ზამთარში, როცა თევზი პასიურია, მეთევზეები ძირითადად სოციალურ ქსელებში საუბრით, თევზაობის ვიდეოების ყურებით და აღჭურვილობის განახლებით არიან დაკავებული. თუმცა დოგმა არ არის, რომ ზამთარში თევზი არ იჭირება… მეც დიდი ხანია მინდოდა მიმეგნო რაიმე გასაღებისთვის, რითაც ზამთარში ფიდერით თევზაობას შევძლებდი…

შემოდგომის მიწურულს ვიყავით რამოდენიმე ფიდერმენი სიონის წყალსაცავზე და საკმაოდ კარგადაც ვიჭირეთ შამაია… ამიტომაც ვიფიქრე ისევ სიონს მოვსინჯავ ამ გაგანია ზამთარში მეთქი…

4 იანვარი… ახალი წლეების დუღილმა გადაიარა თუ არა, ჩავალაგე აღჭურვლობა და გეზი სიონის წყალსაცავისკენ ავიღე.. წაღებული მაქვს შტატივი და კამერა, მინდა რომ კარგი ვიდეო ჩავწერო… ასევე წაღებული მაქვს ექოლოტი Deeper Pro Plus. ამ ექოლოტით ვაპირებ ნაპირის გასწვრივ სიღრმეების გამოკვლევას და მხოლოდ ამის შემდეგ თევზაობის დაწყებას. მარტო ვარ, 4 იანვარი სამუშაო დღე იყო და ამყოლი ვერავინ ვნახე.

gallery_3_385_3360019.jpg

ცხვარიჭამიას რო გადავედი, უკვე მივხვდი რომ საკმაოდ ცივი დღე მელოდა წინ. ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსს მიჩვენებდა, გზა მოყინული და თოვლიანი.

გეგმაში სიონის დამბაზე დადგომა მქონდა განზრახული, მაგრამ ტბაზე რომ გადავიხედე, დავინახე რომ დამბის გზა დათოვლილი იყო და მარტომ მაგ გზაზე გავლა ვერ გავრისკე, ერთი შეცდომა და დავეშვებოდი იმ ციცაბოზე ტბის მიმართულებით. ამიტომ სოფლიდან ჩავედი და დამბის მარჯვენა მხარეს გავაჩერე მანქანა.

პირველი რაც გავაკეთე, ავაწყვე 3.6 იან ჯოხზე 10მ იანი შოკლიდერი და ავკაზმე Deeper ით. და გავუყევი ბეტონის დამბიდან მარჯვნივ სანაპიროს. დამბის დასაწყისში აღმოჩნდა ყველაზე ღრმა ადგილი, ნაპირიდან 35მ დისტანციაზე სიღრმე იყო 14მ. ხოლო დამბიდან მოშორებით, ყურეში იგივე დისტანციაზე სირრმე 6მ. კარგი და დამაიმედებელი ის იყო, რომ დიპერი თევზსაც აჩვენებს, ნუ რამდენად რეალურია ეგ კიდე საკითხავია, მაგრამ თევზებს მიჩვენებდა 14მდან 8მ სიღრმემდე, უფრო თხელში თევზი არ იყო. 

gallery_3_385_40603.jpg

gallery_3_385_214571.jpg

gallery_3_385_119696.jpg

ხოდა დავდექი ზუსტად დამბის დასაწყისში, ყველაზე ღრმა ადგილას და გავშალე აღჭურვილობა. დავიწყე დასაკვების გამზადება, თან ყველაფერს ვიდეოზე ვიღებ, რომ მერე კარგი ვიდეო გამოვაცხო. 

მქონდა საშუალება გამესინჯა ახალი დასაკვები, რომელიც სულ ეხლახანს გამოჩნდა Fishing Club ში. ესაა პოლონური დასაკვები DRAGON. სხვადასვხა არომატით, შეფერილობით, ფრაქციით და ფართო არჩევანით.. და რაც მთავარია ძალიან მისაღები ფასებით. ფრაქცია და ამ დასაკვების სტრუქტურა მე ძალიან მომეწონა და მგონია ამ სეზონზე თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ტურნირებზე.

gallery_3_385_2401199.jpg

მოკლედ ისაა რო უნდა დავიწყო თევზაობა და კიდევ ერთხელ, შემოწმების მიზნით დავიწყე დიპერით ადგილის გადამოწმება..  იმისათვის რომ წერტილი რაც შეიძლება ზუსტად გამომეკვლია, დავკლიფსე ჩემს დისტანციაზე მონტაჟი და აი აქ მომივიდა იაღლიში:), რამოდენიმე სროლის მერე, მას შემდეგ რაც ერთი ორჯერ წნულმა დაარტყა კლიპსაში, ძირითადი წნული შოკლიდერის კვანძში გაწყდა და ჩემი ექოლოტი გაფრინდა ტყლაშანით 15მ სიღრმის წყალში… წყლის ტემპერატურა 6 გრადუსია 🙂 ბევრი არ მიფიქრია, გავიძრე ტანზე და შევვარდი წყალში, ვიფიქრე ცურვით გამოვიტან ამ ძვირიან სათამაშო ბურთულას მეთქი…. ხოდა ეს ჩემი მცდელობა რამდენიმე წამში კრახით დამთავრდა, მივხვდი რომ ამ ტემპერატურის წყალში ჩემი შეცურვა ძალიან დიდი სისულელე იქნებოდა და ძალიან სარისკო… ისე დავყვინთავდი სიონის ფსკერზე, სადღაც გამწოვ მილებთან, რომ დიდი ხანი ჩემი მომკითხავი არავინ იქნებოდა…

ხოდა ამოვფორთხდი თოვლიან ნაპირზე, გავიმშრალე და სხვა გამოსავალის ძებნა დავიწყე. ჯერ ვიფიქრე საკვებურს ჩავაგდებ ბევრჯერ ექოლოტის უკან და ტალღით ნაპირამდე გამოვიტან მეთქი… მარა ძაან ვეწვალე და ეს გზა უშედეგო აღმოჩნდა.. ნელნელა ექოლოტი უფრო სიღრმეში შევიდა, გაცდა 50მ იან დისტანციას და სმარტოფნთანაც დაკარგა კავშირი. მოკელდ ბევრი წვალების მერე ასეთი გამოსავალი ვნახე: დავსერე პლასმასის საკვებურა, გადავაგდე ექოლოტის უკან ერთი 10მ სიშორეზე, მერე სწრაფად ამოვიტანე საკვებურა წყლის ზედაპირთან ახლოს და როგორც იქნა გამოვდე ექოლოტზე ჩამოკიდებულ შოკლიდერის ძუას… ხოდა ასე გადავარჩინე ეს ექლოლოტი.

ამ წვალებაში იმდენი დრო გავიდა, რომ თევზაობას აზრი აღარც ქონდა, უკვე 3 საათი იყო დაწყებული. თუმცა მაინც დაკვკვებე შერჩეული დგილი.. და დავიწყე შამაიაზე სტანდარტული სტრატეგიით თევზაობა. შედეგი 0.

სადავეების დიამეტრი 0,06მმ და ნ 0,1მმ-მდე, სიგრძეები 250სმ დანნ 70სმ-მდე. ნემსკავები Sode N20 დან 53100 N14მდე… ვერაფერი…

ისევ ვცადე ექოლოტის გადაგდება დაკვებილ წერტილზე და აი აქ ვნახე საინტერესო რამე: დაკვებილ წერტილზე ექოლოტი მიჩვენებდა დაგროვილ თევზს, ზედაპირიდან ფსკერამდე.

gallery_3_385_279686.jpg

gallery_3_385_183938.jpggallery_3_385_284533.jpg

ანუ წერტილზე თევზი იდგა. და ეს თევზი დიდი ალბათობით იყო შამაია, იმიტომ რომ ზედა ფენებში სხვა თევზი არ ამოვიდოდა… თუმცა სატყუარა და სატყუარის პრეზენტაცია არ მოწონდა. თევზი დააყენა დასაკვებმა, დასაკვების არომატიკამ, მაგრამ სატყუარას არ ჭამდა..

ვცადე სხვადასხვა არომატები ჭიაყელაზე და ბუზის მატლზე, ქინძი, გორდონსი, ვანილი, კრილი. გაწყვეტილი ჭიაყელა, გასერილის ბუზის მატლი, გაჭყლეტილი აპარიში –  შედეგი 0!

დღეც მიილია. მიილია ჩარტყმის გარეშე, თუმცა სასიამოვნოდ და საინტერესოდ კი გავატარე ეს დღე. 

პირველი ექსპერიმენტი შედეგი ესაა:

1 – თევზი დგას სიღრმეში

2 – დასაკვებზე თევზის რეაგირებს და წერტილში დგება

3 – მოსაძებნია სატყუარა, ან სატყუარას არომატი და პრეზენტაცია, რაც აიძულებს თევზს სატყუარა გადაყლაპოს.

 

იმედი მაქვს მომეცემა საშუალება და ამ ზამთარში გავაგრძელებ ექსპერიმენტების გაგრძელებას. და შედეგიც აუცილებლად მოვა 🙂

ხო, იმდენი კადრები გადავიღე (რა ვიცოდი თუ თევზს ვერ დავიჭერდი), რომ წასაშლელად დამენანა და მცირე ვიდეო კოლაჟი გავამზადე.

ყველას წარმატებულ თევზაობას გისურვებთ!

GigaG

 

Share