1 მაისი
ტურნირი ფიდერით თევზჭერაში “დებედა მასტერსი”
ადგილმდებარეობა: დებედას ტბა

მოგვიანებით ვწერ ამ ჩანაწერს, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს :)
მოკლედ ძალიან გულდაწყვეტილი და ამავდროულად კმაყოფილი დავბრუნდი სახლში. გულდაწყვეტა იმაში მდგომარეობდა, რომ ბევრი შეცდომა დავუშვი ტურნირზე, არ ვიყავი მზად ამ შეცდომის გამოსასწორებლად და შედეგიც ცუდი მივიღე, მაგრამ კმაყოფილი იმიტომ დავბრუნდი  რომ ამ შეცდომებს მივხვდი, პრაქტიკული და თეორიული გამოცდილებაც მივიღე  და ყველაზე მთავარი – პროცესით ვისიამოვნე!!!

Giga_bai
მე და თენგოს 3 ჯერ მოგვიწია ჩასვლა დებედას ტბაზე ტურნირამდე. პირველ ჩასვლაზე არაფერი გეგმა და სტრატეგია არ შეგვიმუშავებია. უბრალოდ წავითევზავეთ. ვთევზაობდით ადმინისტრაციის მოპირდაპირედ, ტირიფის ხესთან. რამოდენიმე კარგი ზომის თევზიც დავიჭირეთ. ვთევზაობდით მეთოფ ფიდერით და სპროტული მონტაჟით. დამატებითი საკვების ბაზა SENSAS BIG FISH და კონსერვის სიმინდი იყო. ნაწილი ამ საკვების პურის ცომში გავურიეთ, ნაწილი დასკავებად დავიტოვეთ. ვთევზაობდით როგორც დაკვებილ ისე დაუკვებავ წერტილებში. უპირატესობით დაუკვებავი ადგილი სარგებლობდა, რაც ალბათ იმის მანიშნებელი იყო, რომ თევზი ფრთხილობდა.

მეორე ჩასვლაზე გადავწვიტეთ ადმინისტრაციის მხარეც დაგვეტესტა. თენგო ადმინისტრაციის შენობასთან დადგა, მე ცოტა შუაში. დავიწყეთ თევზაობა. დამატებითის ბაზა იგივე გვქონდა, ცოტა დამატებული ბურთულეული და არომატიკა ანანასის. თენგო თევზაობდა მეთოდ ფიდერით.დაიჭირა რამდენიმე მოზრდილი თევზი. ჩემს მხარეს რაც შეეხება, წვრილი საზანი მოსვენებას არ მაძლევდა. ვცვლიდი დისტანციებს,მონტაჟებს, სატყუარებს, მაგრამ წვრილი თევზი არ მეშვებოდა. შემდეგ ადგილი შევიცვალე და თენგოსთან დავდექი კუთხეში. ბოლო 1 საათში 2-იოდე მოზრდილი თევზის დაჭერა შევძელი, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას რომ გასაღებს მივაგენი.
ee02a3fe0f52.jpg
მოკლედ ამ დღემ ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში დამტოვა.

მესამე ჩასვლაზე ადმინისტრაციის მოპირდაპირე მხარეს ჩავედით. შედეგი ისე იგივე. მე არაფერი ექსპერიმენტები აღარ მიტარებია. თენგო ისევ განაპირა ზოლში იჭერს თევზს, გია და მე წვრილ თევზს ვერ ვიშორებთ. მოკლედ უკმაყოფილო დავბრუნდი სახლში. გუნდმა უხეშად შევიმუშავეთ გეგმა. ახალი არაფერი მოგვიფიქრებია.

დადგა 11 მაისიც. კენჭისყრა დაიწყო. აღმოვჩნდი პირველი ზონის 3 სექტორში. მოკლედ სიტუაცია იგივე. პირველ ზონა ადმინისტრაციის მხარეს დუმს. ჩემს გვერდზე მჯდომი ზურა ჩაქალოვი შორ დისტანციაზე ისვრის მეთოდს, დაახლოებით 120 ბრუნზე. წვრილი თევზი არ აწუხებს, ზის და ელოდება დიდ თევზს, ვოვა კოტოვიჩი ერთ მოზრდილ თევზს იჭერს. მე კიდე წვრილ თევზზე ვზივარ :) . მოკლედ მივხვდი რომ ამ პატარა თევზების  დევნას აზრი არ ქონდა, გადავეწყე სპორტულ მონტაჟზე სიმძიმით, მაგრამ ჯოხის სიმოკლის და მონო ძუის სისქელის გამო დისტანციას ვერ ვზრდიდი კარგად. წვრილი თევზი კიდე არ მეშვებოდა. დაახლოებით 2 საათზე ზურას  მოზრდილი თევზი ესტუმრა. აი აქ უკვე მივხვდი რომ თევზი შუა ზოლშია. ჩემს მარჯვნივ მჯდომი ბექა ბაშინურიძეც დაახლოებით ჩემ დისტანციაზე თევზაობს, შეიძლება ცოტა შორსაც და მასაც წვრილი თევზი ყავს, მაგრამ ბექას გვერდზე მჯდომ არტურ ვართარეზოვს მოყავს და მოყავს საზნები შორი დისტანციიდან. მოკლედ ჩვენ ზონაში მოზრდილი თევზი შუა ზოლშია და თევზსაც ის იჭერს ვინც მაგ ზოლში აგდებს სატყუარას.მოკლედ ვერაფერს გავხდი და გადავეწყვე წვრილ თევზზე, დავაპატარავე ნემსკავი და ბოლო დროის მონაკვეთში ვიჭირე ეს წვრილი თევზი. ზურას ამოყავს კიდევ მეორე თევზი, მესამე. ტურნირის დრო იწურება, მთავარი მსაჯი საყვირს იღებს, რომ ფინიშის სიგნალი მისცეს.ზურას წამის მეასედებში კიდევ აქვს ჩარტყმა დიდი თევზის და ბოლო მოზრდილი საზანიც ამოყავს. ტურნირი დამთავრდა. ვიცი რომ ზონაში ბოლო ვარ. B ზონაში თენგო 2 ადგილი აიღო. C ზონაში გიამ მესამე. მე რომ კარგი შედეგი მქონოდა შეიძლება კარგი სასურველი ადგილიც მოგვეპოვებინა. მაგრამ ჩემმა 6-მა ქულამ მეოთხე ადგილზე ჩამოგვაგდო.

მიუხედავად იმედგაცრუებისა ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტურნირით, რადგან ეს პროცესი, ეს გარემო და სამეგობრო დიდ სიხარულს და ბედნიერებას მანიჭებს. მე ბედნიერი ვარ რომ ამ ყველაფერში ვარ ჩართული და ესე თუ გაგრძელდა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ბევრს მივაღწევთ.

დასასრული

ავტორი: გიგა ბაინდურაშვილი

ლინკი ფორუმზე

Share