“მეგობრობის თასი” – “Кубок Дружбы” ერთერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ტურნირია აღმოსავლეთ ევროპაში. ის ტრადიციულად ყოველ წელს სექტემბრის ბოლო შაბათ კვირას ტარდება. ამ დროს ყველა ქვეყანაში გამოვლენილი არიან საუკეთესო სპორტსმენები და სწორედ ასეთი სპორტსმენებით დაკომპლექტებული გუნდები მიემგაზვრებიან ბელორუსიაში ამ დიდ ფიდერის ფესტივალზე.
2014 წელს საქართველოს ფიდერით სპორტული ტევზჭერის ეროვნული ფედერაცია დამკვირვებლის სტრატუსით ეწვია მეგობრობის თასს, ხოლო შარშან, 2015 წელს უკვე ნაკრებით ეწვია ბელორუსიას და დებიუტისთვის თავი არც თუ ისე ცუდად წარმოაჩინა. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკებს: მეგობრობის თასი 2015 და მეგობრობის თასი 2014
წელს, 2016 წელს მეგობრობის თასი ტარდება 24-25 სექტემბერს. და რათქმაუნდა საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია კვლავ მიავლენს საქართველოს ნაკრებს ამ შეჯიბრზე. ნაკრები შეირჩა საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაციის 2015-2016 წლების რეიტინგების მიხედვით.
შესარჩევში მოხვდა 10 საუკეთესო სპორტსმენი რეიტინგის მიხედვით და ის სპორტსმენები, რომლებიც წინა ნაკრების წევრები იყვნენ. შესარჩევი შედგებოდა 3 ტურისგან. 1ლი ტური ჩატარდა წალკის წყალსაცავზე და ჩათვლაში შედიოდა ყველანაირი თევზი. მე2 და მე3 ტური ჩატარდა სიონის წყალსაცავზე და მე2 ტურში ჩათვლში შედიოდა ყველა თევზი შამაიის გარდა, ხოლო მე3 ტურში მხოლოდ შამაია. ფრიად დაძაბული ბატალიების შემდეგ შეირჩა ის 5 სპორტსმენი, რომლებიც წარმოაგდენენ საქართველოს ნაკრებს 2016 წელს მეგობრობის თასზე, და 2017 წელს მსოფლიო ჩემიპიონატზე, თუ რათქმაუნდა და ფედერაციამ შეძლო შესაბამისი თანხების მოძიება. მოკლედ საქართველოს ნაკრები შედგება შემდეგი სპორტსმენებისგან:
- დიმიტრი ჯარიაშვილი
- ვლადიმერ ზარკალიანი
- თენგო ბინიაშვილი
- მამუკა გეგეჩკორი
- ზურა ჩაკალოვი.
ხოლო გუნდის კოორდინირება და სტრატეგია შემდეგი სატრენერო შტაბის პასუხისმგებლობა იქნება:
- ანდრო სიარგი
- გიგა გაბრიაძე
- არტურ ვართარეზოვი
- გია ფიჩხაია
ეს კი ვიდეო ჩანაწერები შესარჩევიდან.
წარმატება ვუსურვოთ და ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წლევანდელ “მეგობრობის თასზე”!!!