თევზი ქარიყლაპიასებრთა ოჯახისა.აღწევს 1.8 მეტრს სიგრძეში, 35კგ წონამდე.ყველაზე დიდი ასაკის ქარიყლაპია რომელიც იქნა ნაპოვნი 33 წლის იყო..გავრცელებულია ევროპის,აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის წყლებში.მასიურ სარეწარო ფასეულობას არ წარმოადგენს.თუმცა დაბალი ცხიმიანობის გამო 2-3% აქვს დიეტური ფასეულობა.საქართველოში გვხვდება დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა (ჩოლოკი, ნატანები, სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, ენგური, ნოღელა, შავწყალა) და ტბებში.კარგად გადააქვს წყლის მჟავიანიბა.
გამრავლება
ტოფობს ადრე გაზაფხულზე (ჩვენთან მრავლდება თებერვალი-მარტში,როდესაც წყლის ტემპერატურა 3-6 აღწევს).საქვირითე ასაკს მდედრი 3-4 წლისას აღწევს,მამრი კი 4-5 წლის ასაკში.ქვირითს ყრის წყალმარჩხ ადგილებში სანაპიროს მცენარეებზე სირღმეზე 0.5 დან 1 მეტრამდე,მდედრი მიდის სანაპირო ზოლზე 2-4 მამრის თანხლებით,(დიდ მდედრს 6 დან 8 მდე მამრი მიყვება,) და დღლაფუნის მეშვეობით ყრის ქვირითს.თევზის სიდიდიდან გამომდინარე მას შეუძლია 17.5 დან 215 ათასამდე მარცვლის დაყრა.ქვირითი მსხვილია,3მმ-მდე.
წყლის ტემპერატურიდან გამომდინარე,ქვირითის განვითარება მოიცავს 8-14 დღეს.
კვების რაციონი-ზოგადი დახასიათება
ქარიყლაპია,კანიბალი მტაცებელი თევზია რომელიც იკვებება წყლის სხვა და სხვა უშუალოდ ცოცხალი ბინადრებით.მის კვებით რაციონს შეადგენს ბაყაყი,სხვა და სხვა ჯიშის თევზი რომელიც არ აღემატება მას სიდიდთ,პატარა ფრინველები რომლებიც წყლის ზედაპირზე ჯდებიან.
ქარიყლაპია არ არის გუნდური თევზი,ნადირობს მარტო,საფარიდან.ქარიყლაპიისთვის დამახასიათებელია ქვედა ყბის კბილების შეცვლა,ზედა პირის ღრუზე მას 2-4 მომცრო კბილების წყობა აქვს ახლოდ განლაგებული ერთმანეთთან რომლებიც წარმოადგენენ ერთიან ჯაჭვურ წყობას,ისინი ხელს უწყობს მას ნადავლის მჭიდროდ დაკავებისათვის,ხოლო ბასრი,მჭრელი კბილები მას ერთ წყობად ქვედა ყბაზე აქვს განლაგებული.
სახეობები
ქარიყლაპიასებრთა ოჯახი 5 სახეობებიდან შედგება.
Esox lucius-ჩვეულებრივი ქარიყლაპია.
Е. reicherti-ამურული ქარიყლაპია,გვხვთება ამურის ბასეინებში და სახალინზე.
და სამი მასკინონგის სახეობა.გავრცელებულები არიან მხოლოდ აღმოსავლეთ ამერიკაში
Е. niger-ზოლებიანი მასკინონგი
Е. americanus-წითელფარფლა მასკინონგი.
ქარიყლაპიაზე თევზაობა
ამ მტაცებელ თევსზე,თევზაობის მრავალი მეთოდი არსებობს,მას იჭერენ ტივტივით,სატყუარათ კი ცოცხალ მომცრო თევზს აგენებ,ასევე ყველაზე გავრცელებულია მასზე სპინინგით თევზაობა,სხვა და სხვა ხელოვნური სატყუარის მეშვეობით.
ავტორი: ზაზა ლალიაშვილი