24 სექტემბერი – 1ლი ტური.
ანდრო და გია კენჭისყრაზე არიან, მე და არტური საცერში ვატარებთ დასაკვებს – კაცზე 4 ლიტრი. მოაქვთ ცოცხალი კომპონენტი. თანაბრად ვანაწილებთ “მატრიოშკებში”.
ანდროს მოაქვს სექტორები:
ზურა ა3 – სექტორი სადაც მე2 ვარჯიშზე იასონას ყავდა დაჭერილი 10კგ+ და მე3 ვარჯიშზე სტაბილურად მოდიოდა კაპარჭინა ჟენია მაისკის ხელში.
იასონა ბ7 – ინფორმაციით ესეც კარგი სექტორია
თენგო ც9 – როგორც მერე აღმოჩნდა იყო ძალიან კარგი სექტორი, თან ძალიან სპეციფიკური – მაგრამ ეს ჩვენ არ ვიცოდით
დიმა დ9 – მე3 ვარჯიშზე, ანუ წინა დღით ზურამ ამოიტანა აქედან 8კგ+
ლადო ე1 – მე3 ვარჯიშზე, ანუ წინა დღით იჯდა ტარანოვი და მასაც ყავდა 9კგ+ როგორც მახსოვს
სექტორები ძალიან კარგი შეგვხვდა, 5იდან 3 ში ნავარჯიშები ვართ და კარგად გვყავს დაჭერილი. იმედი გვაქვს რომ იასონა და თენგოც კარგად გაართმევენ თავს.
სექტორებში შესვლის უფლება მე და არტურს გვაქვს. გია და ანდრო სექტორს გარედან შეეცდებიან ინფორმაციის მიწოდებას. გვაქვს რაციები და კავშირით უზრუნველყოფილები ვართ.
მე ჩემ თავზე ვიღებ ზურა, იასონას და თენგოს, არტურა კოორდინირებას გააკეთებს დ და ე ზონაში, ლადოსთან და დიმასთან.
ბიჭები ჩამოლაგდნენ, განწყობა მშვენიერი.





სტარტის დროს დავდექი ზურასთან. ამოვიღე ბლოკნოტი და 1 საათი ვუყურე ა ზონის სიტუაციას – ზურა სხვებთან შედარებით კარგად მიდის, 10 დან 3-4 კაცი რომლებიც კარგად იჭერს, ერთერთი ზურაა. ზურას გვერდზე ერთმა კარგი ტემპით დაიწყო ჭერა, ეგრევე გადავიწერე სატყუარის პრეზენტაცია და ზურას ვუთხარი, ერთი მატილი შუაში და მისი ჯანი თქო. ზურამაც არ დააყოვნა და დაიწყო კაპარჭნების სერია.

პირველ საათში თენგო ახერხებს რამდენიმე პადლეშიკის ამოყვანას, თუმცა მეუბნებიან რომ მეზობლები მაგრად ავიწროვებენ. იასონასთანაც თავიდან არ წავიდა საქმე კარგად.
ლადო პირველ წუთებში ახერხებს რამდენიმე კაპარჭინის ამოყვანას, თუმცა მერე ჩერდება. ცუდი სიტუაციაა დიმასთანაც.
ვტოვებ ზურას და მივდივარ იასონასთან, თავიდან ვაახლებთ წერტილს დაბომბვით, და ვცდილობთ კაპარჭინა შემოვიყვანოთ.
სანამ იასონას ამას აკეთებს მივდივარ თენგოსთან – აბა რა გითხრა, გიგა, აშკარად დამჩაგრეს მეზობლებმა, მეუბნება თენგო. ვხედავ რომ თენგოს ორივე მეზობელი ძალიან სწრაფ ტემში ეზიდება კარგი ზომის კაპარჭინებს, თენგოს წერტილი ზედ ტივტივასთან გაყინულია – ჩქამიც არ ისმის. ტენგო გადმოდის ტივტივიდან მარცხნივ 2-3 მეტრით და იქ ცოტა აქტიურობს წვრილი თევზი.
თუმცა რა მანქანებით არა, და თევზი თენგოსთან ვერ გავაჩერეთ. მეზობლებს უკვე დიდი უპირატესობა აქვთ წერტილზე და ფაფუ – გვიანია.
ამასობაში იასონასთან წერტილზე კაპარჭინა არ შემოდის… ანდრო მიდის იასონასთან და ეწყობიან ნაფოტას ჭერაზე – იარუსში ჩაკვება წვრილი მატილით, და ტემპში თევზაობა. ნაფოტა ვარჯიშებზე არ გვიჭერია – ძალიან სპეციფიკური თევზია.
ხოდა იასონა “ნახადუ” სწავლობს ნაფოტის ჭერას და იწყებს ტემპში წონის აკრეფას.
ზურასთან ერთი პერიოდი წერტილი კვდება, თუმცა ისევ ახერხებს და დაბომბვით ააქტიურებს ჭერას. ამასობაში მისგან 1 სექტორის მოშორებით ესტონელი იღებს დიდ უპირატესობას.
გადავდივარ დიმა და ლადოსთან.

ლადომ ცარიელ საკვებურით დაიჭირა 2 თუ 3 კაპარჭინა და ამიტომ ჯიუტად განაგრძობს ცარიელი საკვებურით თევზაობას.
ამაში ბევრი დრო იკარგება – კონკურენცია დიდია, სანამ ცარიელი საკვებურით თევზაობ მეზობლების წერტილი უფრო ამუშავდება. ვჩერდები ლადოსთან და ვიწყებთ ათასი რამის მოსინჯვას – ჯერ აღმოჩნდა რომ ცოცხალი კომპნენტი სულ დაუხარჯია,
პინკას გარდა, ამიტომ წერტილს ვერ დავბომბავთ. ვიღებთ ამ პინკას და ვასხამთ წყალს რომ დაიხრჩონ. ამათ დახრჩობაში 20 წუთი მაინც გავიდა. ამასობაში ისევ ცარიელი საკვებურით და გრძელი სადავით ცდილიბს ლადო კაპარჭნას მოტყუებას – შედეგი 0. ვხედავთ რომ დრო ძალიან გადის. პინკაც დაიხრჩო და ლადომ მაგრად ჩაკემსა. გაურია დასაკვებში და წერტილი კარგად ჩაკვება. პირველი გადაგდება – 0, მეორე 0.
ფინიშამდე რჩება საათზე ოდნავ მეტი. ლადოს მაინც არ უნდა ეს დაკვება და ისევ ცარიელი საკვებურით აპირებს თევზაობას.
მე თენგოსთან მივდივარ ისევ, ლადოსთან არტური მოდის. იწყებენ ცარიელი
საკვებურით თევზობას დაკვებილ ადგილზე, ოღონდ ნახევარი მეტრით შორს – ლოგიკა ასეთია რომ ხანდახან ზედ დაკვებილ წერტილზე არ მიდის კაპარჭინა და დგას ოდნავ მოშორებით. ეს ამართლებს.
ლადოსთან არის ჩარტყმების სერია, თუმცა სიჩქარის გამო ბევრის რეალიზაციას ვერ ახერხებს.
ესე დეტალებში აღარ მახოვს ეხლა ყევლაფერი, მაგრამ ფინიშის მერე ზურა მე5 ზეა, იასონა მე6ზე, ლადო მე7ზე, თენგო მე9 ზე და დიმა მე10. ჯამში 37 ქულა და ვიკავებთ მე10 ადგილს.
ჩვენ წინ არის ფლაგმანი და ინტერკომი 35 ქულებით. ძალიან ცუდი შედეგია. თუმცა რასაც ვუყურე ბიჭებს ცდა არ დაუკლიათ, განსაკუთრებით იასონას, თენგოს და ზურას.
ყურები ჩამოვყარეთ, და წავედით ბაზაზე.
თათბირი, არაფერს არ ვცვლით – მხოლოდ დასაკვებს ვაკეთებთ ისევ არხზე, გვეჩვენება რომ წინა დღით არეულს ისეთი არომატი აღარა აქვს.