მატჩის სათევზაო ანკესის შერჩევა, დახასიათება და რჩევები.

 ვფიქრობ, პრაქტიკულად ყველა მეთევზემ იცის: არ არსებობს უნივერსალური ანკესის ჯოხი, რომელითაც შეიძლება ყველანაირი თევზის დაჭერა, მით უმეტეს განსხვავებულ პირობებში. უფრო გამოცდილი მეთევზეები ყოველთვის ცდილობენ გაექცნენ უნივესალურ აღჭურვილობას. არსებობს გამოთქმა: უნივერსალური ყოველთვის უარესია სპეციალურზე.

ამ სტატიაშიც ჩვენ სპეციალურ, სპორტულ, მატჩის ანკესის ჯოხებს განვიხილავთ.

ჯოხის სიგრძე. ეს არის პირველი საკითხი რომელიც უნდა გადაიჭრას მატჩის ჯოხის შერჩევის დროს. დრადიციულად სამი ძირითდი სიგრძის ჯოხი გამოიყენება: 3.9, 4.2 და 4.5 მეტრის. თუმცა არსებობენ სხვა ზომის ჯოხებიც რომლებსაც ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ.

  1. 3,9 მეტრზე მოკლე ჯოხები. ეს გახლავთ ძალიან სპეციფიკური ანკესები, რომლებიც გამოიყენება შედარებით მომცრო მდინარეებზე, გატარებით თევზაობის დროს, იქ სადაც მეთევზის თავზე ხის ტოტებია ჩამოშვებული, ნავიდან თევზაობის დროს ან ერთი, რაიმე განსკუთრებული სახეობის თევზის ჭერის დროს. ამიტომ კარგათ დაფიქრდით სანამ ასეთი ზომის ჯოხს შეიძენთ.
  2. ჯოხები რომელთა სიგრძეც მერყეობს 3,9 – 4,5 მეტრამდე. ამ ზომის ანკესის ჯოხები აქვთ პრაქტიკულად ყველა მწარმოებელს.

განვიხილოთ ყველა ზომა დეტალურად.

  • სიგრძე 3,9 მეტრი. დამწყებ მოთევზავეებს მე მაინც არ ვურჩევდი ამ ზომის (თავიდან მაინც), ანკესის ჯოხით მატჩისტობის დაწყებას. ე. წ. ტივტივის ყრუ მონტაჟის დაყენების შემთხვევაში 3,9 მეტრის ჯოხი გამოდგება, მხოლოდ დაბალ სიღრმეზე სათევზაოდ, დახლოებით 2 მეტრამდე. დიდ სიღრმეებზე თავს იჩენს სხვასხვა პრობლემები მაგ. გადაგდების დროს, ზურგს უკან შეიძლება ნემსკავი რაღაცაც გამოდოთ, ასევე ხშირი იქნება უზუსტო სროლები. ამ სიგრძის ჯოხი არ მოგცემთ საშუალებას საშუალო სიმძიმის ტივტივა (6-7 გრამი), დიდ მანძილზე გადააგდოთ, თუმცა მას ააქვს თავი უპირატესობაც მაგალითად თუ თევზაობთ 2 მეტრამდე სიღრმეზე და დაახლოებით 15 მეტრში ნაპირიდან, ამ ზომის ანკესი რბილია და მსუბუქი ეს კი საშუალებას გაძლევთ უფრო კარგათ იმუშაოთ და ბუნებრივია სიამოვნებაც მეტია ასეთ დროს. ასევე, სრიალა ტივტივის მონტაჯის დროს, ჯოხის სიგრძის ფაქტორი მეორე რიგში გადადის, ვინაიდან გადაგდება ხდება უფრო რბილად და ზუსტად. და კიდევ, სრიალა მონტაჯის დროს გარეშე საგნებზე ნემსკავის გამოდების რისკი დადის მინიმუმამდე.
  • სიგრძე 4,2 მეტრი. ამ სიგრძის ჯოხები ითვლება მეტნაკლებათ უნივერსალურ ჯოხებათ. ბევრ წყალსატევზე თქვენ გეძლევათ საშუალება ითევზაოთ როგორც ყრუ, ასევე სრიალა ტივტივით, სხვადასხვა სიღრმეებზე. მატჩის ამ ანკესით და მძიმე ტივტივით (15-20 გრამი), შესაძლებელია ითევზაოთ 35- 50 მეტრის მანძილზე, რაც ხშირ შემთხვევაში აუცილებელი ხდება. ასე რომ 4,2 მეტრის მატჩის ჯოხი შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე უნივერსალურ სიგრძეთ, რათა დამწყებ და შემდგომ უკვე გამოცდილ მეთევზეებსაც, გაუადვილდეთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ თევზაობის დროს.

match_1

  • სიგრძე 4,5 მეტრი. ამ ზომის სათევზაო ჯოხი განკუთვნილია შორ მანძილებზე თევზაობისთვის, ასევე ყრუ მონტაჯის დროს ღრმა ადგილებში. 4,5 მეტრის მატჩის ჯოხები უფრო მძლავრები არიან, ეს გასაგებიც არის, ვინაიდან შორს თევზაობა მოითხოვს მძიმე ტივტივების დაყენებას და თევზიც ნაპირიდან მოშორებით უფრო დიდი ჯდება. ასე რომ ამ ზომის ჯოხს ვურჩევ მეთევზეებს, რომლებსაც შორს და ღრმა ადგილებში უწევთ შედარებით დიდ თევზზე თევზაობა. 

match_2

 

  • მატჩის ჯოხი –სიგრძე 4,8 მეტრი. ამ ზომის ანკესებით შეიძლება ითევზაოთ სიღრმეზე, ყრუ მონტაჯით და ძალიან ფრთხილ თევზზე როდესაც ტივტივის წონა 1-2 გრამს არ აჭარბებს. იგი ძალიან მგრძნობიარეა და თევზს უხმაუროდ მიეწოდება. მეორე შემთხვევაში როდესაც თქვენ გიწევთ სუსტ დინებაზე თევზაობა. ასეთ დროს სრიალა ტივტივა ართულებს პროცესს და ამიტომ საჭიროა ყრუ მონტაჟი, შესაბამისად ჯოხიც გრძელი უნდა იყოს.
  • სიგრძე 5-6 მეტრი. ამ ზომის ჯოხები უკვე საკმაოდ სპეციფიკურური ანკესებია. დავიწყოთ იმით რომ, როგორც მათი წინამორბედი, ტივტივის ყრუ მონტაჟით, ესენიც მშვენივრად მუშაობენ ფრთხილ თევზთან, ოღონდაც უფრო დიდ სიღრმეებზე. მეორე და ძალიან მნშვნელოვანი – მდინარეზე თევზაობა. ასეთ შემთხვევაში თევზაობენ გატარებით და საკმაოდ შორს უშვებენ ტივტივას. მაგრამ ამ ანკესის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დიდ თევზზე თევზაობა, კერძოდ კარპზე. მსხვილ თევზსთან ჭიდილის დროს, განსაკუთრებით კარგათ გრძნობს მეთევზე აღნიშნული ჯოხების უპირატესობას.
  • ანკესი ცვლადი სიგრძით. კატალოგებში ხშირად წააწყდებით მატჩის ჯოხებს, რომლებსაც ერთი შეხედვით გაურკვეველი სიგრძის მონაცემი უწერიათ მაგ. 4,8/ 5,4. ან 4,2/4,8/5,4 ეს გახლავთ ე.წ. მულტი მატჩი ან მატჩი ცვლადი სირძით. ეს საშუალებას გაძლევთ, სიტუაციის მიხედვით, ითევზაოთ როგორც მოკლე, ასევე გრძელი ვარიანტით. ორი ან სამი სხვადასხვა სიგრძე მიღწეულია დამატებითი ჩასადგამი ჯოხის არსებობით, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში აგრძელებთ ანკესს. რა თქმა უნდა ჯოხის დაგრძელების შემთხვევაში ბალანსი და ყწობა ირევა, მაგრამ ამ ფაქტთან გვიწევს შეგუება, ვინაიდან ფაქტიურად ორ ან სამ, სვადასხვა სიგრძის ჯოხს ვღებულობთ. ასეთი ტიპის ჯოხები შეუცვლელი შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით დამწყები მატჩისტებისთვის, როდესაც სათევზაო ადგილი უცნობია და ადილზე გვიწევს გარკვევა, თუ რა მანძილზე უნდა ვითევზაოთ. ამიტომ მე ყველას ვურჩევ (განსაკუთრებით დამწყებებს), შეიძინონ ამდაგვარი ანკესები.

წყობა და სიხისტე

შემთხვევით არ მომხდარა ამ ორი პარამეტრის გაერთიანება ერთ პუნქტში. ეს ორი მახასიათებელი განაპირობებს ერთერთ მნიშვნელოვან მომენტს; შეძლებთ თუ არა თევზის მოყვანას თქვენს ჩოგან ბადემდე, თუ თევზი მოახერხებს განთავისუფლებას ნესკავიდან.

match_3

ნელი, მაგრამ ხისტი ჯოხები ყველაზე მოსახერხებელია დიდი თევზის გამოსაყვანად. ანკესი არ უნდა იღუნებოდეს და პირიქით ერთგვარად ამუხრუჭებდეს თევზის დარტყმებს.

ნელი, ნაგრამ რბილი ჯოხები მშვენივრად მუშაობენ საშუალოზე პატარა თევზების გამოყვანის დროს.

სწრაფი, მაგრამ ხისტი ჯოხები განკუთვნილია ნაპირიდან შორს, მძიმე ტივტივით თევზაობისთვის. ეს ანკესები, შორ მანძილზეც განაპირობებენ მშვენიერ ამოკვრას, თუმცა დიდი თევზის გამოყვანა დამოკიდებული ხდება მეთევზის ოსტატობაზე და კოჭას ფრიქციონის გამართულ მუშაობაზე.

სწრაფი და რბილი ჯოხები განაპირობებენ კარგ და დამაჯერებელ ამოკვრას, გამოყვანის დროს, გვაძლევენ საშუალებას ვმართოთ თევზი და არ დავუშვათ მისი გაქცევა. წყობის და სიხისტის ეს შერწყმა, გვეხმარება წარმატებით ვითევზაოთ საშუალო ზომის თევზზე.

ტესტი

ამ პარამეტრს ნაწილობრივ შევეხეთ წინა პუნქტში. ანკესის ტესტის არჩევისას უნდა ვიცოდეთ სათევზაო პირობები, სად მოგვიწევს ყველაზე ხშირად თევზაობა და როგორ ტივტივებს გამოვიყენებთ. დამეთანხმებით არალოგიკურია იყიდოთ მატჩის ჯოხი, რომელსაც გააჩნია ტესტი 2-8 გრამი და ითევზაოთ 14+4 გრამიან ტივტივით. ასეთ შემთხვევაში გირჩევთ და ყველაზე უნივერსალური ვარიანტია ჯოხები ტესტით 5-25 გრამი. ეს ანკესები საშუალებას მოგცემენ ითევზაოთ მსუბუქი ტივტივით და ამ დროს არ შეგიქმნიან პრობლემებს, ვთქვათ მძიმე ვაგლერებით თევზაობისას.

აწყობა.

ეს პუნქტი გულისხმობს ძუის გამტარ რგოლებს, მათ რაოდენობას და განლაგებას. აგრეთვე ანკესის ტარის და კოჭას დამჭერის აღწერას ჯოხზე. განვიხილოთ სათითაოდ:

4.1 გამტარი რგოლები. როგორც წესი მატჩის ანკესებზე კარგი ხარისხის და რაც მთავარია მსუბუქ გამტარ რგოლებს აყენებენ. ეს რგოლები მაღალ ფეხზე დგანან, იმიტომ რომ, ძუას და ჯოხს შორის მანძილი აუცილებლად დიდი უნდა იყოს რათა არ მოხდეს სველი ძუის მიკვრა ჯოხზე და ამით ხელი არ შეგვეშალოს გადაგდებაში. მაგრამ არსებობს მომენტები რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. პირველ რიგში წვერის უკანსკნელი რგოლი ( რუსულად тюлпан), არ უნდა იყოს ძალიან პატარა დიამეტრის, ვინაიდან სრიალა ტივტივის მონტაჟის დროს საჩერი თავისუფლად უნდა მოძრაობდეს ამ რგოლში და გადაგდებისას არ უნდა გიქმნიდეთ პრობლემებს.

match_4

4.2. კოჭას დამჭერი. რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ? – ერთადერთი ის რომ იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება კოჭა თავისუფლად აღმოჩნდეს თავის დამჭერში, ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგჯერ კოჭას დასამგრებელი ნაწილი, ან მატჩის კოჭას დამჭერი შეიძლება არასტანდარტული იყოს. უბრალოდ რო ჩასვამთ კოჭას, კარგათ მოუჭირეთ დამჭერის ხრახნს, ისე რომ კოჭას ძვრა არ ჰქონდეს. სხვა მნიშვნელოვანი მომენტები აქ არ გვხდება.

4.3. ანკესის ტარი:

4.3.1. მასალა. ერთი შეხედვით უმნიშვნელო პარამეტრია, რომელსაც გავლენა აქვს მხოლოდ ჯოხის ვიზუალურ და ესთეტიურ ფაქტორზე. მაგრამ მთლად ასეც არ არის. ძირითად მასალად იყენებენ ორ ელემენტს კორპს და ნეოპრენს. მე მაინც გირჩევთ კორპის ტარიან ჯოხებს, ვინაიდან იგი ნაკლებად ისვრება. თევზაობის დროს ხელები ხშირად გვესრება თევზის დასაკვები სხვადასხვა საჭმელით, ზოგჯერ ბურთულების მოზელისას გვიწევს თიხის დამატებაც და ა.შ. ამ დასვრილი, თან წებოვანი, ხელით ნეოპრენის ტარზე შეხებისა რამოდენიმე თევზაობის შემდეგ, შავი ფერის ტარი მიიღებს ყავისფერ ელფერს, რომელიც სხვათა შორის ძალიან ძნელად იწმინდება. ეს არ ემართება კორპის ტარიან ჯოხებს (მისი გაწმენდაც უფრო ადვილია). თუმცა ამ ფაქტორთანაც გვიწევს შეგუება, ვინაიდან ძალიან ბევრი ცნობილი ფირმის ჯოხებია ნეოპრენის ტარით აღჭურვილი, მთლიანად თუ არა, კოჭის დამჭერის წინ მაინც.

match_5

4.3.2. ტარის სიგრძე. ამ პარამეტრზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოხეხებულად თევზაობა. თუმცა კონკრეტული რჩევის მოცემა ძნელია, ვინაიდან ყველა მეთევზესთვის ეს არის ინდივიდუალური მომენტი. თქვენ თვითონ უნდა მოირგოთ ჯოხის ტარი, თანაც კოჭა ზედ უნდა ეკეთოს და ისე გააკეთოთ გადაგდების იმიტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის პირას შეიძლება პრობლემები შეგექმნათ ზუსტ და შორ მანძილზე გადაგდებასთან დაკავშირებით.

ეს იყო ის ძირითადი მომენტები, რომლიც თქვენ უნდა გაითვალისწინოთ მატჩის ჯოხის შეძენის დროს.

 წარმატებულ თევზაობას გისურვებთ.

გიგა ამაშუკელი

Share