ძვირფასო მეგობრებო! მინდა სიხარულით შეგატყობინოთ, რომ “საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია” დღეს, 14 ნოემბერს, FIPSed-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა!!!

მოგეხსენებათ, შემოდგომის დასაწყისიდან დავიწყეთ მოლაპარაკებები ამ საკითხის თაობაზე ფიბსედის ოფიციალურ პირებთან. ჩვენ საქმეს კურირებდა ბატონი იგორ ჩინიაკოვი, ფიბსედის ვიცე პრეზიდენტი, არაჩეულებრივი ადამიანი და საქართველოს დიდი გულშემატკივარი. სწორედ მისი ხელშეწყობით, 12 ნოემბერს გავიდა ჩვენი წევრობის საკითხი ფიბსედის პრეზიდიუმზე და ერთხმად მიგვიღეს სპორტული თევზჭერის მსოფლიო ოჯახში. ბატონმა იგორმა დღეს ოფიციალურად მოგვწერა ამის შესახებ. 2016 წლის აპრილში ჩატარდება თევზჭერის მსოფლიო ორგანიზაციების დიდი ყრილობა, სადაც უკვე საბოლოოდ ხელი მოეწერება ჩვენს წევრობას და გადმოგვეცემა შესაბამისი დოკუმენტაცია.

fipsed

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ “საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია” წარმოადგენს ოფიციალურ სპორტულ ორგანიზაციას, სადაც გაერთიანებულია 4 ფედერაცია და 3 კლუბი. სულ 128 სპორტსმენი მეთევზე. ესენი არიან:

  • საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია;
  • საქართველოს კარპფიშინგის ფედერაცია;
  • საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაცია;
  • საქართველოს ტივტივით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია;
  • საქართველოს ფლაიფიშინგის კლუბი;
  • საქართველოს კარპფიშერთა კლუბი;
  • შიდა ქართლის სპორტული თევზაობის კლუბი “ალიგატორი”

2016 წლიდან ჩვენი ფედერაციის წევრებს შეუძლიათ ასპარეზობა მიიღონ ნებისმიერი დონის მსოფლიო ტურნირებზე. ამჯერად განაცხადში მითითებულია ფიდერით სპორტული თევზჭერა და კარპფიშინგი. ალბათ სულ მალე წამოგვწევიან სპინინგისტები და სხვა სახეობებიც.

ყველას გიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩვენ უკვე მსოფლიო აღიარება მოვიპოვეთ, ვისურვებდი, რომ  სულ მალე მსოფლიო ჩემპიონებიც გავმხდარიყავით.

Share