დამწყებმა მეთევზემ უნდა გაითვალისწინოს, რომ სანამ აღნიშნული მონტაჟის აწყობას დაიწყებს, უნდა ფლობდეს რამდენიმე დეტალს. ესენია:
- სპეციალური კვანძი რვიანასთვის;
- ქირურგიული კვანძი ან კვანძი რვიანა;
- ე.წ სკრუტკის გაკეთება;
- ე.წ. ოტვოდის აწყობა;
- შოკ-ლიდერის კვანძი;
ეს დეტალები დევს ჩვენს ფორუმზე შესაბამის განყოფილებებში და მონდომებული ადამიანი სწრაფად და ადვილად შეისწავლის მას.
სპორტული მონტაჟი, განსხვავებით სხვა მონტაჟებისაგან, იძლევა ძალიან ბევრი ვარიაციის საშუალებას (დღევანდელი ჩამონათვალი შეიძლება სრულიც არ იყოს). აქ მთავარია დავიცვათ ერთადერთი წესი – საკვებურას უკან ძირითად ძუაზე არაფერი დაბრკოლება არ უნდა ჰქონდეს (ანკესის წვეროდან კოჭის მიმართულება). ყველამ ვიცით, რომ ეს წესი თევზის უსაფრთხოებისთვის არსებობს და შეჯიბრებებზეც მხოლოდ აღნიშნული მონტაჟით გვეძლევა თევზაობის საშუალება. ფიდერ-ფიშინგი ამითაცაა უნიკალური, რომ მეთევზეს ახალ უნარ-ჩვევებს უღვივებს, ვიწყებთ თევზის უსაფრთხოებაზე ზრუნვას, ვსწავლობთ თანამედროვე სათევზაო მონტაჟებს, ვეცნობით ბრენდების ინოვაციურ მიგნებებს, ხელსაწყოებს, ნივთებს, ვართ მუდმივ ძიებასა და სწავლაში.
მას შემდეგ, რაც გავერკვევით და შევიწავლით ზედა ჩამონათვალს, შეგვიძლია თემა გავშალოთ და თავისუფლად გადვიდეთ მონტაჟის დეტალებზე. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს.
დავიწყოთ კლასიკური ვარიანტით – ინ-ლაინი სკრუტკით:
სკრუტკას წნულზე ვერ გავაკეთებთ, ამიტომ დაგვჭირდება შოკ-ლიდერის მიბმა. ჩვენს შემთხევვაში 0,14 წნულს მივაბით 0,25 დაიმეტრის მონო. შოკ-ლიდერის (ანუ მონო ძუის) სიგრძე ცალკე განსახილველი თემაა. ზოგი მას აკეთებს 2-3-ჯერ ანკესზე გრძელს, ანუ დაახლოებით 6-8 მეტრი. გრძელ შოკ-ლიდერს აქვს კარგი ამორტიზაცია და მძიმე საკვებურის სროლისას თამამად ვატანთ ძალას. თუმცა ეს საკითხი სპორტული წესების თვალსაზრისით ნამდვილად არაა დოგმატური (არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარია საკვებურას უკან არ ჰქონდეს რაიმე დამაბრკოლებელი რამ). შეგვიძლია წნულს მარტივად 1 ან 2 მეტრის მონო მივაბათ და ავაწყოთ მონტაჟი (ჩემს ილუსტრაციებშიც მოკლე ვარიანტი მაქვს). შოკ-ლიდერის კვანძი უნდა იყოს გამძლე და წვრილი. მე გამოყენებული მაქვს Albright knot. მოკლედ, წნულს მივაბით მონო ძუა, შემდეგ ძუაზე გადავაცურეთ სვიველ-კარაბინი, შემდეგ რეზინის სტოპერი და ბოლოში ვაკეთებთ სკრუტკას. არ არის საჭირო უსაშველოდ გრძელი სკრუტკის გაკეთება, მოკლე 10-12 სმ უფრო მყარად და ხისტად დგას-ხოლმე ვიდრე გრძელი.
სკრუტკის გაკეთების დროს არსებობს ერთი ხრიკი: როცა დავახვევთ საჭირო სიგრძეს, ხელის გაუშვებლად ვხსნით ხვეულს (ამ დროს ბოლო მარყუჟი პატარავდება), შემდეგ მივუშვებთ და ისევ იკვრება სკრუტკა, ოღონდ ამჯერად უფრო დახვეწილი და კარგი ხვეულებით. მონტაჟი ფაქტიურად მზადაა, ბოლოში დავამაგრებთ სადავეს და მორჩა.
ერთი ნიუანსი, თუ თქვენი შოკ-ლიდერის კვანძი მსხვილია ან პირიქით სვიველ-კარაბინის დიამეტრი არის წვრილი, მონტაჟში შევიტანთ მცირე ცვლილებებს, რათა ისევ და ისევ საკვებურას მივცეთ თავისუფლად მოძრაობის საშუალება! შეიცვალა სვიველ კარაბინი და ბოლოში დაემატა ე.წ. ბუსინკა. არჩევანი თქვენზეა, მაგრამ რეკომენდაცია ეძლევა მხოლოდ დახვეწილ მონტაჟებს, რაც შეიძლება მცირე კვანძებით, პატარა კარაბინებით და ნაკლები სტოპერ/ბუსინკებით.
მოდით, ახლა განვიხილოთ, იგივე მონტაჟი, ოღონდ ე.წ. ოტვოდით. ოტვოდის გაკეთებაზე და მისთვის საჭირო ნივთებზე საუბარი მაქვს ჩემს 236-ე პოსტში. ფართო გაყიდვაში შემოვიდა საკვებურის სპეციალური გამყვანები, მაგრამ ჩვენს მიერ დამზადებული ოტვოდის უპირატესობა ისაა, რომ ჩვენ ვწყვიტავთ ოტვოდის დეტალებს: სიგრძეს, ზომას, დიამეტრს, სვიველს, კარაბინს და.აშ. ქვედა ფოტოში გაჩვენებთ უკვე დამზადებულ 2 ცალ ოტვოდს და მის შესაძლო დამზადებისთვის უამრავ ვარიანტს გააჩნია რა ზომის ძირითადი ძუა გვაქვს, რა სიმძიმის საკვებურებით ვაპირებთ თევზაობას, რა სიღრმის ლამი გვაქვს და ა.შ.
თანამიმდევრობა იგივე გვაქვს: შოკ-ლიდერი ანუ მონო ძუა, ოტვოდის სვიველი, რეზინის სტოპერი და ბოლოში სკრუტკა. აი, ასე გამოიყუყრება ახლო კადრი:
საბრძოლო მდგომარეობაში კი ასე გამოიყურება. ნათლად ჩანს, თუ რა კარგად გააქვს სკრუტკას სადავე გვერძე (აქ სადავე არაა მიბმული). გადახლართვები გვქენება მინიმუმამდე დასული.
ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე გამარტივებულ ინ-ლაინ მონტაჟს, რომლებიც სრულდება სპეციალური ანტიჩამხვევი მძივით (ინგლისურად bead). ხშირად გამოიყენება კორუმისა და დრენანის ფირმის (მათ ხშირად მეთოდ-ფლეტის მონტაჟებშიც შეხვდებით). აქაც გვაქვს ზომები იმის მიხედვით, თუ როგორი დელიკატური თევზაობა გვინდა რომ გვქონდეს.
პირველი ვარიანტი დრენანის Swivel Bead-ის მეშვეობით.
ძირითადზე შევაცურებთ საკვებურას (ისევ ვარიაციები: სვიველი-კარაბინი, ოტვოდი, შეიძლება პირდაპირ საკვებურის ყუნწი). ამ დროს არჩევანი ჩვენზეა, შეგვიძლია გვქონდეს შოკ-ლიდერი ან – არა. შემდეგ რვიანას გამოვიღებთ რეზინის მძივიდან და ჯერ ამ რეზინას გადავაცვამთ ჩვენს ძირითად ძუაზე. შემდეგ, სპეციალური რვიანას კვანძით ვამაგრებთ ძირითადზე ჩვენს მიერ გამოღებულ რვიანას ძირითად ძუას, როგორც ფოტოზე გვაქვს ნაჩვენები:
შევაერთებთ დრენანის აღნიშნულ ანტიჩამხვევ მძივს და მონტაჟიც მზადაა. გაჩვენებთ ფოტოზეც:
ამის შემდგომ ორი გაგრძელების ვარიანტია: ერთი ის, რომ მივაბათ პირდაპირ სადავე მარყუჟი-მარყუჟში და მონტაჟი დასრულებულია და მეორე – გავაკეთოთ სკრუტკა!! ამ სკრუტკის გაკეთება კი წაგვართმევს დროს, მაგრამ სამაგიეროდ გადახლართვებს საერთოდ გააუქმებს. სკრუტკა ბოლოში შიძლება დავასრულოთ პატარა მარყუჟით, რომელშიც სადავე გაუკეთდება ან დავასრულოტ მსხვილი რვიანას კვანძით და სადავე გავუკეთოთ სპეციალური მიბმით (პრაქტიკაში არსებობს სადავის ასეთი მიბმებიც).
კორუმის Quick Change Bead დაახლოებიტ იმავე სტილში გადის რაც დრენანი. უბრალოდ აქ სადავის სწრაფი შეცვლის საშუალება გვაქვს. გაჩვენებთ ფოტოებზე:
ესეიგი აქაც ჯერ შედის საკვებურა, შემდეგ იშლება ეს მძივი და ძირითადზე გადადის მსხვილი ნაწილი და ძუა იმ შუა გულს მიუერთდება სპეციალური რვიანას კვანძით. შუა გულის მეორე მხარეს კი წამოეცმევა გამზადებული სადავე და დავხურავთ. ძალიან მარტივია. ასე გამოიყურება დასრულებული სურათი:
დაიმახსოვრეთ, სწორად შერჩეული მონტაჟი წარმატებას მოგიტანთ. წარმატებულ თევზაობას გისურვებთ
ახალი თაობის ფიდერმენები
New Generation Feedermen
ავტორი: შალვა ალელიშვილი
ლინკი ფორუმზე: ლინკი