩხანა საჭიროა სათანადოდ დავკვებოთ სათევზაო ადგილი,სწორი დაკვება დამოკიდებულია იმაზე “ბატონ-პატრონია” კარჩხანა მოცემულ წყალსაცავზე თუ არა.თი ეს ასეა ,მაშინ შეიძლება დასაკვების შემადგენლობაში გამოვიყენოდ წვრილად დაფქვილი ფრაქციის საკვები, ასეთ შემთხვევაში გამოგვადგება როგორც ნაყიდი მზა დასაკვები, ასევე ჩვენს მიერ დამზადებული ნაზავიც.

როდესაც კარჩხანას გარდა წყალსატევში ბინადრობს სხვა სახეობის თევზებიც (მათ შორის წვრილი თევზიც)მაშინ ჩემი აზრით ჯობია დავკვებოთ სიმინდის, ბარდის, ან ქერის (პერლოვკის) მარცვლებიტ ასევე კარგად მუშაობს გერკულესის, საფანელის და გრუნტის ნაზავით მოზელილი ბურთულები. ას ბურთულები ისეთი კონცენტრავიით უნდა მოვზილოთ რომ დაიშალოს მხოლოდ იმ დროს როცა შეეხება წყალსაცავის ბსკერს.

კარჩხანაზე თევზაობა შესაძლებელია როგორვ მოსაქნევი ანკესით ასევე მატჩით

Vo_01.jpgschet-match-2.jpg

 მოსაქნევი ანკესით კარჩხანის ჭერის დროს 10-15 მეტრის მანძილზე მეთევზე სრულად და ზუსტად აკონტროლებს თევზაობის პროცესს.ასეთი აღჭურვილობა ბევრ ჩვენგანს ახსენებს  ბავშობას ,როდესაც ბამბუკის ჯოხს წვეროზე მივაბამდიტ ხოლმე წინასწარ მომზადებულ “მონტაჟს” :) .ახლა არის იმის საშუალება რომდამატებით დამაგრდეს ანკესის წვერზე რეზინის ამორტიზატორი, რომელიც ამცირებს თევზის გაქაჩვების ძალას და იცავს სადავეს გაწყვეტისაგან.აუცილებელია რომ ძუის სიგრძე ემთხვეოდეს ანკესის სიგრძეს. მოსაქნევი ანკესი გამოიყენება ნავიდან თევზაობისათვის ან შეზღუდულ აკვატორიაზე.

მატჩი აღჭურვილია კოჭათი რაც საშუალებას გვაძლევს სატყუარა ვისროლოთ შორ დისტანციაზე.მატჩით თევზაობა მიზანშეწონილია წყალსატევის სუფთა მონაკვეთში სადაც არ არის წყალმცენარეები.

ტივტივით კარჩხანაზე თევზაობა მეტად საინტერესო და სანახაობრივი პროცესია. როდესავ ტივტივის ანტენა დაიწყებს მოძრაობას გვერდით ან გაუჩინარდება წყლის ქვეშ,დამერწმუნედ ვერცერთი მეთევზე ვერ დარჩება გულგრილი ჭერის პროცესის მიმართ და ვერცერთი თანამედროვე სტილით თევზაობა ვერ მიანიჭებს ამდენ სიამოვნებას როგორც ტივტივა.

წარმატებულ და სასიამოვნო თევზაობას გისურვებთ :)

ავტორი: მამუკა გეგეჩკორი

ლინკი ფორუმზე: ლინკი

Share