2018 წლის 1 აპრილს, ბათუმში ჩატარდა თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი, სადაც მრავალ მონაწილეთა შორის შეხვდებოდით საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციის საგამოფენო სტენდსაც, სადაც წარმოდგენილი იყო ფიდერის, გაშოტვლით თევზაობის, კარპფიშინგის და სპინინგის სტენდები.
სტუმრებს საშუალება ქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ სასურველი სათევზაო სტილის თავისებურებებს და მიეღოთ პასუხები ნებისმიერ კითხვაზე გამოცდილი სპორტსმენებისგან.
ჩვენდა სასიხარულოდ, ძალიან ბევრი ადამიანია საქმის კურსში, რომ ტარდება მაღალი რანგის ტურნირები საქართველოში თევზაობის სხვადასხვა დარგში. აჭარას და ზოგადად დასავლეთ საქართველოს, სათევზაიო ადგილების და თევზის ძალიან დიდი რესურსი აქვს, რაც საშუალებას იძლევა ჩავატაროთ არაერთი საინტერესო სპორტული ტურნირი. ვფქირობთ, თუ იარსებებს ადგილობრივი ფედერაციები და კლუბები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ჩვენ შევძლებთ მაქსიმალურად ჩავრთოთ საზოგადოება სპორტლ თევზაობაში და ამით ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილის და აქტიური დასვენების კულტურის პოპულარიზაციას.
დიდი მადლობა ახალ მეგობრებს მოსვლისათვის და საუბრისთვის, იმედი მაქვს ბევრი სასარგებლო ინფორმაცია გავცვალეთ ამ მოკლე დროში.
დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს ლამაზი ღონისძიებისა და გამოფენაში მონაწილეობის შემოთავაზებისთვის.








