
ყურადღება მეგობრებო!
შიდა ქართლის რეგიონალური, სპორტული სტილით თევზაობის მოყვარულთა კლუბი „ალიგატორები“ აცხადებს მზადებას ღია-სამოყვარულო ტურნირი/ფესტივალის ჩასატარებლად სპორტულ თევზჭრაში!
10 ივნისი 2017 წელი
ტურნირის ორგანიზატორი: შიდა ქართლის რეგიონალური, სპორტული სტილით თევზაობის მოყვარულთა კლუბი „ალიგატორები“
მხარდაჭერა:
საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია,
საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია,
ფედერაციის ოფიციალური ვებსაიტი SportFishing.ge,
აგარის ტბის ადმინისტრაცია.
თბილისის სპორტული თევზჭერის კლუბი “ULTIMATE FISHING”.
ბრენდი AS Custom
ტურნირის ჩატარების თარიღი: 10 ივნისი
ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: აგარის ტბა
ტურნირის სტატუსი: ღია-სამოყვარულო შეჯიბრება სპორტულ თევზჭერაში
ტურნირის მიზანი: სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია
მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა სპორტული სტილით თევზაობით დაინტერესებულმა პირმა 12 წლის ზემოთ
ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით:
1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფსკერული(ე.წ. დონკა), ტივტივისა და ფიდერის ანკესით(რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით ქვივერტიპით).!!!
2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად;
3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი;
4. შეჯიბრი წარმოადგენს ინდივიდუალურ პირველობას. სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა);
5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი ან მეტი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში წყლის ნაპირიდან მოშორებით;
6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში შეჯიბრის დაწყების შემდეგ და მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია;
7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით; დაშვებულია თმიანი მონტაჟი.
8. თევზჭერის დროს დასაშვებია: ფსკერული (ე.წ. დონკა) – უსაფრთხო მონტაჟი, ტივტივისთვის – ტივტივის ნებისმიერი მონტაჟი. ფიდერისთვის – სპორტული ინ-ლაინი. (პატერნოსტერი, სიმეტრიული,ასიმეტრიული – დაუშვებელია). დაშვებულია ასევე ფლეტის, ბანჯოს, მეთოდის – მხოლოდ და მხოლო დ ინ-ლაინ მონტაჟი. აკრძალულია ტურნირის განმავლობაში ფიდერის ანკესის გადაწყობა ტივტივაზე და პირიქით(საკვებურის გამოყენება ტივტივის ანკესზე), აკრძალულია ფიდერის ანკესის გადაგდება საკვებურას გარეშე მხოლოდ სიმძიმით. აკრძალულია საკვებურას, ბანჯოს, მეთოდის, ფლეტის გამოყენება ფსკერული თევზაობის ჯოხზე.!!! დაშვებულია სექტორში ფსკერულის, ტივტივის და ფიდერის ანკესის ერთდროულად ქონა მაგალითად დაწყება ტივტივის ანკესით და შემდეგ ფიდერის ან ფსეკულის ანკესით გაგრძელება, ან მონაცვლეობა ტურნირის განმავლობაში, მაგრამ დაუშვებელია ორივე ანკესით ერთდროულად თევზაობა.
9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები. მაქსიმალური რაოდენობა 20 ლიტრი. დასაკვები შეიძლება იყვეს ორი ან მეტი სახეობის, მაგრამ აუცილებლად უნდა იყვეს უკვე მზა ანუ დატენიანებული და არ აღემატებოდეს 20 ლიტრს. ახალი დასაკვების მომზადება ტურნირის დროს ისჯება დისკვალიფიკაციით. დაკვება უნდა წრმოებდეს მხოლოდ: საკვებურით, ხელით, დასაკვები რაკეტით ან შურდულით. სხვა სახის დაკვება – აკრძალულია. პ.ს. ნებადართულია ფერმენტირებული სიმინდის ან დაკონსერვებული სიმინდის გამოყენება საჩვევში, რომლის რაოდენობაც ჩაითვლება 20 ლიტრში.
10. დასაშვებია ნებისმიერი ცხოველური ან მარცვლეული სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. ნემსკავზე გასაკეთებლად აკრძალულია ცომისებური სატყუარები, თევზის ლიფსიტა, თევზის ნაწილები ან ქვირითი. თმიანი მონტაჟი დაშვებულია. დაშვებულია მცურავი ბოილები,სხვა პოპ–აპ საშუალებები,მაგალითად პენოპლასტის ბურთულები აკრძალულია.
11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისაგან დამზადებული შესანახი ბადეები სიგრძით არანაკლებ 2(ორი) მეტრისა. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია.
12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი (გარდა კარჩხანისა) უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს.
13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს.
14. ტურნირიდან დისკვალიფიკაციის შემთხვევაში ტურნირის მოსაკრებელი უკან არ დაბრუნდება
15. გათამაშდება პრიზები შემდეგ საპრიზო კატეგორიებზე:
I ადგილი
II ადგილი
III ადგილი
ყველაზე დიდი თევზი – “BIG FISH”
ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი
ტურნირის ჩატარების განრიგი:
ტურნირი ჩატარდება 10 ივნისს, შაბათს
შეკრება დაბა აგარის გადასახვევთან(შესასვლელთან) ძველი ტრასით 6:00 საათზე
ტურნირის ადგილზე გამოცხადება 6:15 საათზე
6:30 – 7:00 კენჭისყრა
7:00 სექტორში შესვლა – ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას!!!
სექტორში შესვლის დროს მიმდინარეობს დასაკვების მომზადება, აღჭურვილობის გაშლა, ფსკერის გამოკვლევა სიმძიმით,მარკირება დაშვებულია, საკვებურის წყალში გადაგდება აკრძალულია და ისჯება დისკვალიფიკაციით, მსაჯის მოთხოვნისთანავე მეთევზე ვალდებულია წარმოადგინოს სათევზაო მონტაჟი შესამოწმებლად, ასაევე სიგნალამდე “დაკვების სტარტი” მსაჯთა ბრიგადა შეამოწმებს დასაკვების რაოდენობას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 ლიტრს.
8:15 დაკვების სტარტი
8:30 შეჯიბრების სტარტი
16:30 შეჯიბრების ფინიში
16:30 – 17:30 აწონვა და შედეგების დათვლა
17:30 დაჯილდოვება
შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შემოიტანონ სარეგისტრაციო მოსაკრებელი 25 ლარი.
თანხის შეტანა შეგიძლიათ თიბისიTBS ბანკის აპარატებიდან შემდეგ რეკვიზიტებზე: იოსებ დალაქიშვილი, პირადი ნომერი 59001007663, დაბ. თარიღი: 16/05/1974 ლარის ანგარიშზე ან TBC ანგარიში GE86TB7612145063600042
რეგისტრაციის და თანხის შეტანის ბოლო ვადა 8 ივნისი
პ.ს. ჩარიცხვის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ გვარი და სახელი, ასევე დაპოსტოთ კომენტარებში.
მეგობრებო თუ ვინმე ვერ ახერხებს ჩარიცხვას მაგრამ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მონაწილეობის მიღება შეუძლია თანხა იქონიოს ხელზე. უბრალოდ თხოვნა იქნება რომ აქ დააფიქსიროს რათა გავთვალოთ მონაწილეები და საპრიზო ფონდი!!!
დიდი სიამოვნებით და მადლიერების გრძნობით მივიღებთ სპონსორებისგან ნებისმიერ დახმარებას !!!
ტბა დაიტევს 25 მონაწილეს. თხოვნა იქნება თუ 100%-იანი გადაწყვეტილი არ ექნება მონაწილეს 7 ივნისამდე გაგვაგებინოს რომ სხვას არ შეეშალოს მონაწილეობაში ხელი. მადლობა წინასწარ.
დასწრება და გულშემატკივრობა თავისუფალია!!!
ყველას გისურვებთ წარმატებას!!!
რეგისტრაცია ფორუმზე: ლინკი