მოგესალმებით მეგობრებო, ამ უამინდობაში გადავწყვიტე გადამეღო ვიდეორგოლი ,,პლატფორმის პრეზენტაცია” რისი საშუალებაც სამწუხაროთ არ მომეცა გარკვეული მიზეზების გამო))) და გადავწყვიტე წერილობით მოგახსენოთ თუ რა დანიშნულება აქვს პლატფორმას ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში, ღირს თუ არა მისი შეძენა და ოჯახის განაწყენება))., მოგეხსენებათ პლატფორმა წარმოადგენს სპორცმენი მეთევზის საურველ ინვენტარს.
 
მოგახსენებთ რომ დღეის მდგომარეობით, თითქმის ყველა ფირმა , რომელიც დაკავებულია სათევზაო აქსესუარების წარმოებით აწარმოებს სპორტულ პლატფორას. ჩემი პლატფორმის სურათებს რაც შეეხება, ეს არ არის რეკლამა რომელიმე ფირმის, უბრალოდ ჩემი საკუთარია, რომელიც მემსახურება დიდიხანია. პლატფორმის შეძენისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ მის ხარისხზე, ფეხის დიამეტრზე 25-30-36-მმ, აგრეთვე პლატფორმის ფეხები წინა ოთხი მაინც უნდა იყოს ტელესკოპური, ვინაიდან კომფორტულად შეძლოთ ნებისმიერ ადგილზე განთავსება. პლატფორმას უნდა ქონდეს რაც შეიძლება მეტი სათავსო, ვინაიდან ფიდერს საკმაოდ ბევრი სათევზაო აქსესუარი ჭირდება, თუმცა ესეც ინდივიდუალურია. პლატფორმას აუცილებელია ჰქონდეს,,პედანა”, ვინაიდან კომფორტულად დადგეთ, არ დასველდეთ წყალში და ზედ განათავსოთ ყველა საჭირო აქსესუარი.
 
რაც შეეხება პლატფორმის აქსესუარებს (აბვესს) ეს ყველაფერი არის ცალკე შესაძენი. აქ რასაც განვიხილავ არის ის მინიმუმი რაც კომფორტულ თევზაობაში შეგიწყობთ ხელს.
 
1) მაგიდა, უმჯობესია იყოს წამოსაშლელი საფარით, ვინაიდან მზემ და ქარმა შეჯიბრების დროს არ გაგიფუჭოს დასაკვები ან სატყუარა, აგრეთვე ძალიან კარგად იცავს ყველა ნივთს ქარისგან.
2) ფიდერ არმი, რომელზეც ხდება ფიდერის დადება და დაფიქსირება. არმის უამრავი მოდელი არსებობს, გააჩნია როგორი გჭირდებათ.
3) თევზის შესანახი ბადის დამჭერი.
4) სათადარიგო ანკესების ჩასადები, ესეც ინდივიდუალურია, ზოგი სპორტსმენი არ ამაგრებს აღნიშნულ სამაგრს პლატფორმაზე და ცალკე სადგამს იყენებს.
5) ფიდერის ტარის ჩამოსადები, ესეც ინდივიდუალური ზოგი სპორტსმენი საერთოდ არ იყენებს.
6) დანარჩენს რაც შეეხება სურვილისამებრ. პლატფორმაზე კიდევ მაგრდება, დამატებითი მაგიდები, ქოლგის სამაგრი და ა.შ.
ამ პრეზენტაციის საშუალებით იმედია რამოდენიმე თქვენგანს მაინც გადავარჩენ ზედმეტი ხარჯისგან.)))
 
თუ თქვენთვის საინტერესო იყო მოგვწერეთ და შევეცდები თქვენთვის საინტერესო თემებზე გავაკეთო პრეზენტაცია რათა უფრო აზარტული და მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი საყვარელი ჰობი.
 
წინ ძალიან საინტერესო ტურნირების კასკადი გველის. წარმატებულ სეზონს გისურვებთ!!!!
 
გიორგი კოპალიანი
Share