2021 წლის 18 ივნისი… საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების უმეტესობა ვეწვიეთ წალკის წყალსაცავს, რათა ტურნირის წინა, გენერალური ვარჯიში გაგვევლო და მოვმზადებულიყავით, ჩემპიონატის მეორე ტურში საასპარეზოდ. ვარჯიში საკმაოდ საინტერესო გამოდგა, როგორც წინა კვირის, თასის ტურნირის ვარჯიშზე, ისე ამ დღესაც ბევრი რამ მუშაობდა თევზის მოსატყუებლად, მაგრამ რამოდენიმე სპორტსმენმა დავიწყეთ იმის ძებნა, თუ რა არ იმუშავებდა და რა არ უნდა მოგვემოქმედა ტურნირზე.. თევზს იტყუებდა როგორც ცხოველური და მყრალი არომატები, ასევე ტკბილიც, მაგრამ კენკვა ჰქონდა განსხვავებული, ერთზე აგრესიულად ექაჩებოდა, მეორეს ფრთხილად და ა.შ.
ფსკერი, როგორც ყოველთვის სამწუხარო სიურპრიზებით სავსე.. თევზის გამოყვანის დროს ალაგ-ალაგ გვხვდებოდა, სადავე ძუისათვის საკმაოდ ბასრწახნაგოვანი ქვები, რომლებიც თევზს ათავისუფლებდნენ ჩვენი ნახევარი სადავითურთ..
საბოლოო ჯამში, უმრავლესობას, რაღაც წარმოდგენა შეგვექმნა.. ავლაგდით და წავედით სასტუმროში. დავდიოდით ჩაფიქრებული სახეებით (ვინც გვიყურებდა, ალბათ ეგონა რომ ატომი უნდა დაგვეშალა და გზებს ვეძებდით)
2021 წლის 19 ივნისი..
დილის 6:30 დან დავირაზმეთ სპორტსმენები წალკის წყალსაცავისაკენ ატომის დასაშლელად…
კენჭისყრის ჩატარების შემდგომ გავნაწილდით სექტორებში და 9:50 მდე ჩვენი ძირითადი საქმე, ნაპირის მოსუფთავება, ფსკერის კვლევა და მსაჯების დახმარებით ორიენტირის გასწორება იყო, ვინაიდან სპორტსმენების უმეტესობა 70+ მეტრზე ვგეგმავდით თევზაობს და ორიექნტირებისას რა თქმა უნდა შესალძლებელი იყო გადავკვეთილიყავით.
გაისმა ჩვენი სიმონიჩის საყვირის ხმაც, დაიწყო დაკვება და შემდგომ უკვე თევზაობასაც შევუდექით.. დაახლოებით ნხევარ საათში, ქარი მოძლიერდა, და თითქმის ტურნირის დასრულებამდე იმატებდა.. საოცრად ძლიერ ქარში მოგვიწია თევზაობა, იყო გადახლართვებიც, მაგიდების გადაყირავებაც და ინვენტარის ჰაერში ფრიალიც..
რაც შეეხება თევზჭერას, ძირითადი სურათი ის იყო, რაც ვარჯიშზე, მაგრამ ჩემი აზრით მთავარი ისიც იყო, ვარჯიშის დროს სპორტსმენმა მოძებნა თუ არა ის, თუ რა არ უნდა მოემოქმედებინა ტურნირის მსვლელობისას…
პირველის დღის შედეგები საკმაოდ საინტერესო იყო, ერთმანეთში აირდაირია ძლიერი, გამოცდილი და ახალბედა სპორტსმენების ქულები.
საღამოს ვახშამზე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ისევ ისეთი ხალისით გავატარეთ ერთად დრო :)) მხოლოდ ჩვენი ერთერთი სპორტსმენი, გიგა გაბრიაძე გამოგვეთიშა მეორე დღის ასპარეზობიდან და მის მაგივრად, ასევე ფედერაციის მოქმედი წევრი და სპორტსმენი, ლევან ფეტელავამ მიიღო მეორე დღეს მონაწილეობა, რომლის შედეგიც, მხოლოდ გუნდისათვის ჩაითვლებოდა.
2021 წლის 20 ივნისი.. ატომი ისევ დასაშლელია
ისევ გავიშალეთ ჩვენს სექტორებში და ისევ იგივე საქმით დავკავდით, რაც წინა დღეს.. ფსკერის კვლევა, სათევზაო წერტილის გასწორება ..
ამინდი მშვიდი, წყალი სარკესავით სწორი.. დაიწყო ტურნირი, ისევ ნახევარ საათში ამოვარდა ქარი და ისევ იგივე დღე გვაწია, რაც 19 ში..
ბიჭებმა ისევ, მაინც გავართვით თავი ყველაფერს და შევძელით თევზაობა.
მეორე დღის ტურში, პირადად მე ძალიან უცნარად გამიმართლა იმ კუთხით, რომ პირველი 3 საათი სულ 3 პატარა კარჩხანა ჩავუშვი შესანახ ბადეში, მაგრამ მრავალი ცდის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ამუშავდა ის სატყუარა, რომელმაც ვარჯიშზე განმიცხადა რომ ‘უიქენდზე’ მუშაობას არ აპირებდა… დავიწყე ჭერა და რაც მეტ ერთეულ სატყუარას წამოვაგებდი ნემსკავზე, მით უფრო დიდ ეგზემპლარებს ვიჭერდი. საბოლოოდ ასე თუ ისე გამიმართლა და მე-4 ადგილი ჩავითვალე.
დასრულდა ტურნირი, ასევე საინტერესო შედეგებით.. ჩვენმა კარგმა მეგობარმა ირაკლი ვარაზმა ორივე დღეს, თავისი ზონიდან 1 იანები გამოიტანა, გუნდიც წინ წაწია ოქროს მედლებიანად და პირადი შედეგითაც, ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი..
საბოლოო ჯამში, ძალიან საინტერესო ტური გამოვიდა. წონებში რიგორც პირველ, ასევე მეორე დღესაც მცირედი გრამები წყვეტდა ბევრ რამეს.
ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე სპორტსმენები, უკვე ვფიქრობთ შემდეგ, ნადარბაზევის ტურზე და იაურ სტრატეგიებზე.. წინ კარგი თამაშები გველის!! დიდი მადლობა ყველა მონაწილე სპორტსმენსა და მსაჯს, ასევე გულშემატკივრებს..
ი. სულაძე