ვიდეო გადაღებულია 2013 წლის ნოემერში, კახეთი, კონდოლის კერძო მეურნეობა.
ვთევზაობდით ფიდერის ერთერთი წარმატებული ნაირსახეობით – ფლეტით.
ფლეტზე გამოყენებულიაა ქარხნული დასაკვები – “sensas method feeder mix original”, თუმცა ასეთ კერძო ტბებზე, სადაც თევზის კონცენტრაცია საკმაოდ მაღალია, მას ძალიან მარტივად ჩაანაცვლებს საფანელში გარეული “კოპტონის” ფხვნილი.
სატყუარად კი გამოყენებულია კონსერვირებული სიმინდი, და აუცილებლად მოკლე, 5-8სმ იან თმიან მონტაჟზე.