როგორც ყველა სპორტსმენმა მეთევზემ (და არა მარტო) ვიცით, საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნულმა ფედერაციამ, 2021 წელს შეჯიბრების კიდევ ახალი და განსხვავებული ფორმატი შემოგვთავაზა.. საქართველოს თასი + საქართველოს სუპერთასი.
აღნიშნული ფორმატის ტურნირში მონაწილეობას, მხოლოდ ფიდერის ფედერაციის წევრები იღებენ, წელს საქართველოს თასმა 40 მონაწილეს უმასპინძლა.
პირველი ტური ნადარბაზევის ტბაზე, მეორე – სიონის წყალსაცავზე, ხოლო მესამე და გადამწყვეტი ეტაპი კი, წალკის წყალსაცავზე გაიმართა.
ტურნირს, ძალიან ბევრი სპორტსმენი და მოყვარული მეთევზე გულშემატკივრობდა, როგორც ადგილზე დასწრებით, ასევე პირდაპირი ჩართვებითა და გამამხნევებელი სურვილებით. ტურნირი, პირველივე ეტაპიტან, მართლაც რომ დაძაბული და სიურპრიზებით სავსე იყო. ერთმანეთს, ზონებში ებრძოდნენ ახალბედა მეთევზეები, კლუბის წარმომადგენლები, ეროვნული ჩემპიონატის მონაწილეები, ერთმანეთის გუნდელები და მეგობრები.
ბოლო. მესამე ეტაპი, წალკის წყალსაცავზე, 2021 წლის 13 ივნისს გაიმართა.
ეს უკვე გადამწყვეტი ბრძოლა იყო, ვინაიდან ამ ტურში მიღებული ქულა განაპირობებდა საუკეთესო ათეულში მოხვედრას, რომელიც სუპერთასისათვის იბრძოლებდა.. რა თქმა უნდა ტურნირის მონაწილეების უმრავლესობამ წინა დღეს, სავარჯიშო გასვლა მოაწყო სატურნირე ზოლში, საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ ვარჯიშის დღეს, თევზის აქტიურობა თითქმის ყველა დისტანციაზე შეინიშნებოდა, არომატიკაც სხვადასხვა მუშაობდა, დასაკვების შეფერილობაც… მაგრამ დადგა 13 ივნისი, მე და ჩემი ორი კონკურენტი მეგობარი – სერგო ურუშაძე და დავით სამსონიძე, ჩავედით წალკაში, მივადექით სატურნირე ზოლს…
ამინდი იყო ძალიან ცუდი; წვიმა, სიცივე, ქარი… მეთევზეების მოღუშული სახეები… თევზჭერა მიახლოებული ნულთან…
დაახლოებით შუადღის 12:00 სთვის მოიმატა წვიმამ, ქარმა, დაიწყო ქუხილიც… სასიგნალო საყვირის ხმამაც არ დააყოვნა და ჩვენმა კარგმა მეგობარმა, აგრეთვე მთავარმა მსაჯმა, მამუკა – სიმონიჩ სახიაშვილმა შეაჩერა ტურნირი, მოუწოდა სპორტსმენებს, რომ ამოეხვიათ მონტაჟები და ანკესები დაელაგებინათ მაქსიმალურად მიწასთან ახლოს…
შესვენებაზე უარესად აღელდნენ მონაწილეები, ვერ გაეგოთ, თუ რა სტრატეგიით უნდა გაეგრძელებინათ ასპარეზი.
გამოიდარა და მსაჯებმა თამაში განაახლეს… თევზი გააქტიურდა, რამოდენიმე მეთევზემ ჭერა დაიწყო.. მეთევზეებმა დაიწყეს ერთმანეთის დაკვირვება და კონტროლი. მონაწილეთა უმეტესი ნაწილი დარჩა თავის ძველ სტრატეგიაზე, დანარჩენებმა დაიწყეს ცვლილებებით თევზის ძიება.. რამოდენიმე მეთევზემ, როგორც იქნა მიაგნო გასაღებს და აქ უკვე შემიძლია მოვიშველიო გამოთქმა “იქ უნდა ყოფილიყავით”…
ამ ერთეულმა სპორტსმენებმა საოცარი ბრძოლა გამართეს, ჩახერგეს გზები – უკან დასახევი. საბოლოო დაკვირვებით გამოვიტანე დასკვნა.. მნიშვნელობა არ ქონდა მხოლოდ დასაკვებს, ან სადავის სიგრძეს, ან დისტანციას, ან ნემსკავის ზომას, ან კიდევ არომატიკას… მნიშვნელობა ჰქონდა ამ ყველაფერს კომბინირებულად, რასაც მიაგნეს ერთეულებმა და შედეგიც სახეზეა.
საბოლოოდ კი გამოიდარა, საწვიმრები მოვიშორეთ ერთმანეთის სახეები დავინახეთ, და “პრესის მუშაკები” უკეთესად შევუდექით ჩვენს საქმეს.
ამოიწურა სატურნირე დრო, გაისმა სიგნალიც და მონაწილეებმა დაიწყეს მომზადება აწონვისათვის. ზონებში იყო როგორც 2 და 3 კილოგრამიანი სხვაობები, ასევე ქულების მიღება განაპირობა 10-მა გრამმაც კი. წალკის წყალსაცავზე მიღებულმა ქულებმა საკმაოდ შეცვალა, გამარჯვებული ათეულის შემადგენლობა. ისმოდა სიხარულით სავსე შეძახილები აწონვის პროცესში..
ბოლოს კი ფედერაციის პრეზიდენტმა, ზაზა ხუციშვილმა, გადაინაცვლა დაჯილდოვების ეტაპზე.. არ გამოტოვა არცერთი მონაწილე და ყველას შეხვდა წილი აპლოდისმენტებიდან… გამოვლინდა საუკეთესო ათეული, საუკეთესო სამეულს, არტურ ვართარეზოვს, გიგა გაბრიაძეს და ზურაბ მერეკლიშვილს, გადაეცა შესაბამისი მედალი, თასი და დიპლომი. ხოლო პირველადგილოსანს, ზურაბ მერეკლიშვილს კი ჩვენმა მეგობარმა და თასის ერთერთმა სპონსორმა ავთო კალანდაძემ, გადასცა არაჩვეულებრივი საჩუქარი – ფიდერის ჯოხი – Matrix Horizon Pro – ჩვენც გვიხაროდა ზურასთან ერთად .
როგორც ფიდერით სპორტსმენმა მეთევზემ, საჭირო ინფორმაციაც ავაგროვე მომავალი ტურნირისათვის 🙂 ძალიან ვისიამოვნე ბიჭების თავდაუზოგავი ბრძოლის ყურებით და მათი გახარებული და მეგობრული განწყობის ცქერით…
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მსაჯებს, მართლა ძალიან პროფესიონალურად უდგებიან ამ საქმეს და სწორ გადაწყვეტილებებსაც იღებენ… მსაჯების გადაწყვეტილებამ, ჩემი აზრით თავიდან აგვარიდა არასასიამოვნო შემთხვევები 13 ივნისს, წალკის ტურნირზე..
ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს თასის ტურნირის სპონსორებს
“ფიშინგ თაიმ” “Carpology Shop” “ვინჩი ქონსთრაქშენ” “Flagman” “Marchuk LTD” “Carolina Fisher”
მეგობრებო, ძალიან მაგრები ხართ, თქვენი გვერდში დგომა, მეტ სუპერძალას სძენს მონაწილე სპორტსმენებს 🙂
კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ მშვენიერი დღეებისთვის
პატივისცემით – ი. სულაძე