Carp Fishing-ის კოჭა

Carp Fishing-ში ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მოგეხსენებათ არის კოჭა. როგორც სხვა დანარჩენ თევზაობის სტილში, ასევე კარპშიც ვხვდებით მისთვის დამახასიათებელ კოჭებს. მოგეხსენებათ კობრი არის ძლიერი თევზი და მისი წონებიც არც ისე პატარაა, შესაბამისად კარპზე სათევზაოდ გვჭირდება ისეთი კოჭა რომლის მექანიზმიც დიდ დატვირთვებზე არის გათვლილი.
დღეს სათევზაო მაღაზიები და სათევზაო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიები გვთავაზობენ ძალიან დიდ არჩევანს, შესაბამისად დამწყები მეთევზეებისთვის და ასევე გამოცდილი მეთევზეებისთვისაც ძალიან რთულია კოჭის შერჩევა. შევეცდები ჩემი მცირედი გამოცდილება გაგიზიაროთ და დაეგეხმაროთ კოჭის არჩევაში.

პირველ რიგში მე გირჩევდით კოჭა შეიძინოთ მისი მონაცემების და პარამეტრების მიხედვით და არა სილამაზის მიხედვით, ნუ რათქმაუნდა პარამეტრებთან ერთად ვიზუალური მხარეც თუ ხელს უწობს ამ შემთხვევაში გასაგებია ![]()
კარპის კოჭის შერჩევისას გასათვალისწინებელია კოჭის მაქო. კოჭების სხვადასხვა ზომებთან ერთად რათქმაუნდა იცვლება მაქოს ზომაც, ამ შემთხვევაში მაქოზე მინიმუმ უნდა ეხვეოდეს 300 მეტრის სიგრძის კარპზე სათევზაოდ გათვალისწინებული ძუა, რადგან კარპზე თევზაობის დროს ეგრეთ წოდებული სათევზაო დისტანცია შეიძლება შეადგენდეს 150 მეტრს ან მეტს, შესაბამისად ჩვენ მაქოზეც უნდა გვქონდეს ძუის სამუშაო რესურსი, რადგან საჭიროების შემთხვევაში, კობრის დასაღლელად ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება მივუშვათ ძუა. ზოგადად სხვა კომპონენტებთან ერთად მაქოს ზომაზე და ფორმაზეც დამოკიდებულია მონტაჟის შორ მანძილზე გასროლა, ნუ ამ შემთხვევაში სიმძიმეს, ძუის კვეთს და გასროლის ტექნიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. კოჭა შეიძლება ჩაითვალოს კარპის კოჭად თუ მისი ზომა აღემატება 5000-ს, მე ვიტყოდი რომ ეს არის მინიმუმი ზომა კარპის კოჭისთვის. მაქო აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული ლითონით, იდეალურია თუ იქნება ტიტანის ან ფოლადის J
კარპის კოჭბში უმეტესად გვხვდება ეგრეთ წოდებული „BaitRunner”-იანი მექანიზმის მქონე კოჭები, თუ არ ვცდები ესეთი სახის კოჭებს ქართულად თავისუფალი მაქოს მქონე კოჭებად მოიხსენიებენ. BaitRunner-ის მუშობის პრინციპი ძალიან ადვილია, ანუ მისი მექანიზმის დატვირთვა არის ის, რომ თუ BaitRunner-ი გახსნილი გვაქვს და კარპი სატყუარაზე წამოეგო, მას შეუძლია იმ დატვირთვით გაუშვას ძუა კოჭიდან როგორც ჩვენ დავარეგულირებთ წინასწარ, ამით ჩვენ არა მხოლოდ თევზის დაკარგვას არამედ სათევზაო აღჭურვილობის წყალში ჩაყრას და დაკარგვას გადავრჩებით J BaitRunner-ის მუშაობის დროს საკმარისია კოჭის ხელში აღება და ერთი ბრუნის გაკეთება მაშინვე შეწყვეტს ძუის თავისუფლად გაშვებას და ამის შემდეგ უკვე თქვენ მოგიწევთ მუშაობა.

ასევე კარპზე სათევზაოდ აუცილებლად გვჭირდება დასაკვები ჯოხისთვის და მარკერის ჯოხისთვის კოჭები, რათქმაუნდა ამ შემთხვევაშიც აუცილებელია ისეთი მექანიზიმის კოჭები რომლებიც დიდ დატვირთვაზეა გათვლილი, ასევე ამ კოჭებს უნდა ქონდეს განიერი და კონუსისებური ფორმის მაქო რაც შორ დისტანციაზე გადაგდებაში ხელს შეგვიწყობს. მარკერზე და დასაკვებ ჯოხზე არ არის თავისუფალი მაქოს მქონე კოჭების გამოყენების საჭიროება.

მოკლედ შევეცადე ჩემი მცირეოდენი გამოცდილება გამეზიარებინა თქვენთვის, წარმატებებს გისურვებთ ახალი კოჭების და სათევზაო აღჭურვილობის შერჩევაში J
