უკვდავი კითხვა: პლატფორმა თუ სკამი? :rolleyes: 

ფიდერმენის სათევზაო პრაქტიკა ძირითადად მოიცავს ორ სტილს, პირველი: კომერციულ ტბებზე საკობრე სესიები, სადაც შედის თავისთავად მეთოდი (ფლეტი, ბანჯო, ზამბარა, თმიანი მონტაჟი და ა.შ.) და მეორე – სწრაფი ჭერა წვრილ თევზზე (შამაია, კარჩხანა და სხვა). რა საკვირველია, ტაქტიკის შერჩევა ორივე სტილით თევზაობას სჭირდება, თუმცა, მოდი ვთქვათ, რომ ნახსენებიდან პირველი, ანუ კობრზე, ჩვენ რომ დიდ თევზზე გასვლას ვეძახით, უფრო დინჯი და მშვიდი თევზაობაა ვიდრე მეორე. სპორცმენისთვის სატურნირო ციებ-ცხელება კი უფრო მეორეს, სწრაფ ჭერას და წვრილ თევზზე აქტიურ თევზაობას გულისხმობს. 

ყველას გვიყვარს კომერციულ ტბაზე გასვლა, ფლეტით თევზაობა, თმიანი მონტაჟი, ბოილები და ა.შ. ეს ისეთი თევზაობაა, როდესაც, კობრის ჩარტყმის მოლოდინში, მართლაც რომ ისვენებ, უყურებ პეიზაჟებს, წყალს, ბუნებას. შემდეგ კობრს ეჭიდავები, ამოიყვან, ფოტოსესიას მოაწყობ, დააგროვებ საამაყო ლაიქებს, გაიმარიაჟებ, ბოლოს კიდევ თევზის გაშვება რომ გეამაყება. ეს ისეთი თევზაობაა, მართლაც რომ სკამში უნდა იჯდე შენთვის მოკალათებული გემრიელად. ძნელად წარმოსადგენია ამ კომფორტის მიღწევა და სიამოვნების მიღება პლატფორმაზე ჯდომით. ამ დროს, რა თქმა უნდა, სკამი! ოღონდ ისეთი სკამი, რომელიც აბვესს იმაგრებს და ხელის ერთ გაწვდენაზე გაქვს ყველაფერი. ჩემი პრესტონის მონსტრი (იმედია მხოლოდ ის და არა მე :lol:) საბოლოოდ დაემშვიდობა პედანას, ტურნირებს და სწრაფ ჭერას, გადავაწყე საკობრე სესიებისთვის.

dd8296226621.jpg

უპედანოდ უფრო მსუბუქი, სწრაფი და პრაქტიკულია, მალე იკეცება, ზედვე რჩება სნეპლოკები და აბვესი. პლატფორმასთან (იმედია მეღირსება) მხოლოდ მაგიდას და დასაკვებ ჯამს გაიყოფს.

რაც შეეხება სწრაფ ჭერას, წვრილ თევზს, მაგალითად ალაზანზე, სადაც პედანაც გინდა, რომ შეხვიდე ნაპირში კარგად, აქ უდავოდ პლატფორმა. მითუმეტეს სპორცმენისთვის, როდესაც ყოველი წუთი და წამი არის გადამწყვეტი, როდესაც ის მცირე დროც კი არ უნდა დაკარგო სხვა რამეში, რა თქმა უნდა, პლატფორმა. ვერანაირი სკამი ვერ მოგცემს იმ ეფექტურ ერგონომიკას, რასაც მოგცემს პლატფორმა. მე ვთვლი, რომ პლატფორმას თავისი პეწი აქვს და ზურგი მტკივა და მაგის გამო პლატფორმა არ მიხსენო, არასწორია :lol: :lol: . პირიქით, პლატფორმამ შეიძლება მინუს/პლიუსების შედარებით აჯობოს კიდეც სკამს ბევრ რამეში ;) .

ამ პატარა სტატიით ნიუტონის მე-4 კანონი ნამდვილად არ აღმომიჩენია, ყველამ ყველაფერი კარგად იცის და ჩემზე უკეთაც, მაგრამ ფორუმზე რომ არ ვწერო, არ შემიძლია, მითუმეტეს ზამთარში :P :P

ასე რომ პასუხია – ორი’ვენიცა (კახური კილოთი) :D :D 

შალვა ალელიშვილი

წყარო: forum.sportfishing.ge

Share