საგაზაფხულო ტურნირი “კუმისი 2014”

12 აპრილისთვის ადრევე დავიწყეთ მზადება, ტურნრიამდე 2 ასვლა მოვასწარით კუმისზე მე და ჩემმა გუნდელებმა – 6 აპრილს და 9 აპრილს.
პირველ ასვლაზე (6 აპრილი) ყველა ჩვენი სტრატეგიით ვთევზაობდით, ვინ შორს, ვინ ახლოს. სხვადასხვა მონტაჟებით, ყველას სხვადასხვა საკვები გვქონდა. საღამოს რომ გავაანალიზეთ შედეგები, ასეთი დაკვნა გამოვიტანეთ: ჩარტყმები იყო ძირითადად წიტელ ჭიაზე, ან წითელი და თეთრი ჭიის ბუკეტზე, ნემსკავი 16 ნომერი ყველაზე შედეგიანი, სადავეები დაახლოებით 50-80სმ. დისტანცია საშუალო (30-40 ბრუნი), შორს აზრი არ ქონდა. არც ძალიან ახლოს.
მეორე ასვლაზე (9 აპრილი) ისეთი ქარი იყო რომ ჩაის დალევის მეტი ვერაფერი გავაკეთეთ. ჩარტყმა საერთოდ არ გვქონია. მეზობლებმა- პროფიშერის გუნდმა კი შესძლო რამოდენიმე კარჩხანის, საზანის ლიფსიტის და ხრამულის დაჭერა… მოკლედ მეორე ვარჯიში სრულიად უშედეგო აღმოჩნდა ჩვენთვის.
ტურნირის წინ სტრატეგია ერთად დავსახეთ ბიჭებმა, გვონდოდა რომ ზუსტად გვცოდნოდა როდის რა უნდა გაგვეკეთებინა.
სტრატეგია ასეთი გვქონდა – ორი სხვადასხვა ბაზა, ორივე ნეიტრალური და ყოველგვარი მსხვილი ფრაქციისგან გამოცლილი. რისთვისაც სპეციალურად ვიყიდეთ წვრილი საცერი.
ბაზა 1: კოპტონის ფხვნილი + ქატო + ჰერკულესი + საფანელი.
ბაზა 2: სალმოს დასაკვები “კარჩხანის” + კოპტონის ფხვნილი
გვქონდა მშრალი ვაი არომატები: ქინძი და თუ არ ვცდები კვლიავი. საჭიროებისამებრ უნდა დაგვემატებინა პორცია პორცია საკვებურში დატენვის დროს და გვენახა შედეგს გამოიღებდა თუ არა.
რაც შეეხება მსხვილ ფრაქციას, გვქონდა ტეთღი და წითელი ჭია, რომელსაც ასევე საჭიროებისამებრ დავამატებდით პირდაპირ საკვებურში.
დაკვებით უნდა დაგვეკვება 2 დისტანცია, შორი და საშუალო. და შემდეგ გვენახა სად წამოვიდოდა თევზი.
სალმო წინასწარ გავამზადე სახლში, რომ კარგად გამჯდარიყო წყალი და დამძიმებულიყო, მეორე ბაზა კი წყალზე გავაკეთეთ კენჭისყრამდე. საგულდაგულოდ გავცერით დასველებამდეც და დასველების შემდეგაც და შედეგაც ფაფუქი, ჰაეროვანი დასაკვები მივიღეთ.
კენჭისყრა. მე ა8 სექტორში ვარ, ზურა ბ ზონაში, მახო ც-ში. ჩემს გვერდით მე9 სექტორში თენგოა, მე7ში ირაკლი კიკვაძე. სექტორი არასასიამოვნოდ ტალახიანი…
გავემზადე. ჯოხები 3,60 მედიუმი, ყველაზე მგრძნობიარე ქვივერები, სადავეები 60სმ შიმანო ანტარესი 0,1მმ, ნემსკავები owner 16. საკვებური ფოდერსპორტი 42გ. მონტაჟი ინლაინი ნაწნავით. ფსკერი არ გამისინჯავს, დარწმუნებული ვიყავი რომ საინტერესოს ვერაფერს ვნახავდი. სტარტის სიგნალი. ხუთ ხუთი საკვებური გავუშვი შორს 65 ბრუნი და საშუალო 35 ბრუნი დისტანციაზე. შორს სალმო, ახლოს ქატო და კოპტონი. დავიწყე შორი დისტანციით. ვხვდები მთავარი კონკურენტი გვერდზე მიზის – თენგომაც შორი დისტანციით დაიწყო, ოდნავ უფრო შორი, ვიდრე ჩემი. ამ მანძილს რაკეტით ფარავდა – მე რაკეტები არ მიყვარს :) პირველივე ამოღებაზე თენგოს კარჩხანა ამოყავს. ჩემთან არაფერი. პირველი საათის განმავლობაში თენგომ კიდევ ამოიყვანა 2 თევზი, ჩემთან ისევ არაფერი. პერიოდულად გადმოვდივარ ახლო დისტანციაზე, და იქაც არაფერი. მე2 საათი იწურება. 0 ვარ. ვცდილობ საკბვებურში დამატაო ბევრი ცოცხალი კომპონენტი ან სხვადასხვა არომატიკა, უშედეგოდ.
med_gallery_11_86_287640.jpg
ვხედავ რომ ნაპირთან ახლოს უამრავი გასაცოდავებული თევზი დაფრატუნობს, გადავაგდე იქვე 10მ ში სატყუარა და შევისვენე. ანკესის ამოღებისას წვრილი კარასი ამოყვა – 0 დან გავედი. მაგრამ ამ დისტანციაზე გაგრძელებას აზრი არა აქვს, სიღრმე სადღაც 10 სმ ია.
დროდადრო ბიჭებისგან მომდის ამბები, მახოც 0ზეა, ზურას 3 თუ 4 თევზი ყავს დაჭერილი. ზოგადად ბევრი ვერ იჭერს და ეს მამშვიდებს. მივხვდი რომ რაღაცა უნდა მეღონა. დავანებე შორ დისტანციას ტავი და ჯიუტად დავიწყე საშუალო დისტანციის დაკვება, გადაგდება ამოღებას შორის 200-250 თვლა. დაკვება უზუსტესი, რამოდენიმე სროლა გამოცუდდა თუ არა, ჰაერშივე შევაჩერე და თავიდან ვისროლე. დაახლოებით 12 საათია, დაიწყო ჩარტყმები. რამოდენიმე კარჩხანა ამომყავს, თან მიყოლებით. მერე ისევ ჩერდება.
სადღაც 1 საათისკენ გაბედული ჩარტყმა და ცოცხალი მოწინააღმდეგე ანკესის მეორე ბოლოს – 220გ ხრამული ბადეშია. ალბათ ეს ხრამული მარტო ტურნირებზე იჭირება კუმისზე :)
მივხვდი რომ ამოვიქაჩე – ეხლა მთავარია ისევ დავიჭირო რამოდენიმე კარჩხანა და საქმე არც ისე ცუდად იქნება . თენგო იგივე ტემპში იჭერს კარჩხანებს შორი დისტანციიდან. სამაგიეროდ ბონუსი არ ყავს.
ჩემი საშუალო დისტანცია ისევ მუშაობს, ხანდახან ვურევ ქინძს დასაკვებში, რამოდენიმე თეთრ ჭიას და წიტელი ჭია +  თეთრი ჭია ნემსკავზე, რატომღაც სულ ვასხამ შოკოლადის სპრეის. ჩარტყმები აქვს. მეტს აღარ ვფიქრობ, ტემპი მიჭირავს და ჯიუტად ვაგრძელებ იგივეს. თენგო საშუალო დისტანციაზე აღარ გადმოდის – ცოტა დრო რჩება ფინიშამდე და დაკვებილ ადგილს ვერ ელევა.
med_gallery_11_86_869904.jpg
ფინიში. მგონია რომ ზონაში მე2 ან ჰაჰა მე3 უნდა ვიყო. მახო მირეკავს და ამბობს რომ ზონა მოიგო. ანუ შანსი დიდი გვაქვს.
ჩემი წონა 420 გ, იგივე წონა აქვს გიორგი ლაფაჩს – პირველადაა ტურნირზე. თენგო 290გ -ხრამულმა აშკარად მიშველა, თორემ ალბათ 5 ქულას ავიღებდი ზონაში.
ჩემი გუნდელების შედეგები ასეთია: მახო 1,5 ქულა, ზურა 2 ქულა , ჩემიც 1,5. მოკლედ 5 ქულით გავედით 1ელ ადგილზე. ურიგო არ იყო :)
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ ზვიგენებს – მახოს და ზურას. ეგრე გააგრძელეთ!
მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მონაწილეს დაძაბული ვითარებისთვის და აზარტისათვის. განსაკუთრებით თენგოს – ნამდვილი ორთაბრძოლა იყო :)
ნელნელა ვხვდები რომ თევზაობას და ტურნირს საერთო არაფერი აქვს. ერთი აზარტული დაძაბული შეჯიბრია – მეორე დასვენება :) ერთიც საჭიროა და მეორეც!
გიგა გაბრიაძე – Smart Feeder
ლინკი ფორუმზე: ლინკი
Share