ტივტივა ვაგლერი

ვაგლერი – ეს არის ტივტივა, რომელიც მხოლოდ ერთი, ქვედა წერტილით მაგრდება ძუაზე. არსებობს მრავალგვარი ვაგლერი რომლებიც განსხვავდებიან როგორც ფორმით ასევე მასალით, რომლისგანაც ის მზადდება. ეს გახლავთ ფაქტიურად უნივერსალური ტივტივა, რომლითაც თქვენ გეძლევათ შეასძლებლობა ითევზავოთ როგორც შორს, ასევე ახლო მანძილზეც.

wagler_1

ვაგლერის წარმოშობა უკავშირდება ინგლისელ მეთევზე პიტერ დრენანს, რომელმაც 60-იანი წლების დასაწყისში სხვადასხვა ექსპერიმენტებით, შექმნა ეს უნიკალური ტივტივა.

ვაგლერს წარმატებით იყენებენ როგორს დამდგარ წყალში ასევე მდინარეშიც. არსებობს ორი ძირითადი ტიპის ვაგლერი: სწორი და გამსხვილებული.

 ორივეს შესაძლებელია გააჩნდეს ჩასადგამი, შესაცვლელი წვერები (ანტენები). რომლებიც სხვადასხვა ფორმის და ზომის შეიძლება იყოს.

ვაგლერი ძირითადად მზადდება ფარშევანგის ფრთისგან, შაქრის ლერწამის ღეროსგან ან

პლასტმასისგან. ადრე ხმარობდნენ ბატის და ყვავის ფრთასაც. რაც შეეხება გამსხვილებულ ნაწილს, აქ იყენებენ ძირითადად კორპს. ვაგლერები შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა წონის დაწყებული 0,2 გრამიდან დამთავრებული 20 გრამამდე. თბილისის მაღაზიებშიც ამ მხრივ საკმაოდ ფართო არჩევანია.

რატომ მაინც და მაინც ვაგლერი?

ყველა ვარიანტში თქვენ ცდილობთ სატყუარა ჩააგდოთ იმ ადგილზე სადაც თევზი დგას და გააჩეროთ ამ წერტილში. თუ თევზი ნაპირიდან მოშორებულ ადგილას იკვებება, მაშინ თქვენ შორს და ზუტი გადაგდების პრობლემა გექმნებათ. ასევე, ქარის შემთხვევაშიც, ტივტივის გაჩერება დაკვებულ ადგილზე ფაქტიურად შეუძლებელი ხდება. ამ პრობლემების დაძლევაში თქვენ დაგეხმარებათ ვაგლერი.

 

პირველ რიგში, ტივტივა, რომელიც მიმაგრებულია ძუასთან ქვედა , ერთი წერტილით და დამძიმებულია საფანტით, გადაგდების დროს ისარივით მიფრინავს, რაც განაპირობებს უზუსტეს შორს სროლას.

მეორე, ძუა საკმაოდ ღრმად იძირება, ტივტივასთან ერთად, და ქარის მოქმედება ძუაზე ფაქტიურად უმნიშვნელო ხდება.

 რომელი ვაგლერი ამოვირჩიოთ?

ამ ტივტივის შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ ოთხი ძირითადი ფაქტორი: თევზის ადგილსამყოფელი, ქარის სიმძლავრე, წყლის სიღრმე და რამდენად ფრთხილ თევზთან გავქს საქმე.

თევზის ადგილსამყოფელი: თუ თევზი დგას ნაპირიდან, დაახლოებით 15 -16 მეტრამდე მანძილზე, ვირჩევთ მსუბუქ ტივტივას სადღაც 0.8 და 1.6 გრამამდე. თუ თევზი უფრო მოშორებითაა, მაშინ დაგჭირდებათ უფრო მძიმე ტივტივა 2 გრამიდან ზევით. ისე მძიმე ტივტივას უფრო ადვილად და რაც მთავრია უფრო ზუსტად აგდებთ.

ქარის სიმძლავრე: რაც უფრო ძლიერია ქარი, მით უფრო მძიმე უნდა იყოს ტივტივა; ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ქარი სახეში გიბერავთ. გაითვალისწინეთ ერთი რამ: დიდ წყალსატევებზე ქარის ფაქტორი ყოველთვის არსებობს, ძლიერი ქარის დროს ჭყლის ზედაპირი გამუდმებით მოძრაობს და დინება გადაადგილებს ტივტივას. გრძელი ვაგლერი, 45 სმ.-მდე, უკეთეს წინააღმდეგობას უწევს ქარს. ასევე, ქარში, უფრო სტაბილურად გამოიყურება გამსხვილებული ვაგლერი, რომელიც ღრმად ზის წყალში და წვრილი წვერით არის აღჭურვილი.

წყლის სიღრმე: ვაგლერი, რომელიც დიდია და აეროდინამიური ფრთებით არის აღჭურვილი, ისარივით ერჭობა წყალში. დაბალი სიღრმის წყალსატევებში ასეთი ტივტივა საკმაოდ ღრმად ჩადის და შესაძლოა დააფრთხოს თევზი დაკვებულ წერტილში. ასეთ სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაგლერი შესქელებული ძირით. ეს შესქელება თქვენ საშუალებას მოგცემთ იხმაროთ უფრო მოკლე ტივტივა, ისე რომ წონა არ შეამციროთ და ეფექტი იგევე მიიღოთ.

ფრთხილი თევზი: თუ თევზი ძალიან ფრთხილობს გირჩევთ გამოიყენოთ ვაგლერები ცვლადი წვრილი წვერებით. ეს თქვენ საშუალებას მოგცემთ არ გამოტოვოთ ფრთხილი თევზის ოდნავი ჩაკვრაც კი. გაითვალისწინეთ ისიც, რომ წვერები უნდა გამოირჩეოდეს კაშკაშა ფერებით.

wagler_2

 ვაგლერის მიმაგრება ძუაზე.

ვაგლერის ყუნწით მიმაგრებამ პირდაპირ ძუაზე შეიძლება გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ. კერძოთ თუ საჭირო გახდა ტივტივის შეცვლა, მოგიწევთ მთელი აწყობილი სიტემის დაშლა და შემდგომ თავიდან აწყობა, რაც დამერწმუნეთ ძვირფას სათევზაო დროს წაგართმევთ.

ამიტომ მე გირჩევთ გამოიყენოთ სპეციალური ადპტერები, რომელის საშუალებითაც, წამში შეცვლით ტივტივას.

ეს ბევრად ამარტივებს ამ პროცეს და რაც მთავარია დაზოგავთ დროს.

როგორ ვითევზავოთ ვაგლერით?

ვაგლერით თევზაობის დროს მნიშვნელოვანი მომენტია ძუის დამუხრუჭება გადაგდების დროს, ზუსტად იმ მომენტში როდესაც ტივტივა უნდა შეეხოს წყლის ზედაპირს. გააკეთეთ ეს ძალიან ფრთხილად. დამწყებ მეთევზეეცს შეიძლება თავიდან ცოტა გაუჭირდეთ, მგარამ დამერწმუნეთ დროთა განმავლობაში ეს პროფესიული ჩვევა თანდათან დაიხვეწება. ეს აუცილებელია ვინაიდან ძუის დამუხრუჭებით თქვენ შეძლებთ ზუსტად დაკვებილ ადგილას ჩააგდოთ ტივტივა და თანაც მინიმუმამდე შეამციროთ წყალთან შეხების დროს გამოცემული ხმაური. ასეთ დროს ნემსკავი და სიმძიმე წინ ასწრებს ვაგლერს და ამით თავიდან აიცილებთ მათი ესრთმანეთში გადახლართვის მეტად უსიამოვნო მომენტს.

wagler_3

ქარმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ და გადაადგილოს თქვენი ტივტივა, სასურველი ადგილიდან, ეს რომ არ მოხდეს საჭიროა ძუა ჩავძიროთ წყალში. ამიტომ ეცადეთ გადააგოთ, დაკვებილი ადგილიდან , ცოტა შორს, ჩაწიეთ წყლის ქვეშ ანესის წვერი, მარცნივ ან მაჯვნივ გადახარეთ ჯოხი ( ნაეხევარი მეტრი საკმარისია) და ამევე დროს რამოდენიმეჯერ, სწრაფად გადაატრიალეთ კოჭას სახელური. ძუა წყლის ქვეშ აღმოჩნდება და ქარიც ნაკლებ პრობლემებს შეგიქმნით.

ვაგლერები მართლაც მრავალი შეფერილობის გამოდის, მაგრამ გამორიცხული არა არის თევზაობის დროს მოგიწიოთ მათი შეღებვა. ამიტომ ყოველთვის თან უნდა იქონიოთ შესაბამისი, სპეციალური საღებავები, რომლებიც დღეს უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს ბაზარზეც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვერის შეღებვა, ვინაიდან ცუდად გარჩევადი ფერის წვერით შეიძლება გამოგეპაროთ ჩაკვრა. თქვენი არჩევანი განპირობებული უნდა იყოს წყლის ზედაპირის ფერის შესაბამისად. ასე მაგალითად; მოთალო ფერი უკეთესად ჩანს ტალღების დროს, შავი წყნარი ამინდის დროს, როდეასაც ცის ფონი ირეკლება წყლის ზედაპირზე, თეთრი უკეთესად შეინიშნება, როდესაც ჩრდილში, წყლის ზედაპირზე ირეკლება ხეების ფონი. თუმცა ეს უფრო ინდივიდუალურია და რომელ ფერსაც თქვენ უკეთ გაარჩევთ ცხადია ის უნდა იხმაროთ. ასეთ დროს შეუცვლელია ვაგლერები ცვლადი სხვადასხვა ფერის წვერებით.

ასევე შეიძლება შეგვხდეთ ვაგლერი, რომელიც ცვლადი სიმძიმით არის აღჭურვილი.

wagler_4

ეს გარკვეულ წილად მოსახერხებელია ვინაიდ მისი ხმარება შესაძლებელი ხდება როგორც დაბალ, ასევე მაღალ ტესტიან ჯოხებზე.

და ბოლოს, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ვაგლერი, რომლის ძირზეც მიმაგრებულია საკვებურა. ასთი ტიპის ტივტივა თქვენ საშუალებას მოგცენთ ზუსტად მოცემულჭერტილში დაკვებოთ თევზი. წყალში იქმნება საკვების ღრუბელი, რაც პროვოცირებას უკეთებს თევზს ინტენსიურ ჩაკვრებზე. განსაკუთრებით საინტერესოა იმ ჯიშის თევზებზე ტევზაობისას, რომლებიც უპირატესად წყლის ზედაპირულ ან მაღალ ფენებში კვებას ანიჭებენ უპირატესობას.

ერთი რჩევა მინდა მოგცეთ: ვინაიდან ვაგლერი საკმაოდ გრძელია, უცილებლად შეინახეთ სპეციალურ ყუთში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეიძლება ადვილად დაზიანდეს, ხოლო კარგი ტივტივა დამერწმუნეთ ცოტა ფული არ ღირს.

წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.

პატივისცემით: გიგა ამაშუკელი

Share