როგორც ვიცით გუშინ 13 ივნისს ჩატარდა საქართველოს თასის მე-3 ტური წალკის წყალსაცავზე. ეს ტური ძალიან დაძბული და ძალზედ საინტერესო აღმოჩნდა. ჩემთვის გადამწყვეტი იყო ამ ტურის შედეგი, წინა ორი ტურის შედეგებიდან გამომდინარე თასის მოგების შანსი ნამდვილად არ მქონდა თუმცა შანსი მქონდა საქართველოს სუპერ თასის საგზურის მოპოვების, ანუ საუკეთესო 10 სპორტსმენს შორის უნდა მოვხვედრილიყავი და ამისთვის მინიმუმ პირველი ადგილი უნდა გამომეტანა ჯგუფიდან. სავარჯიშოდ მე და გია ჩიტაიშვილი პარასკევს წავედით, თუმცა უამინდობის გამო ვარჯიში ვერ შევძელით, სამაგიეროდ სუფთ ჰაერზე კარგი დავისვენება გამოგვივიდა. მეორე დღეს დილიდან დავიწყეთ ვარჯიში, აშკარა იყო, რომ თევზი როგორც ახლო ისე შორ დისტანციაზე აქტიურობდა, გაიტესტა დასაკვები, სატყუარები, დისტანციები… ცუდი ამინდის პროგნოზის მიუხედავად ამინდმა კარგად გვაცადა ვარჯიში და კმაყოფილები დავუბრუნდით სასტუმროს. საღამოს ყველაზე საინტერესო ამბის მოლოდინში ვიყავით, 22:00 სთ-ზე ონლაინ კენჭისყრა უნდა გამართულიყო, სადაც გავიგებდით თუ რომელ ჯგუფში მოვხვდებოდით და შესაბამისად ვინ აღმოჩნდებოდნენ ჩვენი მოწინააღმდეგეები. როგორც ყოველთვის კენჭისყრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და ჩემთვის ნამდვილად არასახარბიელო ჯგუფში მოვხვდი, პირველ რიგში იმიტომ რომ ჩემს ჯგუფში მოხვდა ჩემი თანაგუნდელი თენგიზ ბინიაშვილი, რომლიც საერთო რეიტინგებში მე-3 ადგილზეა და ბოლომდე იბრძოლებს თასის მოსაგებად, ასევე მოხვდნენ ნოდარ ბერძენიშვილი და ვახო ვასაძე, რომლებიც საკმაოდ კარგი მოწინააღმდეგეები არიან. წინა ორი ტურის ჯამური შედეგებით საერთო რეიტინგში ვიყავი მე-16 ადგილას, როგორც ზემოთ ავღნიშნე ჩემი შედეგი ჯგუფიდან ერთიანის გამოტანა იყო, სხვა შემთხვევაში ფაქტიურად ათეულში მოხვედრის შანსი აღარ მრჩებოდა, ავიმაღლე მოტივაცია და გაისმა მსაჯის სასტვენის ხმაც. წინა დღის სხვადასხვა სპორტსმენების ვარჯიშიდან გამომდინარე, დილემის წინაშე ვიდექი, ახლო დისტანციაზე გამეკეთებინა არჩევანი თუ შორზე. თავიდან თითქოს ახლო დისტანციისთვის ვემზადებოდი, ბოლო წუთზე გადავწყვიტე შორი დისტანცია და ჯოხებიც 63 მეტრზე დავკლიფსე. დასაკვების ორი სახეობა მქონდა, არჩევანი ერთერთზე შევაჩერე და აქტიურად დავკვებე შერჩეული ადგილი. თევზი ძალიან გვიან გააქტიურდა, პირველი 40 წუთი თითქმის ჩარტყმის გარეშე ვიჯექი, ვხედავ ჩემს გვერდით ვახო ვასაძეს უკვე 2 თევზი ყავს, თენგოს და ნოდარს ცუდად ვხედავდი, მაგრამ რასაც ვხედავდი თევზი არ ყავდათ დაჭერილი. ამასობაში ვახომ მესამე თევზიც ჩააგდო თავს თევზის შესანახ ბადეში, სასწრაფოდ დავიწყე სადავის და ნემსკავის ცვლილება, რამაც მალევე გამოიღო შედეგი და პირველი ჩარტყმაც მივიღე. მოკლედ თევზი გამიაქტიურდა დაკვებილ ადგილას და ეხლა მთავარი იყო რეალიზაცია. ჩემი მოწინააღმდეგეები თენგო და ნოდარი დიდად არ აქტიურობდნენ, რასაც ვახოზე ვერ ვიტყვი, ნელ ნელა დაჭერილი თევზების რაოდენობით ვახოს წამოვეწიე და გავუსწარი კიდეც, მაგრამ ვახო კარგად იჭერდა და თანაც კარგ ზომებს, თითქმის ერთი ერთში მივყვებოდით ერთმანეთს ტურნირის ბოლომდე, დაჭერილი თევზის რაოდენობით (21 ცალი კარჩხანა) ვიცოდი მე ვჯობნიდი, მაგრამ ზომები ყავდა დიდი დაჭერილი და აი აქ იყო ინტრიგა, და ეს ინტრიგა გაგრძელდა უსასრულოდ 😃
მოკლედ როგორც იქნა მოვიდა ჩემი ჯგუფის აწონვის დროც, თენგოს და ნოდარს ნამდვილად მოვუგე ვხედავდი, არც თევზის რაოდენობა ყავდათ ჩემზე მეტი და არც განსაკუთრებული ეგზემპლარები არ ყოლიათ წონა რომ აეკრიფათ, ჩემთვის ეხლა ყველაზე საინტერესო ვახოს დაჭერილი თევზის წონა იყო, რამაც შეადგინა 3530გრ, ეხლა ჩემი ჯერია… და 3960გრ-ით გავხდი ზონის გამარჯვებული 😊 მერე დაიწყო დაძაბულობის მეორე ტალღა, რამდენად მეყოფა ეს ქულები და ჯამურად დაგროვებული თევზის წონა ათეულში მოსახვედრად. დაიწყო ზაზამ გამოცხადება ვინ რომელ ადგილას მოხვდა და რათქმაუნდა დაიწყო ბოლო ადგილებიდან, და როგორც იქნა ჩავიდა 15 ამდე, ამის შემდეგ ყოველი სახელის და გვარის გამოცხადებაზე გული ბაგაბუგს იწყებდა 😃 გასცდა მე-10 ადგილს და ჩემი სახელი ჯერ კიდევ არ თქვა, გავიფიქრე გეგმა მაქსიმუმი შესრულებულია, მე ათეულში ვარ, საუკეთესო 10 სპორტსმენს შორის მე-6 ადგილზე და მივდივარ საქართველოს სუპერ თასზე!
    მოკლედ, საერთო ჯამში ძალიან მაგარი ემოციებით და ადრენალინით დატვირთული ტურნირი გამოვიდა, თავის ყველა ტურით და ამ ყველაფრისთვის მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ფედერაციას, მსაჯთა კოლეგიას, ტურნირის ორმოცივე მონაწილეს და თავად ბატონი ირაკლისერგუნა ურუშაძე და David Samsonidze იმ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟისთვის რომლებიც წლების გამავლობაში გაგვახსენებენ ამ ემოციებით დატვირთულ დღეებს. ასევე მინად მივულოცო Zura Mereklishvili-ს თასის მოგება, ზური როგორც დავგეგმეთ ყველაფერი ისე იყო ხომ ხედავ 😉 ასევე დიდი მადლობა ამ ტურნირის ყველა სპონსორს მაღაზია ფიშინგ-თაიმ და Carpology Shop
პატივისცემით,
ლევანიკა
Share