დღეს განვიხილოთ მონტაჟი „Multi Rig“.
მე ვიტყოდი რომ ეს არის მონტაჟი უნივერსალი რომელიც მუშაობს Pop Up ბოილებზე, თუმცა მისი გამოყენება ძირვადის შემთხვევაშიც შესაძლებელია. მისი უნივერსალობა გამოიხატება იმაში რომ ჩვენ ნებისმიერ დროს შეგიძლია დავარედაქტიროთ და ავწიოთ ნემსკავის თავში სატყუარა, დაახლოებით ისე როგორც მონტაჟი 360-ში ხდება ან კიდევ სატყუარას ჩამოვწევთ დაბლა მარყუჟისკენ და მივცემთ ისეთივე მონტაჯის ფორმას როგორც „ჩოდია“. საჭიროების შემთხვევაში ამ მონტაჟზე ჩვენ შეგვიძლია მონტაჟის დაუშლელად შევცვალოთ ნემსკავი, რაც დროის და აქსესუარების მინიმალური ხარჯი გამოგვივა J
ამ მონტაჯისთვის საჭირო კომპონენტებად გამოვიყენებ კორდას აქსესუარებს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ სხვა მწარმოებლის აქსესუარებით ჩაანაცვლოთ:
სადავე – Korda N-Trap Soft ან Korda N-Trap Stiff
ნემსკავი – სხვადასხვა ფორმის, მაგრამ მე მაინც „korda Choddy“-ის ან “korda wide gape“-ის ფორმის ნემსკავს გირჩევდით
მონტაჟის რგოლი – Korda Small rig ring
მონტაჟის სიმძიმე – აქ შესაძლებელია გამოვიყენოთ ორივე მათგანი როგორც თხევადი ასევე მყარი მონტაჟის სიმძიმეები
მონტაჟის აწყობა:
სადავის წნულისგან ვაკეთებთ ფოტოზე ნაჩვენებ კვანძს, გაითვალისწინეთ სადავეს სპეციალური დამცავი შრე არ უნდა მოვაძროთ,
შემდეგ ამ კვანძს დავასველებთ და გავჭიმავთ მაქსიმალურად
საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ ესეთი ფორმის კვანძს J
გამზადებული სადავეს, რომელიმხრიდანაც გავაკეთეთ კვანძი, გავაძვრენთ ნემსკავის რგოლში
ნემსკავის შემდეგ სადავეზე წამოვაწმევთ მონტაჯის რგოლს
შემდეგ კი სადავის მარყუჯს გადმოვაცმევთ ნემსკავის თავზე ისე როგორც ეს ფოტოზე არის ნაჩვენები
შემდეგ სადავეს გავქაჩავთ ქვემოთ და ჩვენ მივიღებთ მონტაჟის ესეთ სახეს
სადავის კვანძის შემდეგ ჩვენ გავთალოთ სადავე დაახლოებით ნახევარი სანტმეტრით რათა მონტაჟს ქონდეს მოძრაობისთვის თავისუფალი ადგილი და არ იდგეს ხისტად
მონტაჟის რგოლზე ვამაგრებთ სატყუარას
სადაც გავთალეთ სადავე იმ ადგილას ანუ სადაც მთავრდება საფარი გავუკეთებთ სიმძიმეს, ეს სიმძიმე შეასრულების სიმძიმის მოვალეობას და პლიუს დააფიქსირებს საფარს რათა მეტზე აღარ გასძვრეს
სურვილის შემთხვრევაში, საჭიროების შემთხვევაში და მონტაჟის მეტი პრეზენტაციისთვის თქვენ შეგიძლიათ ფიქსირებულ სიმძიმეს გარედან შემოავიოთ თხევადი სიმძიმე J
სადვის ბოლოში ეგრეთ წოდებულ სვიველზე ვაკეთებთ კვანძს
საბოლოოდ კვანძს დავასველებთ და გავჭიმავთ მაქსიმალურად
საბოლოოდ კი ჩვენ მივიღებთ მარტივ და მრავალფუნქციურ მონტაჟს
მონტაჟი ძირვადი სატყუარის დროს წყლის ფსკერზე დაახლოებით ესე გამოიყურება
აქ კი მონტაჟი მცურავი სატყუარის დროს J