არპის, ტივტივაზე დაჭერა -არასტანდარტული თევზაობაა. მისი ჭერის კლასიკური მიდგომიდან გადახვევაა. და მაინც რითი არის გამართლებული ტივტივით კარპის დაჭერა?

1

ტრადიციულად ითვლება , რომ კარპს იჭერენ ძლიერი, შორსსატყორცნი ჯოხებით, ფსკერული მეთოდის მრავალნაირი მძიმე მონტაჟებით. არაფერი ამდაგვარით თანამედროვე ტივტივით თევზჭერის მიმართულებები არ ხასიათდება: „მახი“ , „შტეკერი“, „მატჩი“. და მაინს რატომ ტივტივა?

მთავარი მაინც თევზთან ბრძოლის შეუდარებელი აზარტია. აზარტი და ინტრიგა: ვინ ვის? რადგან არც თუ ისე დიდი (კარპის განზომილებების მიხედვით) ეგზემპლარის დაჭერა, დიდი ხნით მუხტავს ადრენალინით ტივტივით მოთევზავეს, როდესაც სტანდარტული კარპის ჯოხით ასეთივე ეგზემპლარის გამოყვანა, როგორც იტყვიან „გლისერზეც“ შეიძლება, რაც არ იძლევა თევზის გამოყვანით ტკბობის საშუალებას. ასეთი აღჭურვილობა გათვლილია საკმაოდ დიდ ედზემპლარებზე და წვრილი თევზის გამოყვანა კარგი კეკნვის შემთხვევაში არ იძლევა შესაბამის დადებით მუხტს.

2

მაშასადამე დავიწყოთ სათევზაო ჯოხით. 1 კგ-მდე თევზის საჭერად სავსებით გამოდგება ჩვეულებრივი უნივერსალური შორს სასროლი ჯოხები, მაგრამ მათგან ყველაზე გამძლე 10-12 გრამიანი ტესტებით უკვე ფრთხილი მოსაპყრობია, რადგან კარპის გამოყვანისას დატვირთვები მიახლოებულია მაქსიმალურთან. უფრო დიდი ზომის ეგზეპლარებისათვის , ძირითადად 3-4 კგ. გამოიყენება სპეცილური , მაღალი გამძლეობის მატჩის ჯოხები. მათზე ძირითადად არის არნიშვნა „კარპი“ ან „კარპი მაჩი,“ ანდა კატალოგებში მითითებულია მათი გამოყებენის დიაპაზონი. მიუხედავად სიმკვრივისა ამ ტიპის წყობის ჯოხები, იკავებენ საშუალო ადგილს რბილსა და მკვრივ ჯოხებს შორის, რაც დაკავშირებული შედარებით მსუბუქი აღჭურვილობის 5-12 გრ. მაქსიმალურ შორს დისტანციაზე ტყორცნასთან. ასეთი ტყორცნა ითვალისწინებს რბილ პარაბოლურ წყობას და ამავე დროს მსხვილი ეგზემპლარის გამოყვანა საჭიროებს სიმკვრივეს და ჯოხის ადვილ მართვას. ყველა ამ პირობას კი აკმაყოფილებს კარპისათვის განკუთვნილი მაჩის ჯოხების წყობა.

რადგანაც ტივტივისა და ტვირთის ჯამური წონა იშვიათად აღემატება 15-17 გრამს, ჯოხების ტესტები მერყეობს 5-20 გრამის ფარგლებში და მწარმოებლები ძირითადად არ უთითებენ ტესტებს რაც თავისტავად გულისხმობს 5-20 გრ. ტესტების სხვა ნიშნულების შემთხვევაში ჯოხზე აუცილებლად უნდა იყოს მინიშნება, მაგრამ ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ მაღაზიის კონსულტანტს ან ჩახედოთ მწარმოებლის კატალოგს. კარპის საჭერი ჯოხების სიგრძე მერყეობს 3.6 მეტრი დან 4.8 მეტრამდე რაც განპირობებულია სათევზაო ადგილის სპეციპიკით (დაბალი ხეები და ბუჩქები, მცირე მოსაქნევი ადგილი და ასე შემდეგ). ოქროს შუალედად ითვლება ჯიხების სიგრძე 4.2 მეტრი, რაზეც ის ფაქტი მიუთითებს რომ მეტ წილ კარპის მაჩის ჯოხებს აქვთ აღნიშნული სიგრძე. სხვა პარამეტრები, როგორიცაა ჯოხზე გამტარი რგოლების რაოდენობა და მასალა, ხელის მოსაკიდებელი ადგილის კონსტრუქსია და მასალა, თვითონ ჯოხის წონა და სხვა განისაზღვრება გამოყენებული მასალით, კონსტრუქციული გადაწყვეტის მიხედვით და რა თქმა უნდა ფასით. ნორმალური ხარისხის ჯოხების მწარმოებელი ფირმებია: Maver, Browning და Daiwa-ს ზოგიერთი მოდელი. ეკონომიური მოდელიბის შეძენის მსურველებმა ყირადღება უნდა მიაქციონ ისეთი ფირმის ნაწარმს, როგორიცაა მაგალითად Zebko და რათქმაუნდა საუკეთესო ხარისხის ჯოხები Daiwa-სგან. არსებობს რა თქმა უნდა სხვა მწარმოებელი კომპანიებიც, რომლებიც იმსახეურებენ ყურადღებას და არ ჩამოუვარდებიან ხარისხით აღნიშნული კომპანიების ნაწარმს.

5 

მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი რათქმაუნდა არის კოჭა. კოჭების არჩევის ძირითადი ელემენტია გადაცემის მაღალი შეფარდება.(არანაკლებ 5,1:1, უკეთესია 6,0-6,2:1) მაქოს დიდი დიამეტრი 40-45 მმ. ძალიან მნიშვნელოვანია ფრიქციონის სწორი, რბილი და გამართული მუშაობა, რადგან კარპის და საერთოს მსხვილი თევზის გამოყვანისას სამუშაოს ლომის წილს თავის თავზე კოჭა იღებს, განსაკუთრებით წვრილი ძუის გამოყენებისას ხისტ ჯოხებზე. ბევრი მეთევზის აზრით უკეთესია, როდესაც კოჭას ფრიქციონის რეგულატორი განლაგებული აქვს უკან, რას აადვილებს გამოყვანის დროს რეგულირებას და თანაც ბოლო პერიოდში მწარმოებლები მაჩის კოჭებს უშვებენ უკანა რეგულატორით.

რაც შეეხება ძუას, მნიშვნელობა აქვს მის დატვირთვის ტესტს და არა იმას ძირვადია ის თუ მცურავი. ძირითადად გამოიყენება ძუა დიამეტრით 0,18-0,2 მმ. თუ თევზაობის დროს არის საჭიროება უფრო მსხვილი ძუის გამოყენება საჭიროა შესაბამისი ანკესის შერჩევაც. კარგია თუ სათევზაოთ წაიღებთ დამატებით მაქოს, რომელზედაც დახვეული იქნება იგივე ზომის ძუა. აუცილებელია სადავის ძირითად ძუაზე 0,02 მმ.-ით ნაკლები დიამერტის ძუის გამოყენება. ეს დაიცავს თქვენს ძირითად აღჭურვილობას და რათქმაუნდა საჭიროების შემთხვევაში სადავის შეცვლაც უფრო ადვილია.

ტივტივის ტვირთამწეობის შერჩევისას გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი: პირველი, მან უნდა უზრუნველყოს შორი და ზუსტი ტყორცნა. მეორე, ტვირთის მასამ უნდა უზრუნველყოს მონტაჟის დაკვებილ ადგილზე გაჩერება და მესამე, ეს ორი პირობა უნდა იყოს გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის , რომ დღის განმავლობაში შესაძლებელია სათევზაო პირობების შეცვლა. როგორც წესი იცვლება ქარის მიმართულება და ძალა, ტალღები და სხვა) თუ მესამე პირობა არ იქნება გათვალისწინებული დროდადრო მოგიწევთ გადაკეთება, თუ არა და საგრძნობლად შემცირდება კენკვა. შეიძლება ასევე ცვლადი წონის ტივტივების გამოყენება სადაც ამინდის შესაბამისად შეიძლება წონის მომატება და დაკლება, მონტაჟის შესამაბისი ბალანსის მისაღწევად.

 არის გავრცელებული დიდი ნემსკავების გამოყენების ჩვევა ეს კი პირდაპირ მოქმედებს კენკვის ხარისხსა და სიხშირეზე და ასევე თევზის გასხლეტაზე. კარპს საკმაოდ ძლიერი და ხორციანი ტუჩები აქვს, რომელსაც მშვენივრად ედება კაუჭი და კერძოდ უფრო პატარა ზომის კაუჭები იძლევა ნაკლებ გასხლეტებს. ძირითადად იყენებენ #14-დან #10 მდე ზომის კაუჭებს და რა თქმა უნდა კაუჭები უნდა იყოს ძალიან ბასრი.

წყალსაცავთან გაცნობის , ადგილის არჩევის და აღჭურვილობის გამართვის შემდეგ საჭიროა მაქსიმალური სიზუსტით ფსკერის რელიეფის შესწავლა. რადგანაც კარპის ჭერა ძირითადად ხორციელდება ერთფეროვანი ფსკერის მქონე წყალსაცავებში, ფსკერის რელიეფის ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა დააინტერესოს მეთევზე. ადგილის შერჩევას გარკვეული პრაქტიკა სჭირდება და ეს თემა ცალკე განხილვის საკითხია. მეთოდებისა და წესების შესახებ აუცილებლად ვისაუბრებთ შემდეგ თავებში.

პატივისცემით: ლევან ბაქრაძე

Share