2017_2_Lisi.jpg

ყურადღება! იწყება 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის მე2 ეტაპი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში!!

ტურნირის ორგანიზატორი: “საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია”

მხარდაჭერა: 

  • საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია,
  • SportFishing.ge, 
  • განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური
  • Lisi Lake Development

ტურნირის ოფიციალური სახელწოდება: “2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპი ფიდერით თევზჭერაში”

ტურნირის ჩატარების თარიღი: 27-28 მაისი

ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: ლისის ტბა(დატესტვის შემთხვევაში, თუ თევზი ლისზე არააქტიური იქნება,ამ შემთხვევაში ჩატარების ადგილი გახლავთ სიონის წყალსაცავი )

ტურნირის სტატუსი: რეიტინგული ტურნირი მოქმედი სპორტსმენებისათვის

ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და მოქმედი სპორტსმენების პროფესიონალური რეიტინგის განსაზღვრა

შეჯიბრება ჩატარდება საქართველოს ფიდერის სპორტული თევზჭერის ფედერაციის მიერ დამტკიცებული წესებით. ტურნირზე დაიშვებიან მხოლოდ ფედერაციაში გაწევრიანებული სპორტსმენები.

რეგისტრაციის ბოლო ვადა 22 მაისი

ლინკი ფორუმზე: ლინკი

Share