
დიდი ხანია თანამედროვე მრეწველობაში გამოიყენება წყალში ხსნადი წებო და სხვა მსგავსი სახის მასალები. ამ მასალების მთავარი პრინციპია იყოს გარემოსთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა. კარპზე მეთევზეებიც არ ჩამორჩნენ ამ თანამედროვეობას და მათაც აქტიურად დაიწყეს თავიანთ თევზაობის სტილში წყალში ხსნადი მასალების გამოყენება. კარპ ფიშერებს არ დასჭირდათ სამრეწველო ხსნადი მასალების შეძენა და გამოყენება, რადგან სათევზაო აქსესუარების მწარმოებელმა კომპანიებმა დაიწყეს სხვადასხვა სახის და საჭიროების ესეთი მასალის, ეგრეთ წოდებული PVA-ს წარმოება. კარპზე მეთევზეებს გაუჩნდათ სპეციალურად მათთვის დამზადებული დამატებითი სათევზაო მასალა, ისეთი როგორიცაა PVA ძაფი, PVA პარკი, PVA ბადე და ასე შემდეგ.
სათევზაო ხსნადი მასალების წარმოება თავდაპირველად დაიწყეს ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა როგორებიცაა Gardner-ი და Fox-ი, მათ კი ნელ ნელა შეუერთდნენ სხვა ცნობილი თუ უცნობი კომპანიები.
PVA მასალების წყალში დნობის პროცესი დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე, ერთერთი ფაქტორი წყლის ტემპერატურა, რაც უფრო მაღალია ტემპერატურა წყალში მით უფრო მალე დნება PVA მასალა, ასევე მნიშვნელობა აქვს პროდუქტის სისქესაც. ზოგიერთი მწარმოებელი კომპანია ამზადებს PVA-ს ისეთ პროდუქტს რომელთაც გააჩნიათ სხვადასხვა დროში წყალში ხსნადობა. PVA პროდუქტის ყიდვამდე აუცილებლად უნდა გადამოწმდეს მისი წყალთან ან სხვა თხევად საშუალებებთან რეაქციაში შესვლის დრო, რათა თავიდან იყოს აცილებული ისეთი ფაქტორები როგორიცაა მაგალითად სატყუარის და დამატებითი საკვების შესაბამის ადგილამდე ვერ მიწოდება და გასროლის დროს ჰაერში დაშლა, ანუ ვგულისხმობ იმას რომ თუ ჩვენ PVA პარკში ჩავყრით სველ დამატებით საკვებს, შეიძლება ეს რეაქციაში შევიდეს და სანამ ჩვენ მას გადავაგდებთ მანამდე დაიშალოს, ამიტომ ამ ყველაფერს ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ. თუმცა გააჩნია რაში იქნება ის დამატებითი საკვები დასველებული, იმიტომ რომ ბოილების და დიპების მწარმოებელი ზოგიერთი კომპანა ითვალისწინებს ამ მომენტს და ქმნის ისეთ დიპს რომელიც რეაქციაში არ შედის PVA- პროდუქტთან.
მაგალითისთვის განვიხილით PVA-ს სახეობები სხვადასხვა დამატებითი საკვებისთვის :
PVA ბადე ბოილებისთვის

PVA ბადე გრანულებისთვის

PVA ბადე დაჭრილი ბოილებისთვის

PVA ბადე ცოცხალი სატყუარისთვის

PVA ბადე წვროლი ფრაქციის დამატებითი საკვებისთვის

PVA პარკი წვრილი ფრაქციის და გრანულების დამატებითი საკვებისთვის

