მაშ ასე, ფიდერფიშინგი, ანუ თევზაობა ფიდერით, ანუ, უფრო ქართულად, თევზაობა  საკვებურათი. სახელწოდება ფიდერი მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან «to feed» – ვკვებოთ.

თევჭერის ეს უნიკალური მეთოდი შეიქმნა ინგლისში, გასულ საუკუნეში.  მას შემდეგ ფიდერმა სწრაფად დატოვა მშობლიური ინგლისი და სულ მალე მსოფლიო დაიპყრო.  მეთევზეებმა სწრაფად შეაფასეს ფიდერის პოტენციალი და უნივერსალურობა: იქ სადაც სხვა აღკაზმულობა უძლურია, ფიდერით შესაძლებელია სოლიდური ნადავლის მოპოვება. და მაინც, რაშია ფიდერის ასეთი ეფექტურობის და შედეგიანობის საიდუმლო? დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ფიდერის ანკესების უნიკალური კონსტრუქციის და  თევზჭერის უნიკალური მეთოდიკის ბრალი. მაშ როგორია ფიდერის აღჭურვილობა და რა საშუალებებს მიმართავენ ფიდერით მოთევზავეები შედეგის მისაღწევად?

1. ფიდერის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც მას მკვეთრად გამოარჩევს თევზაობის სხვა მეთოდებისაგან, არის სპეციალური ანკესები, რომლებიც აღჭურვილია 20–ზე მეტი გამტარი რგოლით და წვრილი, მოსახსნელი მგრძნობიარე წვერით – ქვივერტიპით. ასეთი წვერების რამდენიმე ნაისახეობა არსებობს და მეთევზე თვითონ არჩევს, როგორი მგრძნობელობის წვერი მიუსადაგოს თევზჭერის კონკრეტულ პირობებს. ქვივერის საშუალებით სატყუარაზე თვეზის მცირედი შეხებაც კი მკაფიოდ შესამჩნევი ხდება მეთევზისთვის, რაც მას საშუალებას აძლევს დროული ამოკვრა გააკეთოს და ამით მნიშვნელოვნად გაზარდოს თევზაობის შედეგიანობა.

feeder1

2. ფიდერით თევზაობის სტრატეგიაში ერთერთი უმთავრესი ადგილი უკავია თევზჭერის ადგილის გამუდმებულ დაკვებას.  ამ მიზნით შექმნილია მრავალი ნაირსახეობის სპეციალური საკვებურები, რომლებიც უშუალოდ სათევზაო მონტაჟზეა დამაგრებული – ანუ თევზაობა და დაკვება ერთდროულად მიმდინარეობს.

3.jpg

3. ტრადიციული „დონკის“–სგან განსხვავებით, ფიდერით თევზჭერა მეთევზისგან საკმაოდ აქტიურ მოქმედებებს მოითხოვს. მეთევზე ამ დროს პასიურად არ ელოდება, როდის ინებებს თევზი მისი სატყარას გადაყლაპვას, არამედ სპეციალური „კულინარიის“ საშუალებით თვითონ ცდილობს თევზის კენკვის გააქტიურებას და თევზჭერის ადგილზე თევზის მაღალი კონცენტრაციის შექმნას. ფიდერით მოთევზავეს შეუძლია სწრაფად გააანალიზოს წყალსატევზე არსებული ვითარება, მოახდინოს ცვალებად ვითარებასთან ადაპტაცია და დროული რეაგირება მოახდინოს თევზის კენკვის ცვლილებებზე.

4.jpg

ყოველივე ამის გამო ფიდერით თევზჭერა ნამდვილად იქცა თანამედროვე სპორტული თევზაობის ერთერთ ნაირსახეობად და უკვე მრავალმა ადამიანმა ფიდერის წყალობით მნიშვნელოვნად გაიღრმავა თავისი სათევზაო გამოცდილება და მრავალჯერ გაზარდა თავისი ნადავლის წონა.

5.jpg

ჩვენი ფორუმის ფიდერის განყოფილებაში შექმნილია სხვადასხვა თემები, სადაც გამოქვეყნებულია შესაბამისი სტატიების ციკლი და დეტალურად არის განხილული ფიდერით თევზჭერის ყველა აუცილებელი ნიუანსი. ამ სტატიებში გადმოცემულია, თუ როგორ უნდა შეარჩიოს დამწყებმა მეთევზემ ფიდერის ანკესი და კოჭა, როგორ გააკეთოს საჭირო მონტაჟები, როგორი დამატებითი საკვები მოამზადოს ამათუიმ წყალსატევისთვის, თუ თევზის სახეობისთვის.

თუ დაინტერესდით ფიდერით, გირჩევთ თავდაპირველად წაიკითხოთ უკვე არსებული სტატიები, ხოლო შეწმდგომში ყველა შეკითხვაზე გიპასუხებენ განყოფილების მოდერატორები.

სტატიის ავტორი: თენგო ბინიაშვილი[/fusion_builder_column][/fusion_builder_row][/fusion_builder_container]

Share