მეთოდ ფიდერის საკვებურები არც ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდენ მეთევზეთა არსენალში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა და დაიმკვიდრეს შეუცვლელი ადგილი. თავდაპირველად ეს მეთოდი შეიმუშავეს ინგლისელმა კარფიშერებმა, თუმცა საკმაოდ დიდი წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ და გამოიყენება კიდეც ისეთი თევზის დასაჭერად, როგორიცაა კაპარჭინა, კარჩხანა და სხვა თეთრი თევზი, რომელიც ფსკერიდან იკვებება. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თევზაობის ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მდგარ წყალში, ასევე დინებაშიც.

დღესდღეობით “მეთოდის” ტიპის საკვებურების ასორტიმენტი საკმაოდ მდიდარი და მრავაფეროვანია. მათგან მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთერთ ყველაზე დელიკატურ და თანამედროვე საკვებურებზე – მეთოდის საკვებურზე ბრტყელი ძირით, ანუ “ფლეტზე” (Flat – ბრტყელი ინგლ.).
რატომ ფლეტი?
როდესაც გვინდა მეთოდით თევზაობა და ამასთანავე აქტიური და დინამიური სესიის მოწყობა, როდესაც სამიზნეს წარმოადგენს არამხოლოდ კობრი, არამედ უფრო მცირე ზომის თევზი, როდესაც ტბის ფსკერი შლამიანია და მძმე “კლასიკური” მეთოდის საკვებურები მასში იძირება, როდესაც თევზი ზედმეტად ფრთხილია და გვსურს საკვებურა რაც შეიძლება შეუმჩნეველი იყოს ფსკერზე, როდესაც გვინდა რომ სატყუარა აუხილებლად საკვების გროვაზე იდოს და არა სადმე მოშორებით – სწორედ მაშინ აქვს უპირატესობა ფლეტს.
ფლეტით თევზაობის სტრატეგია:
აუცილებელია რომ, ფსკერზე დაცემის შემდეგ სადავე და სატყუარა ყოველთვის იდოს საკვების გროვაზე. ამის უზრუნველსაყოფად, სროლის შემდეგ, საკვებურა დაჯდება თუ არა ფსკერზე, ძუა ფრთხილად უნდა მოვჭიმოთ და არავითარ შემთხვევაში აღარ გავამოძრაოთ საკვებურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკვები ერთ ადგილას დარჩება, ხოლო საკვებურა სატყუარასთან ერთად გადმოიჩოჩებს ნაპირისკენ.საკვებად ვიყენებთ ფხვიერ მეთოდის საკვებს ან პელეტსს. საკვები მიგვყავს ისეთ კონსტიტენციამდე, რომ კარგად დაეწებოს ფლეტს, მაგრამ ფსკერზე დავარდნის შემდეგ მალევე დაიშალოს. ამ შემთხვევაში შესაძლებლობა გვაქვს საკვები შევარჩიოთ ისე, რომ მოგვცეს ჩვენთვის სასურველი ეფექტი – შექმნას ღრუბელი, ინერტულად გაიშალოს ფსკერზე და ა.შ.

სწორი პრეზენტაცია სწორი პრეზენტაცია არასწორი პრეზენტაცია
როგორც წესი, ტყორცნებს ვახორციელებთ საკმაოდ ხშირად – მაქსიმუმ 15-20 წუთის დაყოვნებით. ეს უზრუნველყოფს ადგილის სტაბილურ, მაგრამ მცირე პორციებით დაკვებას. ფლეტიდან საკვების სრულად ჩამოყრა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიწყებთ საკვებურის ამოღებას.
სრიალა და ყრუ მონტაჟი
არსებობს ფლეტის ორი ტიპის მონტაჟი: სრიალა (In-Line) და ყრუ მონტაჟი.

სრიალა (In-Line) მონტაჟი – ამ მონტაჟში მთავარი ძუა თავისუფლად სრიალებს საკვებურში და თევზის ჩარტმა შეუფერხებლად გადაეცემა ქვივერს. ეს უზრუნველყოფს გაცილებით მაღალ მგრძნობელობას, ამიტომ შედარებით სუსტი და მცირე ზომის თევზზე თევზაობისთვის ჯობია უპირატესობა მას მივანიჭოთ. ამ დროს თევზის ნემსკავზე წამოგება-არ წამოგება მთლიანად დამოკიდებულია მეთევზეზე: თუ მეთევზემ დროულად ვერ მოახერხა ამოკვრა, დიდი ალბათობით ჩარტმის რეალიზება ვერ მოხდება.
ყრუ მონტაჟი – ამ მონტაჟში მთავარი ძუა მყარადაა მიბმული საკვებურზე და ჩარტყმას მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როდესაც თევზი საკვებურს ადგილიდან დაძრავს. ყრუ მონტაჟის შემთხვევაში თევზი უმეტესწილად თვიწამოგებით ჯდება. ასე, რომ ამ მონტაჟის გამოყენება უკეთესია გაცილებით მოზრდილი ზომის თევზზე. ხშირად თევზის გაქაჩვების ჩასახშობად გამოიყენება რეზინის ამორტიზატორები და ასეთი ამორტიზატორებით აღჭურვილ ფლეტებს Elasticated Method Feeder უწოდებენ.
როგორ დავტენოთ საკვებურა სწრაფად და ეფექტურად?
ფლეტზე საკვების დაწებება შეიძლება მრავალნაირად, მათ შორის ხელითაც. თუმცა რატომ უნდა ვიწვალოთ, როდესაც არსებობს ისეთი ხელსაწყო, რომელსაც ქვია “Quick Mould”? ვისაც ერთხელ მაინც გამოუყენებია ეს ხელსაწყო, დამეთანხმება რომ იგი ნამდვილად არაა “მარკეტინგული ფასიანი სათამაშო” და ფლეტით თევზაობისას მისი გამოყენება გაცილებით სასიამოვნოს ხდის თევაობის პროცესს.
ამ ხელსაწყოს დანიშნულებაა სწრაფად დატენოს საკვებური სტაბილურად ერთნაირად და ერთნაირი პორციით, კარგად დააფიქსიროს სატყუარა და სადავე საკვებში და მისცეს მას ისეთი ზედაპირული ფორმა, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი აეროდინამიკული წინააღმდეგობა, რაც საკმაოდ დიდი როლს თამაშობს სროლის სიზუსტესა და დისტანციაში.
მისი გამოყენების და სხვადასხვა ვარიანტების სქემატური ნახაზები ნაჩვენებია ქვემოთ:
ჩვეულებრივი ვარიანტი:


“ორფენიანი” ვარიანტი:

“მრავალსართულიანი” ვარიანტი:


განხილვა ფორუმზე: ლინკი
სტატიის ავტორი – გიგა გაბრიაძე