მეგობრებო!

გატყობინებთ, რომ 14 მაისს, დებედას ტბაზე  თბილისის სპორტული თევზჭერის კლუბი “Ultimate Fishing” ჩაატარებს  ტურნირს “Ultimate Flat Feeder“

ტურნირის ორგანიზატორი: თბილისის სპორტული თევზჭერის კლუბი “Ultimate Fishing”

მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა ფორუმი SportFishing.ge
ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: სპორტული 12 საათიანი ტურნირი ფლეტ  ფიდერით თევზჭერაში  “Ultimate Flat Feeder”

ტურნირის ჩატარების თარიღი: 14  მაისი, 2017წ.
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: დებედას ტბა

ტურნირის მიზანი: ფლეტ ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში

შეჯიბრება სპორტული  ხასიათისაა, ტურნირზე დაიშვება მხოლოდ  სპორტული თევზჭერის ფედერაციების და კლუბების მოქმედი სპორტსმენები.
ტურნირის სტატუსი: კომერციული

ტურნირის ფორმატი: ტანდემი

გუნდების რაოდენობა: 10 ტანდემი

ტურნირის ხანგრძლივობა:  12 საათი

დასაშვები საკვებურა და  მონტაჟი:  ფლეტი და ბანჯო, მხოლოდ თმიანი მონატაჟით

 

ტურნირის სპონსორები

    

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი 100 ლარი (გუნდი).

მოსაკრებელის შეტანა მოხდება ნაღდი ანგარიშით გუნდების რეგისტრაციის დროს ტურნირის ადგილზე.

 

სარეგისტრაციო მოსაკრებელი გაიყოფა შემდეგი წესით: 40%- საორგანიზაციო ხარჯები, 60% -საპრიზო ფონდი,

საპრიზო ფონდი გაიყოფა შემდეგი წესით:

I ადგილი    – 40%

II ადგილი   – 30%

III ადგილი – 20%

Big Fish        – 10%

 

გარდა ამისა სპონსორების მიერ დაწესებულია სპეციალური პრიზები.
გთხოვთ შემდეგი პუნქტი განსაკუთრებით გულმოდგინედ წაიკითხოთ , მიმაგრებულ ფაილში იხილეთ ტურნირის ჩატარების წესები!!! 
ტურნირის განრიგი:

5:00 შეკრება ტურნირის ადგილზე

5:10 გუნდების რეგისტრაცია და კენჭისყრა

5:40 სექტორებში შესვლა

7:00 ტურნირის სტარტი

 19:00 ტურნირის ფინიში

19:00–20:00 აწონვა, შედეგების დათვლა

20:00 დაჯილდოვება

 

მეგობრებო,  მოგახსენებთ რომ, წყალსატევის ზომებიდან გამომდინარე მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ათ გუნდს, ანუ კვოტის შევსების შემდეგ დარეგისტრირებული გუნდები მოხვდებიან სარეზერვო სიაში. აუცილებელია გუნდი დარეგისტრირდეს ოფიციალური სახელით და ასევე მონაწილეთა სახელისა და გვარების მითითებით.

 

გისურვებთ წარმატებებს!

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ფორუმს: ლინკი.

 

Share