2013 წლის 29 ოქტომბერი. მე და ზურა ჩაკალოვმა ვითევზავეთ წალკაში. ამინდი კარგი იყო, თუმცა დილით წყალსაცავის შემოგარენი მინდვრები უკვე თეთრად იყო დათრთვილური. ტემპერატურა ალბათ 3-4 გრადუსი იქნებოდა, რამაც თავიდან ცოტა შეგვაშინა, თუმცა მერე საგრძნობლად დათბა. ჩვენი თევზაობა ერთგვარი ავანტიურა იყო და ერთგვარი ექსპერიმენტიც, რადგან წელიწადის ამ დროს ხალხი უკვე წალკაში პრაქტიკულად აღარ თევზაობს და მითუმეტეს არ იყენებს იმ სატყუარას, რომლითაც ჩვენ ვითევზავეთ. თუ როგორი შედეგი გამოიღო ჩვენმა გასვლამ, შეგიძლიათ იხილოთ ამ პატარა ვიდეორგოლის საშუალებით.