მეტად სასიხარულო ამბავი სპორტული თევზჭერის სამყაროში!
2019 წლის 15 მარტს გაფორმდა 5 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი რუსთავის მერიასა და საქართველის სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ფედერაციას შორის.
ამ დოკუმენტის ხელმოწერით უახლოესი 5 წლის განმავლიბაში მეთევზე სპორტსმენებს ეძლევათ შესაძლებლობა სპორტულ-სავარჯიშო ბაზად გამოიყენონ რუსთავის პარკის უნიკალური ტბა.
თავის მხრივ ფედერაცია რუსთავის მერიის ეგიდით ამ ტბაზე გამართავს სამოყვარული ფესტივალებს თევზაობაში.
სულ მალე მოხდება საქართველოში არსებული სპორტული თევზჭერის სხვადასხვა სტილის ფედერაციების შეხვედრა და პარკის ტბის აკვატორიაზე სპორტული შეჯიბრებების და სხვა საინტერესო ღონისძიებების კალენდარის შემუშავება.
ყველა მეთევზე სპორტსმენის სახელით გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ქალაქ რუსთავის მერს, ბატონ ირაკლი ტაბაღუას ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, და ასევე დიდი მადლიერების გრძნობით მინდა მოვიხსენიო რუსთავის მერიის ყველა ის თანამშრომელი, ვინც თავისი შრომა და ენთუზუაზმი ჩადო ამ მეტად სასარგებლო საქმეში! ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნულ ფედერაციას, მიმდინარე პროცესებში მონაწილეობისთვის და მხარდაჭერისთვის.
თენგიზ ბინიაშვილი
საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი